პრაქტიკული კურსი "რეკრუტინგი 360"

Schedule

Wed, 04 Nov, 2026 at 01:00 am

UTC+04:00
Location

Central, Station Square, Tbilisi 0100, Tbilisi, Georgia | Tbilisi, TB

Advertisement
დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ HR SPACE-ი ბრუნდება განახლებული ფორმატით და იწყებს თავის უნიკალურ კურსს RECRUITMENT 360° 🚀
📍 ეს არის უნიკალური პროგრამა მათთვის, ვისაც სურს რეკრუტინგის პროფესიის შესწავლა ან უკვე მუშაობს სფეროში და გეგმავს ცოდნის გაღრმავებას.
რით განსხვავდება RECRUITMENT 360°? 🔥
კურსი გაჩვენებთ, როგორ მუშაობს რეკრუტინგის სრული პროცესი რეალურ პროექტში პირველი კომუნიკაციიდან საბოლოო გადაწყვეტილებამდე. ამასთან, ყურადღება ეთმობა თავად რეკრუტერის განვითარებას: როგორ მოუსმინოს კანდიდატსა და დამკვეთს, დასვას სწორი შეკითხვები,ისწავლოს ანალიტიკა, შეაფასოს მიღებული ინფორმაცია და წარმართოს რთული საუბარი.
📍 რას ეფუძნება კურსი?
პროგრამა შექმნილია HR SPACE-ის პრაქტიკულ გამოცდილებაზე, საერთაშორისო სტანდარტებზე, ადამიანის ქცევისა და გადაწყვეტილების მიღების კოგნიტური მექანიზმების გააზრებასა და თანამედროვე სამუშაო ინსტრუმენტებზე.
მონაწილეები მიღებულ ცოდნას პრაქტიკული სავარჯიშოებითა და დავალებებით განამტკიცებენ.
📍 რას ისწავლით კურსზე?
🔹 რეკრუტინგის სრულ ციკლს: დამკვეთის საჭიროებისა და ვაკანსიის მოთხოვნების განსაზღვრას, კანდიდატების მოძიებასა და შესაბამის ინსტრუმენტებს, პირველად შერჩევა-შეფასებას, გასაუბრების ჩატარებას, კანდიდატების შეფასებას, დამკვეთისთვის წარდგენის პროცესს, შეთავაზების ეტაპის მართვასა და პროცესის დასრულებას.
🔹 რეკრუტერისთვის აუცილებელ კომპეტენციებს: ემოციურ ინტელექტს, სიღრმისეულ მოსმენას, დროისა და პრირიტეტების მართვას, მოლაპარაკების წარმართვასა და გასაუბრების ხელოვნებას.
თითოეულ შეხვედრას ახლავს პრაქტიკული სავარჯიშოები, დავალებები და სამუშაო მასალა.
კურსის დასასრულს მონაწილეები იმუშავებენ პრაქტიკულ ქეისზე და მიიღებენ სერტიფიკატს.
📍 ვისთვის არის კურსი?
• მათთვის, ვისაც სურს რეკრუტინგის პროფესიის შესწავლა და ამ სფეროში კარიერის დაწყება;
• რეკრუტერებისა და HR სპეციალისტებისთვის, რომლებსაც სურთ ცოდნის გაღრმავება და პროფესიული უნარების განვითარება.
🎯 ტრენერები:
🔹 ირინა გაგოშიძე-HR SPACE-ის დამფუძნებელი, სერტიფიცირებული კარიერული მენტორი, ტრენერი, HR-ისა და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი.
🔹 სალომე ქარჩხაძე-HR SPACE-ის რეკრუტინგისა და ბიზნეს განვითარების დირექტორი, ტრენერი.
📅 კურსის გახსნა: 4 ნოემბერი
🗓 შეხვედრები: ყოველ ოთხშაბათს, 11:00 საათზე
⏱ პროგრამა: 12 შეხვედრა, თითოეული - 2 საათი
📍 ადგილი: თბილისი ცენტრალი, HR SPACE-ის ოფისი
💰 ღირებულება: 1 200 ლარი
📍 ადგილის დასაჯავშნად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია და 200 ლარის გადახდა. ასევე საფასურის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად კურსის დაწყებამდე და დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში.
🏢 თუ კურსზე მონაწილეობა თქვენი ორგანიზაციის სახელით გსურთ, მოგვწერეთ: [email protected]
RECRUITMENT 360° რეკრუტინგის სრული პროცესი, პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიული ზრდა.
Advertisement

Where is it happening?

Central, Station Square, Tbilisi 0100, Tbilisi, Georgia

Event Location & Nearby Stays:

Know what’s Happening Next — before everyone else does.
HR SPACE
Host or PublisherHR SPACE

Ask AI if this event suits you