საგანმანათლებლო ტრივია

Schedule

Sat, 24 Oct, 2026 at 12:00 pm

UTC+04:00
Location

Chavchavadze Ave. #1, Tbilisi, Georgia | Tbilisi, TB

Advertisement
🏫 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა გიწვევთ ინტელექტუალურ პროექტში — „საგანმანათლებლო ტრივია“ მონაწილეობის მისაღებად!
💡 შექმენი 3-კაციანი გუნდი, შეარჩიე სახელი და დარეგისტრირდი!
📚 პროექტი მოიცავს სახალისო და ინტერაქტიულ კითხვებს ისტორიის, მეცნიერების, ლიტერატურისა და ზოგადი კულტურის სფეროებიდან.
📍 პირველი და მეორე ტურები გაიმართება 24 ოქტომბერს პირველი კორპუსოს 307-ე აუდიტორიაში.
ფინალში გადასვლას შეძლებენ გუნდები, რომლებიც პირველ და მეორე ტურებში საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ.
🏆 ფინალი გაიმართება 25 ოქტომბერს.
🎁 გამარჯვებულთა პრიზები:
🥇 I ადგილი — 300 ლარი
🥈 II ადგილი — 200 ლარი
❗️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!
🗓️ რეგისტრაცია დაიწყება 17 ოქტომბერს, 12:00 საათზე.
🔗 სარეგისტრაციო ბმული:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScXGnPVd6-UNw8-6Pb6NvQk60talQvo7oPgsGGxzMQxSZFj7Q/viewform?usp=header
📄 მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
* სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;
* პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
📍 დოკუმენტების წარმოდგენა შესაძლებელია II კორპუსის 237-ე ოთახში ან მათი ელექტრონულად გამოგზავნა შემდეგ ელფოსტაზე: [email protected]
🎓 პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
შემოგვიერთდით და გამოსცადეთ საკუთარი შესაძლებლობები! 💙
გისურვებთ წარმატებებს! 🤍
Advertisement

Where is it happening?

Chavchavadze Ave. #1, Tbilisi, Georgia

Event Location & Nearby Stays:

Know what’s Happening Next — before everyone else does.
TSU Student Self-Governance \u2022 \u10d7\u10e1\u10e3 \u10e1\u10e2\u10e3\u10d3\u10d4\u10dc\u10e2\u10e3\u10e0\u10d8 \u10d7\u10d5\u10d8\u10d7\u10db\u10db\u10d0\u10e0\u10d7\u10d5\u10d4\u10da\u10dd\u10d1\u10d0
Host or PublisherTSU Student Self-Governance • თსუ სტუდენტური თვითმმართველობა

Ask AI if this event suits you