Fitness Conference 2026 - Cherry's Fitness
ღონისძიება გააერთიანებს ფიტნეს ინდუსტრიის წარმომადგენლებს, დამწყებ და მოქმედ მწვრთნელებს, ჯანმრთელობისა და ველნესის სფეროს პროფესიონალებს, კონტენტ კრეატორებს და ყველას, ვინც ვარჯიშითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით არის დაინტერესებული.
კონფერენციის მთავარი თემები იქნება:
ვარჯიში, ფიტნეს ინდუსტრიის სიახლეები, ინოვაციები, ჯანმრთელი ცხოვრების წესთან დაკავშირებული თანამედროვე მიდგომები და პრაქტიკული ცოდნა, რომელიც მონაწილეებს ყოველდღიურ ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში დაეხმარება.
ღონისძიებაზე მოხსენებებს მოამზადებენ Cherry’s Fitness-ის დამფუძნებელი ნინო ჩერქეზიშვილი (ჩერი)და სხვადასხვა სფეროს წამყვანი სპეციალისტები, მათ შორის მოწვეული მომხსენებლები ესპანეთიდან.
კონფერენციას 2 დღე გაგრძელდება და მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება ინდუსტრიის პროფესიონალებისგან.
ღონისძიების მიზანია ფიტნესისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის გარშემო თანამედროვე ცოდნის, გამოცდილებისა და ინსპირაციის გაზიარება იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ სფეროში უკვე მუშაობს, ახლა იწყებს გზას ან უბრალოდ სურს უკეთ გაიგოს საკუთარი სხეული, ვარჯიში და ჯანმრთელი ცხოვრების პრინციპები.
📍 ადგილი: თბილისი, ფაბრიკა, ეგნატე ნინოშვილის ქ.8
📅 თარიღი: 11-12 ივლისი
შეიძინე ბილეთები: https://tkt.ge/show/34309/fitnes-konferencia-2026
მომხსენებლების სრული სია და დამატებითი დეტალები მალე გახდება ცნობილი.
შემოგვიერთდი Cherry’s Fitness-ის კონფერენციაზე და გახდი სივრცის ნაწილი, სადაც ცოდნა, გამოცდილება და ჯანსაღი ცხოვრების სტილი ერთიანდება ❤️
Where is it happening?
Event Location & Nearby Stays:














