დეკანოზ თეიმურაზ თათარიშვილის სალონური საუბრები
Schedule
Thu, 26 Mar, 2026 at 08:00 pm
UTC+04:00Location
თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო | Tbilisi, TB
მითის და ლეგენდის ტრანსფორმაცია დოჩანაშვილის მოთხრობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული ხაზია, ამ კონტექსტში ლექციაზე განხილული იქნება, როგორ გარდაქმნის ავტორი ტრადიციულ მითოლოგიურ მოტივებს თანამედროვე ადამიანის გამოცდილებად და როგორ ერწყმის რეალური ცხოვრება სიმბოლურ თუ ალეგორიულ შრეებს. დოჩანაშვილის ტექსტებში მითი არ არის მხოლოდ ძველის გახსენება და ლიტერატურული ამბის ფორმა, იგი ხდება ადამიანის შინაგანი სამყაროს, მორალური არჩევანისა და თავისუფლების ძიების გამოხატულება. ლექციაზე გნხილული იქნება თუ, როგორ იყენებს მწერალი მითოლოგიურ, ზღაპრის ელემენტებს, რათა შექმნას უნივერსალური მნიშვნელობის ნარატივი, რომელშიც ქართული კულტურული მეხსიერება თანამედროვე ლიტერატურულ ფორმაში ვლინდება.
📅 შეხვედრის თარიღი: 26 მარტი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
🔖 დასწრების საფასური: 30₾
🔖 სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ „საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
📍მისამართი: თინა იოსებიძის #57
🔗 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/MtRKOjwx
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
Where is it happening?
თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, Tbilisi, GeorgiaEvent Location & Nearby Stays:














