თვითსაბოტაჟი როგორც ხაფანგი

Schedule

Wed Oct 23 2024 at 07:00 pm to 09:00 pm

UTC+04:00

Location

Terminal University str. 24 | Tbilisi, TB

Advertisement
🔴 არსებობს ასეთი ხაფანგი - თვითსაბოტაჟი, რომელიც საკმაოდ ჩუმი და ძლიერი ძალაა საკუთარი თავის წინააღმდეგ. ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, ზოგჯერ იმის სრულიად საპირისპიროს ვაკეთებთ, რაც გვინდა, ან საერთოდ არაფერს ვაკეთებთ. პროკრასტინაცია, პერფექციონიზმი, ნეგატიური შინაგანი დიალოგი, დაბალი თვითშეფასება და კიდევ არაერთი პატერნი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, რაც თვითსაბოტაჟს ახასიათებს.
➡️ თვითსაბოტაჟის პროგრამის უკან საინტერესო ფსიქოლოგიური თეორიებია. ქცევაში კი ბევრნაირად ვლინდება. მაგ.: არარეალისტური მიზნების დასახვა, დამაზიანებელ ურთიერთობებში შესვლა, საკუთარ თავში ეჭვის შეტანა და მუდმივი ვალიდაციის მოთხოვნა სხვებისგან, მნიშვნელოვანი საკითხების გადადება ან თავიდან არიდება, სიზარმაცე, საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება...
🔖 რას გავაკეთებთ:
📚 ვიმსჯელებთ, როგორ ვლინდება თვითსაბოტაჟი და განვიხილავთ მის შესაძლო საფუძვლებს;
🎯 დავსვამთ კითხვებს სიღრმისეული გაცნობიერებისთვის;
📌 გვექნება პრაქტიკა NLP ხელსაწყოების გამოყენებით;
ჯამში გვექნება 2 საათი უწყვეტად, ვიმუშავებთ ჯგუფურ ფორმატში. მე შევქმნი სივრცეს თვითჩაღრმავებისთვის, დავსვამ კითხვებს და მოგცემთ ტექნიკების ინსტრუქციებს, რასაც გავაკეთებთ ერთად. რა შედეგს მიიღებთ, რას გააცნობიერებთ და რა სიღრმეზე ჩახვალთ, ეგ თქვენზეა დამოკიდებული. გაზიარების სივრცეც ღია იქნება ყველასთვის, რა თქმა უნდა, კონფიდენციალობის დაცვით.
❓ ვისთვის: 21+
🔎 ტექნიკური დეტალები:
➡️ შეხვედრის დრო და ადგილი: 23 ოქტომბერი, 19.00 სთ, უნივერსიტეტის ქ. 24. ერთად ვიქნებით 2 საათის მანძილზე;
➡️ ლოკაციის ლინკი: https://maps.app.goo.gl/37vXDEZcKjQNSmrB7
➡️ პრაქტიკის ღირებულება: 70 ლარი;
➡️ რეგისტრაცია აქ https://bit.ly/rgstr-pr
უფრო ახლო კონტაქტისთვის, მომწერეთ ან დამირეკეთ, ქვემოთ მითითებულია საკონტაქტო ინფო.
➡️ პრაქტიკას ვატარებ მე, ირინა ჭოჭუა:
სერტიფიცირებული ქოუჩი – PCC;
NLP პრაქტიკოსი – The Society of Neuro-Linguistic Programming™;
სამაგისტრო პროგრამების ავტორი – SEU;
ქოუჩინგ ლაბის დამფუძნებელი, ტრენერი და ბიზნეს ქოუჩი – https://coachinglab.ge/;
TED Speaker.
➡️ პრაქტიკაზე წამოიღეთ თქვენი საყვარელი ბლოკნოტი და კალამი, რაღაცებს დავწერთ, რაღაცებს ჩავინიშნავთ და მომავლის ფიქრისთვის შემოვინახავთ;
➡️ რომ შემოხვალთ, მისაღებში იკითხეთ ირინასთან შეხვედრა და მოგასწავლიან. ან გამოუყევით მარცხნივ, გამოსცდით კაფეს. სადმე იქვე მეც შემოგხვდებით ან გაიგებთ მუსიკის ხმას;
➡️ დავიწყებთ ზუსტად 19.00-ზე. მადლიერი ვიქნები, თუ დროულად მოხვალთ 💚
☎️ ჩემი ბლოგი https://mproject.space/
ჩემი პროფილი https://www.facebook.com/irichochua/
მეილი [email protected]
ტელეფონი 577716767
🦩მეკონტაქტეთ სადაც გაგიხარდეთ
Advertisement

Where is it happening?

Terminal University str. 24, უნივერსიტეტის ქუჩა 6, თბილისი, საქართველო,Tbilisi, Georgia

Event Location & Nearby Stays:

m.project

Host or Publisher m.project

It's more fun with friends. Share with friends

Discover More Events in Tbilisi

\u10e5\u10d4\u10d7\u10d8 \u10dd\u10d3\u10d8\u10e8\u10d4\u10da\u10d8\u10e1 \u10e1\u10d0\u10d0\u10d5\u10e2\u10dd\u10e0\u10dd (\u10e1\u10d0\u10d1\u10d0\u10d6\u10d8\u10e1\u10dd) \u10d0\u10e1\u10e2\u10e0\u10dd\u10d9\u10e3\u10e0\u10e1\u10d8
Wed Oct 23 2024 at 07:30 pm ქეთი ოდიშელის საავტორო (საბაზისო) ასტროკურსი

ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი #26ა, Tbilisi, Georgia

\ud83c\udf4e\u10d0\u10d3\u10d0\u10db\u10d8 \u10d3\u10d0 \u10d4\u10d5\u10d0\u10e1 \u10d3\u10e6\u10d8\u10e3\u10e0\u10d4\u10d1\u10d8\ud83c\udf4e
Wed Oct 23 2024 at 08:00 pm 🍎ადამი და ევას დღიურები🍎

მარჯანიშვილის თეატრი Marjanishvili Theatre

* Yin Yoga & Hatha Flow evening class with Nane * Open lesson at Lumos *
Wed Oct 23 2024 at 09:00 pm * Yin Yoga & Hatha Flow evening class with Nane * Open lesson at Lumos *

Sairme st 71, 0194 Tbilisi, Georgia

HEALTH-WELLNESS WORKSHOPS
\u10ee\u10d4\u10da\u10dd\u10d5\u10dc\u10d4\u10d1\u10d8\u10e1 \u10e8\u10d4\u10e1\u10ec\u10d0\u10d5\u10da\u10d8\u10e1 \u10e1\u10d8\u10e0\u10d7\u10e3\u10da\u10d4\u10d1\u10d8 \u10d0\u10e6\u10db\u10dd\u10e1\u10d0\u10d5\u10da\u10d4\u10d7 \u10d4\u10d5\u10e0\u10dd\u10de\u10d0\u10e8\u10d8\/Difficulties of Studying Eastern European Art
Thu Oct 24 2024 at 06:00 pm ხელოვნების შესწავლის სირთულები აღმოსავლეთ ევროპაში/Difficulties of Studying Eastern European Art

მეფე სოლომონ ბრძენის ქუჩა 33, 0103 Tbilisi, Georgia

ART LITERARY-ART
\u10d7\u10d5\u10d8\u10d7\u10e1\u10d0\u10d1\u10dd\u10e2\u10d0\u10df\u10d8 \u10e0\u10dd\u10d2\u10dd\u10e0\u10ea \u10ee\u10d0\u10e4\u10d0\u10dc\u10d2\u10d8
Wed Oct 23 2024 at 07:00 pm თვითსაბოტაჟი როგორც ხაფანგი

Terminal University str. 24

IT

What's Happening Next in Tbilisi?

Discover Tbilisi Events