დავით ზურაბაშვილის სალონური საუბრები
დღევანდელ სამყაროში მუდმივი ხელმისაწვდომობა, ინფორმაციის ჭარბი ნაკადი და ცხოვრების დაჩქარებული ტემპი ხშირად გვაყენებს ემოციური და ფსიქოლოგიური გადატვირთვის წინაშე. გადაღლა, სტრესი და შფოთვა მრავალი ადამიანის ყოველდღიური გამოცდილების ნაწილად იქცა.
ლექციაზე ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ციფრული გარემო, ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რა კავშირია ეკრანებთან გადატარებულ დროსა და ემოციურ კეთილდღეობას შორის, როგორ ამოვიცნოთ გადაღლისა და შფოთვის ნიშნები და რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათთან ეფექტურად გასამკლავებლად. შეხვედრის ფარგლებში განვიხილავთ როგორც თანამედროვე კვლევების მიგნებებს, ისე პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომლების დაგვეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი ბალანსის, ემოციური მდგრადობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაში.
ლექცია განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხები და სურს უკეთ გაიგოს თანამედროვე ცხოვრების გავლენა ჩვენს ემოციურ კეთილდღეობაზე.
📅 შეხვედრის თარიღი: 14 ივლისი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
🔖 დასწრების საფასური: 40₾
🔖 სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ „საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
📍მისამართი: თინა იოსებიძის #57
🔗 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/Ct3APwHK
☎ ან დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
Where is it happening?
Event Location & Nearby Stays:


















