შეხვედრა გუგა სიხარულიძესთან

Schedule

Wed, 15 Jul, 2026 at 08:00 pm

UTC+04:00
Location

თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო | Tbilisi, TB

Advertisement
💡 15 ივლისს აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები ფსიქიატრ გუგა სიხარულიძესთან თემაზე: „ძილი, მელატონინი და ბიოლოგიური საათი: როგორ მართავს ღამე ჩვენს ჯანმრთელობა"
👉 ძილი არ არის უბრალოდ დასვენება, ის ადამიანის ფიზიოლოგიური და ფსიქიკური ფუნქციონირების ფუნდამენტური, მაღალორგანიზებული პროცესია. ნეირონული ქსელების რეგენერაცია, ჰორმონული ჰომეოსტაზი, კოგნიტური კონსოლიდაცია და იმუნური პასუხი სწორედ იმ დროს წყდება, როდესაც ჩვენ „გათიშულები“ ვართ.
ლექციაზე ჩავუღრმავდებით ცირკადული რიტმების ნეირობიოლოგიურ მექანიზმებს და შევეხებით ჩვენს შინაგან „მთავარ საათს“ (SNC). განვიხილავთ, როგორ მოქმედებს მელატონინი არა მხოლოდ როგორც „ძილის ჰორმონი“, არამედ როგორც სინქრონიზაციის უმნიშვნელოვანესი მოლეკულური აგენტი.
გარდა სამეცნიერო თეორიისა, ვისაუბრებთ თანამედროვე ეპოქის გამოწვევებზე: როგორ ცვლის ციფრული ეკრანების ლურჯი შუქი, ქრონიკული სტრესი, დესინქრონოზი და სოციალური „ჯეტლაგი“ ჩვენს ევოლუციურად ჩამოყალიბებულ ბიოლოგიურ არქიტექტურას.
შეხვედრის მიზანია, სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ხელახლა აღმოვაჩინოთ ძილის ფენომენი და მივიღოთ პრაქტიკული, კლინიკურად დასაბუთებული ინსტრუმენტები ცხოვრების ხარისხისა და ფსიქოემოციური მდგრადობის გასაუმჯობესებლად.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📅 შეხვედრის თარიღი: 15 ივლისი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
🔖 დასწრების საფასური: 40₾
🔖 სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ „საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
📍მისამართი: თინა იოსებიძის #57
🔗 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/mt6wEowS
☎ ან დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
Advertisement

Where is it happening?

თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Event Location & Nearby Stays:

Know what’s Happening Next — before everyone else does.
\u10d0\u10d6\u10e0\u10dd\u10d5\u10dc\u10d4\u10d1\u10d8\u10e1 \u10d0\u10d9\u10d0\u10d3\u10d4\u10db\u10d8\u10d0 \/ The Thinking Academy
Host or Publisherაზროვნების აკადემია / The Thinking Academy

Ask AI if this event suits you