გასაოცარი ტოსკანური თავგადასავალი

Schedule

Mon, 19 Oct, 2026 at 11:00 am to Sat, 24 Oct, 2026 at 11:30 pm

UTC+04:00
Location

თბილისი; რუსთაველის გამზ. 38, 0108 Tbilisi, Georgia | Tbilisi, TB

Advertisement
✨ფლორენცია ✨სიენა✨ პიტილიანო ✨სორანო ✨მონტეპულჩიანო ✨პიენცა
✨ ვალ დ"ორჩას ხეობა ✨მონტერიჯონი ✨ სან - ჯიმინიანო ✨
📍1 დღე ( 19 ოქტომბერი ) - ჩაფრენა ფლორენციაში
ტრანსფერი სასტუმროში. ექსკურსია ფლორენციაში.
ფლორენცია – ტოსკანის დედაქალაქი, იტალიური რენესანსის აკვანი , ცოცხალი მუზეუმი,
სადაც ხელოვნება და ისტორია ერთმანეთს ერწყმის. 🌿
უძველესი დუომო – საოცარი გუმბათით, უფიცის გალერეა – მიქელანჯელოსა და ბოტიჩელის შედევრებით, პონტე ვეკიო –შუა საუკუნეების დროინდელი ხიდი - რომელიც XVI საუკუნედან „ოქროს ხიდის“ სახელით გახდა ცნობილი, სასურსათო მაღაზიების ნაცვლად იქ საიუველირო სახელოსნოები დაარსდა, რომლებიც დღემდე ფუნქციონირებს.
პიტის სასახლე და ბობოლის ბაღები – მდიდრული ატმოსფეროთი, მიქელანჯელოს მოედანი, საიდანაც ქალაქი მთელ სიდიადეში იშლება.
ღამისთევა - ფლორენციაში.
📍2 დღე ( 20 ოქტომბერი ) - საუმზე სასტუმროში
ფლორენცია - სიენა
გამგზავრება მატარებლით. ტრანსფერი სასტუმროში, შეხვედრა გიდთან და ქალაქის ტური:
• სიენას საკათედრო ტაძარი
• დუომოს ტაძრის კომპლექსის მუზეუმი
• პიაცა-დელ-კამპო
• პალაცო პუბლიკო
• სანტა-მარია დელა სკალა
• ეროვნული პინაკოტეკა
თავისუფალი საღამო. ღამისთევა სიენაში
📍3 დღე (21 ოქტომბერი) - საუმზე სასტუმროში.
ადრიანი გამგზავრება სიენიდან.
ამ დღეს მოვინახულებთ ეტრუსკების პერიოდის ორ ულამაზეს სოფელს.
• პიტილიანო - მთის ფერდობზე შემოფენილი ტუფის ქვით ნაშენი ეტრუსკების მიერ გაშენებული სოფელი, რომელიც ბუნებისა და არქიტექტურის საინტერესო შერწყმას წარმოადგენს. ტოსკანური იერუსალიმი, ეს კოლორიტული კომუნა ტოსკანის რეგიონის მარგალიტად მიიჩნევა.
• სორანო - ასევე ეტრუსკულ ეპოქაში აყვავდა. კლდეზე მდებარეობისა და ტუფში ჩაფლული მდებარეობის გამო (ახლომდებარე პიტილიანოს მსგავსად), მისი მონახულება დროში მოგზაურობას ჰგავს: ტიპიური და მომხიბვლელი სოფელი, ერთმანეთზე მიყრდნობილი პატარა სახლებითა და თვალწარმტაცი ჩიხებით.
დაბრუნება სიენაში. ღამისთევა სიენაში.
📍4 დღე ( 22 ოქტომბერი ) - საუზმე სასტუმროში.
გამგზავრება სიენიდან.
✨ეს დღე მთლიანად ტოსკანის ყველაზე ფოტოგენურ ადგილებს დაეთმობა.
✨Val D'Orcia ს ხეობა ტოსკანის ნამდვილ სავიზიტო ბარათია. ეს ადგილი თავის უცვლელი ლანშაფტით და ხელუხლებელი სილამაზით აღორძინების მხატვრების შთაგონებად იქცა.
• Crete senesi Asciano
• მონტე ოლივეტო მაჯორე - საოცარი ფრესკებით
• მონტეპულჩიანო - ტოსკანური ღვინის სამოთხე ( ღვინის დეგუსტაციები) - პატარა ტოსკანური ქალაქი მდიდარი შუა საუკუნეების წარსულით. ცნობილია, მრავალრიცხოვანი სასახლეებითა და ღვინით. ბორცვიდან, რომელზედაც ქალაქი მდებარეობს, ჰორიზონტს მიღმა გადაჭიმული ტოსკანის მინდვრებისა და ვენახების ულამაზესი ხედები იშლება.
• პიენცა - პატარა მომხიბლავი რენესანსული ქალაქი, ქალაქის პანორამული ტერასებიდან საოცარი ხედები იშლება ვალ’დორჩას ხეობაზე.
• მადონა დი ვიტალეტას სამლოცველო - იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. ერთ- ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა ტოსკანური პეიზაჟების მოყვარულთათვის.
დაბრუნება სიენაში. ღამისთევა სიენაში.
📍5 დღე ( 23 ოქტომბერი ) - საუზმე. სასტუმროს ნომრების ჩაბარება და გამგზავრება ბარგით.
• მონტერიჯონი - შუა საუკუნეების პატარა ციხე - ქალაქი გალავნით. მონტერიჯონში შემონარჩუნებულია თოთხმეტამდე კოშკი. კოშკში შესასვლელი ბილეთი ღირს - 1.5 ევრო.
გალავანზე გასეირნება და მუზეუმი (3 ევრო)
გამგზავრება სან - ჯიმინიანოსკენ.
• სან - ჯიმინიანო
სანახავი ადგილები: Collegiata di San Gimignano.( ტაძარი ფრესკებით); San Francesco (ტაძარი); Torre Grossa ( სან- ჯიმინიანოს ყველაზე მაღალი კოშკი- ასვლა სურვილისამებრ ) ; Piazza Della Cisterna; Torre e Casa Campatelli
ექსკურსიის მერე გავემგზავრებით ფლორენციაში. დაბინავება სასტუმროში. ღამისთევა ფლორენციაში
📍6 დღე ( 24 ოქტომბერი ) - საუზმე სასტუმროში.
✨ ეს დღე დაეთმობა ფლორენიციის მუზეუმების მონახულებას:
( ფასში არ შედის მუზეუმების ტური და ბილეთების საფასური )
• უფიცის გალერეა – მიქელანჯელოსა და ბოტიჩელის შედევრებით,
• Galleria dell’Accademia
✨ვისაც ნანახი აქვს ექნებათ თავისუფალი დღე - შეგვიძლია შევთავაზოთ არჩევითი ექსკურსია - პიზაში და ლუკაში ( ფასში არ შედის)
16:00 - ტრანსფერი აეროპორტში. გამგზავრება თბილისის მიმართულებით.
💥ფასი: 1150 ევრო + ავიაბილეთის საფასური ( დღეისთვის 400 ევროა)
P.S. ავიაბილეთების შეძენა ხდება წინასწარ!
ღირებულებაში შედის:
✔️ სამოგზაურო დაზღვევა
✔️ გამყოლი კომპანიიდან, რომელიც თქვენზე იზრუნებს მთელი ტურის განმავლობაში
✔️ პროფესიონალი ლიცენზიერებული გიდის მომსახურება ფლორენციის, სიენას, სან- ჯიმინიანოს ქალაქის ტურებზე, ვალ'დორჩას ხოებაში.
✔️ ინდივიდუალური ტრანსფერი ჯგუფისთვის სადაც საჭირო იქნება სრული ტურის განმავლობაში.
✔️ შიდა მატარებლის ბილეთები
✔️ 3- 4 * სასტუმროები ტურის მიხედვით საუზმით ( ფლორენციაში, სიენაში,)
✔️ ღვინის დეგუსტაცია - ღვინის ტურით.
ღირებულებაში არ შედის:
✔️ ავიაბილეთი ( თბილისი - ფლორენცია - თბილისი) ვენის გავლით. ( ფასი ცვალებადია და გადაამოწმეთ ოპერატორთან)
❌ სადილები და ვახშმები
❌ ქალაქის მოსაკრებელი (sity tax)
❌ მუზეუმების და ტაძრების შესასვლელი ბილეთები
❌ სამუზეუმო გიდის მომსახურება
P.S. ტურის შეძენა შესაძლებელია განვადებით !!!
ტურის დასაჯავშნად ან დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
☎︎ 593 52 73 53; 551 60 08 44
ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში: სახელი, გვარი, საკონტაქტო ნომერი
✨ გთხოვთ გაითვალისწინოთ✨
⭕ ტურში ადგილი დადასტურდება ავიაბილეთის შეძენის შემდგომ.
⭕ თქვენი მიზეზით პირობის დარღვევის (წამოუსვლელობის) შემთხვევაში, ტურში გადახდილი თანხა არ ანაზღაურდება.
⭕ტურის თანხა სრულად უნდა დაიფაროს წასვლამდე 10 დღით ადრე.
⭕ტურის თანხის გადახდა შესაძლებელია ერთიანად სრულად ან ეტაპობრივად, თქვენზე მორგებული გრაფიკით.

Advertisement

Where is it happening?

თბილისი; რუსთაველის გამზ. 38, 0108 Tbilisi, Georgia, შოთა რუსთაველის გამზირი 38, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Event Location & Nearby Stays:

Know what’s Happening Next — before everyone else does.
\u10db\u10e1\u10dd\u10e4\u10da\u10d8\u10dd\u10e1 \u10d2\u10d0\u10e0\u10e8\u10d4\u10db\u10dd
Host or Publisherმსოფლიოს გარშემო

Ask AI if this event suits you