სვანეთი - მიწისა და ცის მიჯნაზე!

Schedule

Wed, 29 Jul, 2026 at 07:00 am to Sun, 02 Aug, 2026 at 10:00 pm

UTC+04:00
Location

Georgia | Tbilisi, TB

Advertisement
სვანეთი - 5 დღე, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება !
📢 გთავაზობთ შემეცნებით-სათავგადასავლო 5 დღიან ტურს სვანეთში!
📅 თარიღი: 29.07-02.08.2026
⏳ ხანგრძლივობა: 5 დღე / 4 ღამე
💸 ფასი: 659 ლარი
😌ტურს შეგიძლიათ შემოუერთდეთ როგორც თბილისიდან, ასევე გორიდან ან ქუთაისიდან. 💚
მოვინახულებთ:
📍ბეჩოს თემი: - შდუგრას ჩანჩქერები, ულამაზესი სოფლები, მყინვარი უშბა, სოფელი მააზერი.
📍მესტია: - მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი, მაჩუბი, ჰეშკილის ქოხები, მიხეილ ხერგიანის მუზეუმი, ჭაალაათის მყინვარი, ზურულდის საბაგირო, ლაღამის ეკლესია, ხერგიანის სახლ-მუზეუმი, სეტი.
📍კალს თემი : წმ.კვირიკესა და წმ.ივლიტას ეკლესია, სიყვარულის კოშკი.
📍უშგულის თემი : ჟიბიანი, ჩვიბიანი, მურყმელი და ჩაჟაში. ლამარიას ტაძარი, ფრიდონ ნიჟარაძის სახლმუზეუმი, ეთნოგრაფიული მუზეუმი, მყინვარი შხარა, ენგურის სათავე.
📍ზაგაროს უღელტეხილი, ლენტეხი, ქვემო სვანეთის სოფლები...
და კიდევ უამრავი რამ... 🥰
ტურის სრული აღწერილობა, იხილეთ ქვემოთ 👇
💚დღე I - თბილისი-ბეჩო
თბილისიდან გავემგზავრებით სვანეთის მიმართულებით და გზად გავივლით სამეგრელოს ულამაზეს სოფლებსა და ქალაქებს. მოგზაურობის განმავლობაში შევჩერდებით საუკეთესო ხედებზე და გადავიღებთ დაუვიწყარ ფოტოებს.
🚣‍♂️ვესტუმრებით ენგურის წყალსაცავს, რომლის უზარმაზარი ფირუზისფერი ავზი, ჯადოსნური ამულეტივით იწონებს თავს და ამ საოცარ ხეობას კიდევ უფრო განსაკუთრებულ იერს სძენს.
🏔️ გზას განვაგრძობთ ზემო სვანეთისკენ და შევაბიჯებთ სივრცეში, სადაც ბუნება თავის ყველაზე შთამბეჭდავ სახეს გვიჩვენებს. აქ ერთმანეთს ერწყმის მყინვარები, მაღალმთიანი ქედები და ალპური ზეგნები, რაც ამ რეგიონს განსაკუთრებულ ხასიათს ანიჭებს.
ყველაზე ძლიერად სვანეთის გულისცემას გზად მდინარე ენგურის სიშლეგე გვაგრძნობინებს. ♥️
🏘️ჩავალთ ულამაზეს ბეჩოს თემში. ეს სწორედ ის ადგილია, რომელსაც გვირგვინად უშბა ადგას და ყელზე ვარსკვლავები მარგალიტებივით აუსხამს. სწორედ აქედან იწყება ჩვენი სვანური თავგადასავალი.
დავბინავდებით მყუდრო საოჯახო სასტუმროში, სადაც გველოდება თბილი მასპინძლობა და ნამდვილი სვანური ვახშამი.
🛌ღამისთევა ბეჩოში- საოჯახო სასტუმროში
🍴ვახშამი

💚დღე 2 - ბეჩო -მააზერი -უშბის (შდუგრა) ჩანჩქერები - მესტია
🌄ეს ის დილაა, რომელსაც ნამდვილად შეიძლება განსაკუთრებული უწოდო - დილა, რომლის შემდეგაც შენი გული სხვაგვარად დაიწყებს ფეთქვას, თვალები სამყაროს ახალ ფერებში დაინახავენ, ხოლო შენი სისხლი, მდინარე ენგურის მსგავსად, ველურად და დაუდგრომლად დაიწყებს ვენებში დენას.
🌈საუზმის შემდგომ ულამაზესი სოფელი მააზერის გავლით, გეზს ყველაზე წყალუხვ შდუგრას ჩანჩქრებისკენ ავიღებთ.
🥾სალაშქრო ბილიკი, მდინარე დოლრას ულამაზეს ხეობას მიუყვება, რომელიც ხან საოფლებზე, ხანაც წიწვოვან ტყეზე გადადის. გზად გვექნება საშუალება, ტყის პატარა კაფეში ცივი ლუდი მივირთვათ.
👌ფეხით სავალი მანძილი მთლიანობაში - 5-6 კმ.
👌სირთულე: მარტივიდან - საშუალომდე
👌სიმაღლის სხვაობა: 200-250 მეტრი.
📍ლაშქრობაში ჩართულობა არ არის აუცილებელი.
თუ ვინმეს არ ექნება სურვილი ან ფიზიკური მზაობა, შეუძლიათ დარჩნენ სოფელში, გაისერნონ და დატკბნენ ულამაზესი გარემოთი.
🏘️ლაშქრობის შემდგომ კი მესტიისკენ გავემგზავრებით. გზად გავივლით ისტორულ სოფლებსა და მოვინახულებთ ულამაზეს სამლოცველოებს.
მესტია გამორჩეულია თავისი ისტორიული არქიტექტურით., საცხოვრებელი სახლებითა თუ კოშკებით.
📍მოვინახულებთ ,,მაჩუბს,, -სვანურ სახლს და მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს,, სადაც წარმოდგენილია უნიკალური ექსპონატები, რომის ანალოგი მსოფლიოში არ მოიპოვება.
🤸‍♀️საღამოს, სურვილისამებრ გავისეირნებთ მესტიის ცენტრში ,,სეტი,,
შეგვძლია ვესტუმროთ რომელიმე კაფეს ან რესტორანს, დავაგემოვნოთ ადგილობრივი კერძები და დავტკბეთ სვანური ფოლკლორით.
🛌ღამისთევა - მესტიაში - საოჯახო ტიპის სასტუმროში
🍴კვება - საუმზე- პიკნიკი

💚დღე - 3. მესტია - ჭალაათის მყინვარი - ჰეშკილის ქოხები - ზურულდის საბაგირო
🥾საუზმის შემდგომ, ჭალაადის მყინვარისკენ გავეშურებით. მდინარე მესიტაჭალაზე გაკიდულ ხიდს გადავივლით, ფიჭვნარის ხეობის გავლით ქვიან კანიონს მივადგებით, საიდანაც დავინახავთ მყინვარის ენას. მოვინახულებთ ულამაზეს ყინულჩანჩქერებსა და ნაშალი კლდის ფილებით, სამახსოვრო პირადამიდებსაც ავაგებთ.
👌ფეხით სავალი მანძილი მთლინობაში - 5-6 კმ.
👌სირთულე : მარტივიდან - საშუალომდე
👌სიმაღლის სხვაობა: 250 მეტრი.
📍ლაშქრობაში ჩართულობა არ არის აუცილებელი.
თუ ვინმეს არ ექნება სურვილი ან ფიზიკური მზაობა, შეუძლიათ დარჩნენ მესტიაში გაისერნონ და დატკბნენ ულამაზესი გარემოთი.
🏘️ლაშქრობის შემდგომ ჰეშკილის ქოხებთან გავემგზავრებით, საიდანაც ულამაზესი პანორამული ხედები იშლება.
🚡სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია გავისერნოთ ზურულდის საბაგიროთი და კიდევ ერთხელ დავტკბეთ ბუნების სიდიადით.
💒ნაშუადღევს, მესტიაში დავბრუნდებით. ვეწვევით ლაღამის მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესიას. საოცარი ფრესკული მხატვრობით.
შემდგომ კი -,, კლდის ვეფხვის,,- მიხეილ ხერგიანის სახლმუზეუმს ვესტუმრებით.
🛌ღამისთევა მესტიაში - საოჯახო ტიპის სასტუმროში
🍴კვება: საუზმე, პიკნიკი
💚დღე 4 - მესტია- კალა- უშგული
🌍დედამიწაზე არსებული სამოთხის ხილვა თუ გსურს - სწორედ აქ არის!
🏘️უშგულის თემი - ის არა მხოლოდ საქართველოს, არამდედ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობაა.
უნიკალური ლანდშაფტის, არქიტექტურისა და ტრადიციების საუფლო, რომელისაც მხრებზე ნაბადივით მოუსხამს შხარას ბუმბერაზი მყინვარი.
🏔️გზად გვექნება უამრაცი ფოტოსტოპი, უშბა, თეთნულდი და სხვა მყინვარების ხედებით. ვეწვევით სიყვარულის კოშკს.
💒სოფელ კალაში, კალას წმ.კვირიკესა და წმ.ივლიტას ეკლესიას - (სვანურად ლაგურკას) მოვინახულებთ, გამორჩეულს გასაოცრი მხატვრობით.
🏘️უშგულში დავათვალიერებთ უნიკალურ სოფლებს - ჟიბიანი, ჩვიბიანი, მურყმელი და ჩაჟაში.
🎨ვეწვევით გენიალური უშგულელი მხატვრის - ფრიდონ ნიჟარაძის სახლმუზეუმს.
🖼️მოვინახულებთ უშგულის ეთნოგრაფიულ მუზეუმს.
💒და რა თქმა უნდა, მთავარ ღისშესანიშნაობას- უშგულის ლამარიას! IX-X საუკუნეების ბაზილიკას, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ კულტურულ და რელიგიურ ძეგლს წარმოადგენს.
🏔️სურვილის შემთხვევაში, ლამარიას ტაძრიდან შესაძლებელია ვილაშქროთ მყივნარ შხარას მიმართულებით და ვნახოთ თუ როგორ იბადება მდინარე ენგური.
🎥საღამოს, სურვილის შესაბამისად შეგვიძლია ვნახოთ არაჩვეულებრივი ფილმი ,,დედე,,
🛌ღამისთევა უშგულში -საოჯახო ტიპის სასტუმროში
🍴კვება: საუზმე, პიკნიკი, ვახშამი
💚დღე 5 უშგული- ზაგაროს უღელტეხილი - ქვემო სვანეთის სოფლები - ლენტეხი - დაბრუნება თბილისში
დილით, საუზმის შემდგომ, კიდევ გვექნება საშუალება დავტკბებით უშგულის სილამაზით, შემდეგ კი ზაგაროს უღელტეხილის გავლით , ჩავალთ ლენტეხში და დავაგემოვნებთ ყველიან ლობიანებს ❤️👌 გავივლით ქვემო სვანეთის ულამაზეს სოფლებს, მდინარე ცხენისწყლის თვალწამრტაც ხეობას და დავბრუნდებით თბილისში.
..............................................................................................................................
ტურის მანძილზე ასევე გვექნება შესაძლებლობა, დავაგემოვნოთ სვანური ტრადიციული კერძები, შევიძინოთ ადგილობრივი ნაწარმი (სვანური მარილი, სულგუნი ა.შ) გავიცნოთ ადგილობრივი მოსახლეობა და მათი უნიკალური ტრადიციები. ვისწავლოთ ცოტაოდენი სვანური და უბრალოდ... გავბედნიერდეთ!
🤌ტურში დაგჭირდებათ:
🥾მოხერხებული ფეხსაცმელი, სასურველია სალაშქრო!
☔🌈საწვიმარი (რა იცი რა ხდება)
🎒მცირე ზურგჩანთა
🪄სალაშქრო ჯოხები - სურვილის შემთხვევაში
🍼წყლის მათარა
😎მზისგან დამცავი საშუალებები: კრემი, სათვალე, კეპი..
📸ფოტოკამერა, დაუვიწყარი მომენტებისათვის !
ღირებულებაში შედის: 🫡
🚌 მგზავრობა კოფორტული მიკროავტობუსით.
🚌შიდა გადაადგილებები
🙆‍♀️ გიდი - ქეთი თუშმალიშვილი🧚‍♀️
💚ღამისთევა ბეჩოში, მესტიასა და უშგულში - საოჯახო ტიპის სასტუმროში.
(🧨!!! გაითვალსიწინეთ, ფასი ითვალისწინებს ერთი ადამიანის საფასურს ორ ან სამ საწოლიან ოთახში!!!)
💚ყველა კვება, რომელიც ტურის აღწერით არის გათვალისწინებული.
💸 ღირებულება: 670 ლარი
👉 ტურზე ადგილის დასაჯავშნად აუცილებელია 100 ლარის წინასწარ გადახდა.
👉 თქვენი მხრიდან მონაწილეობის გაუქმების შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნული თანხა არ ბრუნდება.
👉 ტურის სრული ღირებულება უნდა დაიფაროს ტურის დაწყებამდე მინიმუმ 2 კვირით ადრე.
👉 ტურიდან ერთი კვირით / ან ნაკლები დღით თქვენი მხრიდან ტურის გაუქმების შემთხვევაში, თანხა არ ბრუნდება.
🤞 ორგანიზატორის მიერ ტურის გაუქმების შემთხვევაში, გადახდილი თანხა სრულად ბრუნდება.
👉 ღირებულებაში არ შედის:
❌ ნებისმიერი აქტივობა, რაც არ არის ტურის აღწერის მიხედვით გათვალისწინებული
❌ მუზეუმების ბილეთები - (მოქმედებს სხვადასხვა შეღავათები, სტუდენტური, სოც. ა.შ)
❌ ენგურის კაშხალი ( (მოქმედებს სხვადასხვა შეღავათები, სტუდენტური, სოც. ა.შ)
❌ზურულდის საბაგირო
📍 შეკრების ადგილი - ველოსიპედის ძეგლი
🕗 06:45 საათზე შეკრება
🕗 07:00 საათზე გასვლა
⏳ დაგვიანების შემთხვევაში ორგანიზატორი იტოვებს უფლებას დატოვოს დაგვიანებული მონაწილე
❗ ტურზე მოვდივართ ფხიზელ მდგომარეობაში
❗ ტურის მანძილზე აკრძალულია ნარკოტიკული ან სხვა დამათრობელი საშუალებების მიღება )
❗ ბუნებაში ნარჩენების დატოვება დაუშვებელია
❗ აკრძალულია ჯგუფისგან თვითნებურად დაშორება, გიდთან შეთანმხების გარეშე.
❗ საჭიროების შემთხვევაში ორგანიზატორი იტოვებს უფლებას შეცვალოს ტურის მარშრუტი ან დროითი განრიგი ამინდის ან სხვა ობიექტური მიზეზების გამო.

📲 ტურის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით WhatsApp-ზე: +995 577 68 48 23
ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში!!

Advertisement

Where is it happening?

Georgia, Nike, მერაბ ალექსიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Event Location & Nearby Stays:

Know what’s Happening Next — before everyone else does.
Moedani Travel
Host or PublisherMoedani Travel

Ask AI if this event suits you