სვანეთი - მოგზაურობა საქართველოს სახურავზე
Advertisement
სვანეთი - მოგზაურობა საქართველოს სახურავზე 🏔️
პირველი დღე - გზა, როგორც თავგადასავალი 🚐
დილით, როცა თბილისს ჯერ კიდევ ნახევრად სძინავს (06:00), ჩვენ „ველოქანდაკებასთან“ ვიკრიბებით ☕ ვიღაც ყავას სვამს, ვიღაც ნახევრადმძინარე წუწუნებს „ნამეტანი ადრე ხომ არ მოგვდის გასვლაო“, სხვა ბლოკნოტში იყურება და კითხულობს: „ტანსაცმელი ჩავალაგე, სველი ხელსახოცები, გზაში სასუსნაოდ ჩურჩხელები ჩანთაშია... - საზამთრო არ დაგვავიწყდეს!“ 🍉
გზა გორამდე ჩვეულებრივია. ჯერ ერთმანეთს კარგად არ ვიცნობთ. ზოგი თვლემს 😴, ზოგი მუსიკას უსმენს 🎧, ზოგს კი მთელი გზა თვალის არმოხუჭვა გადაუწყვეტია. გაცნობას აქედანვე დავიწყებთ, ეს ჩვენი ტრადიციული რიტუალია და ჩავატარებთ კიდეც 🙂
ყავისთვის და ცხელი, ნამდვილი იმერული ჭყინტი ყველით სავსე ხაჭაპურისთვის ზესტაფონში შევივლით 🧀 ამოსუნთქვა ყველას გვჭირდება, წინ ორი ამდენი გზა და კიდევ 2 გაჩერებაა.
აქ ვხვდებით, რომ ჰაერი იცვლება, მსუბუქდება, თითქოს სვანეთი მთებმა ჩვენ დასახვედრად მაცნე ნიავი გამოაგზავნეს - ადგილზე ვართ და გელოდებითო 🌬️
ზუგდიდში შესვლა ყოველთვის ცოტა არისტოკრატიულია. აქ „დიარონში“ მეგრულ სიცხარეს, კაცის მკლავის ზომაზე გაწელილ ელარჯებსა და გებჟალიებს დაუნდობლად ვაგემოვნებთ 🍽️ ცოტა შინაურულ არაყს ან კონიაკსაც გავკრავთ ხოლმე კბილს 🥃 და გზას ენგურჰესისკენ ვაგრძელებთ.
ენგურის წყალსაცავი 💧
ენგურის წყალსაცავი არც ტბაა და არც ზღვაა, მაგრამ ისეთი თვალუწვდენელი და მისტიკურია, თითქოს იმისთვის დაუგუბებიათ, ღმერთქალი დალი დილაობით რომ ჩამოვიდეს, სარკესავით ჩაიხედოს და თმა დაივარცხნოსო.
აქ შევჩერდებით 📸 ფოტოებს გადავიღებთ და მცირე ექსკურსიაც გვექნება. აქ პირველი ჩაფიქრებაა, პირველი განმარტოება. სვანეთის აღმართს ახლა უნდა შევუდგეთ და მხნეობა გვმართებს.
უშბის პირველი შემოხედვა და მესტია 🏔️
არმისული ბეჩომდე უშბა დაგვენახვება. ვინც პირველად ხედავს ამ ამაყ ვაჟკაცს, თვალებს უნებურად დახრის.
საღამოს, როდესაც მესტიაში შევალთ, გამორჩეულ სვანურ ოჯახს ვესტუმრებით 🏡 ფალიანებთან უნდა დავბინავდეთ, გამორჩეული მასპინძლობა იციან და ასეც დაგვხვდებიან.
ჩანთებს დავაბინავებთ და პირველ სანახაობას გავუვლით - რატიანების სახლ-მუზეუმს, ტრადიციულ მაჩუბს, ქორა მახშვის სკამზე ფოტოებს გადავიღებთ 📷 და სვანური კოშკის სახურავიდან გადავხედავთ მესტიას.
ჩვენ მოვედით ❤️
საღამოს სასტუმროში შეციებულ საზამთროს დავაგემოვნებთ 🍉 ვისკისთან ერთად საღამოს საუბრებს სხვა ხიბლი აქვს 🥃
ადრე უნდა დავიძინოთ 😴 მეორე დღეს დიდი ამბებია.
მანამდე კი ხარბად ვსვათ გემრიელი წყალი ონკანიდან 💧 და უფრო დიდი ყლუპებით მთის ჰაერი. სვანეთში ვართ! 🏔️
მეორე დღე - მთები იწყებენ ლაპარაკს 🌄
დილის მესტიაში სხვანაირი სიჩუმეა. ვინც ადრე დგება მეტის ნახვას ასწრებს.
საუზმედ თბილი პური, სვანური კარაქი, თაფლი, ხაჭო და დიასახლისის ხელით დამზადებული სხვა გემრიელობები გვექნება 🍯
მესტიის მუზეუმის არნახვა აღსარებაში რომ არ გაგვიხდეს მოსანანიებელი, უნდა ვესტუმროთ 🏛️ აქაა საქართველოს გადანახული განძი.
ჰაწვალიდან უშბას სხვა მხრიდან შევხედავთ 🚡 საბაგიროდან დანახული მესტია კიდევ უფრო მისტიკურია. თავი არწივი გგონია და ირაოს აკეთებ 🦅
შუადღეს ადგილობრივ, ნაღდ კუბდარს შევჭამთ 🥟
შემდეგ ლაღამს ვნახავთ ⛪
მზის ჩასვლამდე ქორულდის ტბები უნდა მოვინახულოთ 🌅
გზა ექსტრემალურია 🚙 თუმცა მთელ თქვენს ნეგატიურ ენერგიას გზად დაყრით და ახალმონათლული ბავშვივით დაბრუნდებით მესტიაში.
მესამე დღე - დიდებული კალა 🏔️
აქ თაობებს ულოციათ და ჩვენც დავანთოთ სანთელი 🕯️
მთის წვერზე მდგარი ტაძრის სანახავად 800 მეტრია გასავლელი ⛰️
ნაშუადღევს ჰეშკილის ქოხებში ვისადილებთ 🍽️
ცნობილი საქანელა მიწასა და ცას შორის ქანაობს 🌌
საღამოს ლატალს ვნახავთ ⛪
საღამოს მესტიის ადგილობრივი ლუდი უნდა დავაგემოვნოთ 🍺
მეოთხე დღე - საქართველოს Rooftop 🏔️
დილით მესტიაში ჰაერი უფრო გამჭვირვალეა.
ნაკიფარი ⛪
სიყვარულის კოშკი ❤️
უშგული 🏘️
შხარა 🏔️
ლამარია ⛪
უშგულის სუფრა 🍽️
აქ კვება უკვე ნამდვილი ჯილდოა.
ახალი გზით ქვემო სვანეთისკენ და შემდეგ თბილისისკენ დავეშვებით 🚐
გვიან ღამით დედაქალაქში დავბრუნდებით 🌙
ყველას, ვინც ამას არ დაიზარებს, „ფასკუნჯის“ სასაჩუქრე ვაუჩერს ვაჩუქებთ 🎁
მოგზაურობის დღეები: 6, 7, 8, 9 აგვისტო 📅
მოგზაურობის საფასური 490 ლარიდან 💰
მგზავრობაში შედის:
განთავსება ორადგილიან ნომრებში საუზმით 🏨
მუზეუმის ბილეთები 🎫
გადაადგილება ტურში ჩამოთვლილ ადგილებამდე 🚐
მოგზაურობაში არ შედის:
ერთკაციან ნომერში განთავსება
საბაგიროს ბილეთები (25 ლარი)
სადილები, ვახშმები
ალკოჰოლური სასმელი
ასვლა ქორულდის ტბებზე (დაახლოებით 60 ლარი)
სუვენირები

Where is it happening?
იოსებიძის 57, 0179 Tbilisi, Georgia, თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Event Location & Nearby Stays:
Know what’s Happening Next — before everyone else does.
Host or Publisherფასკუნჯი - გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლა