ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი მასწავლებლებისთვის
Schedule
Sat Mar 28 2026 at 01:00 pm to 05:00 pm
UTC+04:00Location
Lolita | Tbilisi, TB
ტრენინგზე განვიხილავთ თემებს ფინანსური განათლებიდან: ბიუჯეტირებას, შემოსავლებს, ხარჯებს, ემოციურ ფაქტორებს, ანაბარს, დანაზოგს და სხვ. თუმცა, ასევე განვიხილავთ როგორ შეიძლება ამ ყველაფრის საინტერესოდ და მარტივად ახსნა სკოლის მოსწავლეებისთვის.
ტრენინგი ტარდება 28 მარტს, 13:00-17:00 საათზე
თამარ ჭოველიძის 7, Lolita-ს მე-3 სართულის სივრცეში.
ადგილები შეზღუდულია და დასასწრებად უნდა დარეგისტრირდეთ ბმულზე: https://www.surveymonkey.com/r/QQKQ65S
რეგისტრაციაზე დასტური 24 მარტამდე მოგივათ რეგისტრაციისას მითითებულ მეილზე.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ საქართველოს ბანკისა და პარტნიორების სერტიფიკატი.
📌 ლევან ფავლენიშვილი ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარია, რომელსაც აქვს ISET-ის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ის ასევე არის ედინბურგის უნივერსიტეტის, მათემატიკის სკოლის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ოპერაციების კვლევაში.
📌 ლევანი 2014 წლიდან ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში არაერთ საგანს: ეკონომიკის პრინციპები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო ფინანსები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი.
📌 2021 წელს ლევანმა კოლეგებთან ერთად დააარსა საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi), რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 2024 წლამდე და რომლის ფარგლებშიც საქართველოში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების გავრცელებისთვის არაერთი პროექტი გაუკეთებია.
Where is it happening?
Lolita, თამარ ჭოველიძის ქუჩა 7, თბილისი, საქართველო, Tbilisi, GeorgiaEvent Location & Nearby Stays:






![\u10d1\u10d8\u10e0\u10d7\u10d5\u10d8\u10e1\u10d8\u10e1 \u10ea\u10d8\u10ee\u10d4 [29 \u10db\u10d0\u10e0\u10e2\u10d8]](https://cdn-ip.allevents.in/s/rs:fill:500:250/g:sm/sh:100/aHR0cHM6Ly9jZG4tYXouYWxsZXZlbnRzLmluL2V2ZW50czEvYmFubmVycy81MzliNzJkYmNjZDVjYTI3MWZhMmQzZTRmMjM0NmUxY2YyMGJhZDUyNWMxZjg0ZWJkYzk0MzdhYTY4MDgxYzQyLXJpbWctdzEyMDAtaDYwMC1kYzQ0NGEzMS1nbWlyP3Y9MTc3Mzk2MDc3Ng.avif)











