პიტერ ფილიფსონის სემინარი “წყვილებთან და ოჯახებთან მუშაობა გეშტალტთერაპიაში”
სემინარი ჩატარდება 10,11,12 ივლისს, "კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტში", მისამართზე: ლადო ასათიანის ქუჩა N14ა, მეორე სართული, 0105, თბილისი, საქართველო.
დღის განრიგი:
09:45 — რეგისტრაცია
10:00–11:45 — სამუშაო პროცესი
11:45–12:00 — ყავის შესვენება
12:00–14:00 — სამუშაო პროცესი
14:00- 15:30 — სადილის შესვენება
15:30 - 16:30— სამუშაო პროცესი
16:30–16:45 — ყავის შესვენება
16:45–18:00 — სამუშაო პროცესი
მოუთმენლად ველით კიდევ ერთ მნიშვნელოვან და სწავლისა და პროფესიული ზრდის გამოცდილებას.
სემინარის წამყვანი:
პიტერ ფილიფსონი (დიდი ბრიტანეთი, მანჩესტერი) — გეშტალტთერაპევტი და ტრენერი, გაერთიანებული სამეფოს გეშტალტთერაპიისა და ტრენინგ ინსტიტუტის ტრენერი და სუპერვიზორი, მანჩესტერის გეშტალტ ცენტრის დამფუძნებელი, ნიუ-იორკის გეშტალტ თერაპიის ინსტიტუტის წევრი, GITA-ს (სლოვენია) უფროსი ტრენერი, სომატური კვლევების ცენტრის მრჩეველთა საბჭოს წევრი, საერთაშორისო პროგრამების ტრენერი. პიტერი არის AAGT-ის (გეშტალტ თერაპიის განვითარების ასოციაცია) ყოფილი პრეზიდენტი.
იგი გახლავთ წიგნების ავტორი, როგორიცაა: „სელფი ურთიერთობაში“, „ემერჯენტული სელფი“, „აქტიური პრინციპი გეშტალტთერაპიაში“, „გეშტალტთერაპია: ფესვები და ტოტები“ და სხვ. ასევე მრავალი სტატიის ავტორი. პიტერი ასევე ასწავლის აიკიდოს და არის შავი ქამრის მფლობელი.
სემინარის ღირებულება:
550 ევრო
იჩქარეთ, დარჩენილია მხოლოდ 3 ადგილი!
სემინარზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია სრულად გადაიხადოთ თანხა.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ჯგუფის წევრთა მაქსიმალური ოდენობაა 25 მონაწილე და რეგისტრაცია სრულდება გადახდის შემდეგ.
გთხოვთ, წინასწარ იზრუნოთ სემინარზე დასასწრებლად.
სემინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე, თანმიმდევრული თარგმანით ქართულ ენაზე.
რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი ინსტიტუტის ფეისბუქ გვერდის მესენჯერში
Where is it happening?
Event Location & Nearby Stays:














