ციხისჯვარი ( მამა გაბრიელის სარტყელი), ვარდგინეთი, წაღვერი, ბორჯომი, დაბა, ტიმოთესუბანი

Schedule

Sat Aug 22 2026 at 08:00 am to 10:30 pm

UTC+04:00
Location

საქართველოს ბილიკებზე | Tbilisi, TB

Advertisement
მ ა მ ა გ ა ბ რ ი ე ლ ი ს ს ა რ ტ ყ ე ლ ი -ს მოლოცვა ვისაც გსურთ ⤵️

,,საქართველოს ბილიკებზე"
22 აგვისტოს, შაბათს გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ბორჯომის შემოგარენში:
ციხისჯვარში მამა გაბრიელის სარტყელს შემოგვახვევს დედაო. ხოლო ვარდგინეთში დედა პარასკევა დაგვლოცავს მამა გაბრიელის უხრწნელი სისხლით და შემოგვახვევს მის მანტიას, ასევე მის ნივთებს გვანახებს.

1.ვარდგინეთის ეკლესია, სადაც მოღვაწრობს დედა პარასკევა. აქ ინახება მამა გაბრიელის უხრწნელი სისხლიც.
2. დაბის წმინდა გიორგის ეკლესია - მე-14 ს
3. ტიმოთესუბნის მონასტერი – მე-12-13 სს.
4. კურორტი წაღვერი ( მინერალური წყლები)
5. სოფელი ციხისჯვარი, მამა გაბრიელის სახელობის ტაძარი, სადაც ინახება მამა გაბრიელის სარტყელი, რომელიც სასწაულებს ახდენს. უშვილოთა შემწე
6. კურორტი ცემი
7. სადგერის სერაფიმ საროველი
8. ბორჯომის პარკი და მინერალური წყალი

🚐 მიკროავტობუსი ( მარშრუტკა) გამოვა თბილისიდან და რუსთავიდან

✔ ტურის ღირებულება: 60 ლარი

👣 ფეხით სასიარულო: არ გვაქვს.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში 💻 ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞 555 40 76 50 ანი
VIBER / WhatsApp - 555407650
instagram: saqartvelosbilikebze

⏰ ვიკრიბებით: დიდუბის მეტროს ზედა მხარეს 6:40 სთ-დან. გავდივართ 7:00 სთ-ზე. (გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

⚠️⚠️⚠️ ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა ⚠️⚠️⚠️
გთხოვთ სანამ ტურზე ჩაგვეწერებით დეტალები წაიკითხოთ სრულად. ასევე მეგობრები თუ მოგყავთ, მათაც გააცანით ტურის დეტალები წინასწარ ❤️

ტურის ღირებულებაში შედის:
🚶‍ გამყოლი (სერთიფიცირებული გიდი)
🚐 მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშრუტკა)
☕️ ყავა/ ჩაი უფასოდ
📸 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

ღირებულებაში არ შედის:
🍔 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

🌞☁️🌤⛈️ამინდზე ორგანოზატორი არ არის პასუხისმგებელი. ტურზე ჩაწერის წინ თავად გადაამოწმეთ ამინდი და ისე ჩაგვეწერეთ. წვიმის და ზოგადად ამინდის გამო ტურები არ გადაიდება.

🏃‍♀️ გამყოლს აქვს უფლება, საჭირობისამებრ გადაანაცვლოს სანახავი ადგილები ანუ მიმდევრობა შეუცვალოს. ეს იმას არ ნიშნავს რომ რაიმეს გამოვტოვებთ, ყველაფერს განახებთ რაც ტურში გვიწერია ( გარდა იმ შემთხვევისა თუ სადმე გზა გაფუჭდა ან შეიქმნა ფორსმაჟორული სიტუაცია და ა.შ. ). როცა ყოჩაღი ჯგუფია დამტებით ვნახულობთ კიდევ რამეს.

☝️ტურის დასაჯავშნად აუცილებლად წინასწარ უნდა ჩაგვეწეროთ, შემდეგ ჩარიცხოთ. ხელზე მოვიტან და ა.შ. არ განიხილება.

🔊 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.

⚠️ ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

☝️ ტურში გაწერილი გეგმის გარდა, მაგალითად რესტორანში შესვლა, ბუნებაში მწვადაობა, რაიმე ლოკაციის დამატება და ა.შ. საკითხები წყდება კონკრეტული ტურის ჯგუფის და გამყოლის შეთანხმებით.

⚠️ გამყოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მეორედ აღარ დაიშვებით ტურზე.

📌 რა შემთხვევაში ბრუნდება ან არ ბრუნდება ჩარიცხული თანხა და რა შემთხვევაში არ ჩატარდება ან გადაიდება ტური ⤵️

⚠️⚠️⚠️ თუ არ გაწყობთ ეს წესები, ნუ ჩაგვეწერებით ⚠️⚠️⚠️

📌 წესები საჭიროა ორგანიზებისთვის და გარანტირებული ტურებისთვის.

🧍🧍‍♀️თუ არ შეგროვდა მოგზაურების საკმარისი რაოდენობა. ამ შემთხვევაში ჩარიცხული თანხა სრულად გიბრუნდებათ.

📌 როდესაც დავაზუსტებთ სიებს, დაგარიცხინებთ და დაკომპლეტქდება ჯგუფი, მაგრამ მოხდა ისე რომ სამანქანო გზები დაიკეტა, ამ შემთხვევაში ტური გაუქმდება ან გადაიდება და დარიცხული თანხა სრულად დაგიბრუნდებათ.

📌 ტურის მიმდინარეობისას რომელიმე მოგზაურს თუ შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა, (მოიტეხა რაიმე, აუწია ან დაუვარდა წნევამ და მოგვიწია სასწრაფოს გამოძახება და ა.შ.), სიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება ამოვარდეს რომელიმე ლოკაცია შეფერხების და დროის დაკარგვის გამო, ან თუ საჭირო გახდა ტურის შეწყვეტა, შეიქმნა ფორსმაჟორული სიტუაცია,
ასეთ დროს ტურის თანხა ვერ დაბრუნდება.

⚠️ ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება:
⚠️ ტურზე არ გამოცხადების შემთხვევაში თანხა არ ბრუნდება
⚠️კონკრეტულ ტურზე ვერ წამოსვლის შემთხვევაში,
არ იცვლება სხვა ტურში. როცა ადგილი დაგვრჩება სხვა ნებისმიერ ტურზე, მაშინ შეგვიძლია წაგიყვანოთ. ვაკონკრეტებ როცა ადგილი დაგვრჩება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.
⚠️ ტურზე დაგვიანების შემთხვევაში, გასვლის მითითებულ დროზე, ვინც არ იქნება და დააგვიანებს, ვერ დაველოდებით და თანხა არ დაბრუნდება ამ შემთხვევაში.
🔊 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
🌞☁️🌤⛈️ამინდზე ორგანოზატორი არ არის პასუხისმგებელი. ტურზე ჩაწერის წინ თავად გადაამოწმეთ ამინდი და ისე ჩაგვეწერეთ. წვიმის გამო ტურები არ გადაიდება. ტური გადაიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში სამანქანო გზები თუ დაიკეტება.
💺 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
⌚არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა 📲 (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
🚸 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
🚯 არ ვყრით ნაგავს
🚭 არ ვეწევით მიკროავტობუსში
🍺 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
🥂 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤
Advertisement

Where is it happening?

საქართველოს ბილიკებზე, Republic 24, გიორგი ახვლედიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Event Location & Nearby Stays:

Know what’s Happening Next — before everyone else does.
\u10e1\u10d0\u10e5\u10d0\u10e0\u10d7\u10d5\u10d4\u10da\u10dd\u10e1 \u10d1\u10d8\u10da\u10d8\u10d9\u10d4\u10d1\u10d6\u10d4
Host or Publisherსაქართველოს ბილიკებზე

Ask AI if this event suits you