შეჯიბრი კლიენტთა კონსულტირებაში “შრომის უსაფრთხოების სამართლებრივი გარანტიები“

Schedule

Sat, 24 Oct, 2026 at 06:30 pm

UTC+04:00
Location

Tbilisi State University | Tbilisi, TB

Advertisement
💭 მზად ხარ, სამართლებრივი ცოდნა რეალური გამოწვევისთვის გამოიყენო?
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისის (ELSA Tbilisi) ორგანიზებით ტარდება შეჯიბრი კლიენტთა კონსულტირებაში “შრომის უსაფრთხოების სამართლებრივი გარანტიები“.
რას მოგცემს პროექტში მონაწილეობა?
🔹 შეასრულებ პრაქტიკოსი იურისტის როლს და იმუშავებ სამართლებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე;
🔹 შეისწავლი შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ გამოწვევებსა და დასაქმებულთა უფლებების დაცვის მექანიზმებს;
🔹 განივითარებ კლიენტთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და სამართლებრივი კონსულტირების უნარებს, არგუმენტირებული პოზიციის ჩამოყალიბებასა და შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზებას;
🔹 მიიღებ რჩევებსა და რეკომენდაციებს პრაქტიკოსი იურისტებისგან.
აკადემიურ შეჯიბრს გაუძღვებიან:
🗣️ თამარ სურმავა - ადვოკატი, ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტის თანათავმჯდომარე.
🗣️ ჯაბა გველებიანი - Gvelebiani Law-ის დამფუძნებელი პარტნიორი.
🗓️ პროექტის თარიღები:
24 ოქტომბერი - ტრენინგი
25 ოქტომბერი - შეჯიბრის პირველი ეტაპი
31 ოქტომბერი - შეჯიბრის ფინალი
📍თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროექტში მონაწილეობას შეძლებენ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები და ახალგაზრდა იურისტები.
👥 პროექტზე რეგისტრაციისთვის თქვენი გუნდი აუცილებლად უნდა შედგებოდეს 2 წევრისგან.
❕ გუნდები შეირჩევიან სამოტივაციო წერილის საფუძველზე, ხოლო შემდგომ ეტაპს წარმოადგენს მათთან გასაუბრება.
პროექტზე შეირჩევიან როგორც ძირითადი, ისე სათადარიგო გუნდები. ფინალურ ეტაპზე კი გადავა 2 გუნდი, რომელიც პირველ ეტაპზე აჩვენებს საუკეთესო შედეგს შეფასებების მიხედვით.
❗️შერჩეული გუნდებისათვის ტრენინგზე დასწრება სავალდებულოა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ გადავლენ შეჯიბრის ეტაპზე.
📃 შეჯიბრის ეტაპზე გადასულ ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
პროექტში მონაწილეობის მიღება უფასოა.
👉🏻 სარეგიტრაციო ბმული: https://forms.gle/ci9ncCSrAzWpJA359
❗️ რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 ოქტომბერი, 23:59 საათი.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ:
თამარ ჩხიტუნიძეს,
ვიცე-პრეზიდენტი შეჯიბრებების მიმართულებით
💌 [email protected]
📞 595 191 752
Advertisement

Where is it happening?

Tbilisi State University, 1, Chavchavdze Ave.,Tbilisi, Georgia

Event Location & Nearby Stays:

Know what’s Happening Next — before everyone else does.
ELSA Tbilisi
Host or PublisherELSA Tbilisi

Ask AI if this event suits you