ნიკა ემუხვარის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი ,,გვესმოდეს ერთმანეთის!"
ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 10 წლის და უფროსი ასაკის ავტორებს. კონკურსი ტარდება შემდეგ მიმართულებებში: ფერწერა, გრაფიკა, ფოტოგრაფია, ვიდეოარტი და ციფრული ხელოვნება, ინსტალაცია, სკულპტურა, კინეტიკური, დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნება. ვიწვევთ ყველას, ვისაც სურს საკუთარი ნამუშევრით თქვას მნიშვნელოვანი სიტყვა, გაუზიაროს სხვებს საკუთარი ხედვა და ხელოვნების ენით დაგვეხმაროს, რომ უფრო მეტად გვესმოდეს ერთმანეთის...
ნიკა ემუხვარი იყო გამორჩეული ხელოვანი, რომლის შემოქმედებაც დღემდე გვასწავლის, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის მოსმენა, პატივისცემა, თავისუფლება და ადამიანური ღირსება. მის ნამუშევრებში ყოველთვის იგრძნობოდა სიყვარული ადამიანის, სამშობლოსა და ცხოვრების მიმართ. სწორედ ამიტომ, მისი სახელი დღესაც აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ, რომ ხელოვნებას შეუძლია გააერთიანოს დაშლილი სამყარო უკეთესი მომავლის შექმნის მიზნით.
რეგისტრაციისთვის გადადით ლინკზე:
https://wed.org.ge/festival
Where is it happening?
Event Location & Nearby Stays:

















