ასტორ პიაცოლას ოპერა-ტანგო „მარია ბუენოს-აირესიდან“
Schedule
Sat, 08 Mar, 2025 at 08:00 pm to Tue, 11 Mar, 2025 at 11:00 pm
UTC+04:00Location
მარჯანიშვილის თეატრი Marjanishvili Theatre | Tbilisi, TB
Advertisement
8, 9, 10 და 11 მარტს, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - „საქართველოს სინფონიეტა“ წარმოგიდგენთ ასტორ პიაცოლას ოპერა-ტანგოს - „მარია ბუენოს-აირესიდან“.ასტორ პიაცოლა, როგორც მის მშობლიურ არგენტინაში, უწოდებენ - „El Gran Astor“ („დიდი ასტორი“), მსოფლიოში აღიარებული მეოცე საუკუნის ტანგოს უმნიშვნელოვანესი კომპოზიტორია. ბანდონეონზე დაკვრის პარალელურად, ტრადიციულ ტანგოში თანამედროვე სტილის შემოღებით, მან ფაქტობრივად რევოლუცია მოახდინა მუსიკაში და ტანგოში ჯაზისა და კლასიკური მუსიკის ელემენტების შერწყმით გაჩნდა ახალი სტილი - “Nuevo Tango” („ახალი ტანგო“).
ასტორ პიაცოლამ, ტანგო, ღამის კლუბებიდან კლასიკური მუსიკის საკონცერტო სცენაზე გაიტანა და ასე დაიბადა „ახალი ტანგო“, რაც ნებისმიერი მუსიკალური გემოვნების ადამიანისთვის საყვარელი მუსიკა გახდა.
ასტორ პიაცოლას „მარია ბუენოს-აირესიდან“, ოპერა-ტანგოს ჟანრში დაწერილი, ერთადერთი ოპერეტაა, რომლის პრემიერა 1968 წელს ბუენოს აირესში შედგა. ოპერის ლიბრეტო ორასიო ფერერს ეკუთვნის, მარიას პირველი შემსრულებელი კი, შემდგომში პიაცოლას მეუღლე, ამელიტა ბალტარი იყო.
იგი შესრულებული იყო თვისობრივად ახალი ჟანრის, „ოპერა-ტანგოს“ სტილში, რის გამოც, თავიდანვე პოპულარული არ გამხდარა. ესაა ისტორია ბუენოს-აირესის გარეუბანში დაბადებული გოგოს ცხოვრების, სიკვდილის და მკვდრეთით აღდგომისა. 17 სხვადასხვა სცენა გვიამბობს მარიას ცხოვრებას სხვადასხვა ეტაპებზე.
ამავდროულად, „მარია ბუენოს-აირესიდან“ ტანგოს ისტორიაცაა: თუ როგორ იშვა ტანგო ბუენოს-აირესის გარეუბნებში, როგორ დაიპყრო მან ბორდელები, კაბარეები, ქალაქების ცენტრები, ჟამთა სვლასთან ერთად, როგორ ამოწურა საკუთარი თავი და როგორ იშვა ხელახლა, როგორც ჟანრი.
8, 9, 10 და 11 მარტს, ასტორ პიაცოლას ცეცხლოვანი რიტმებით, მუსიკოსების არაჩვეულებრივი შესრულებითა და რეჟისორის ორიგინალური დადგმით, „მარია ბუენოს-აირესიდან“ კოტე მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე გაცოცხლდება და ოპერა-ტანგოს პრემიერა შედგება.
შემსრულებლები:
„საქართველოს სინფონიეტა“
დირიჟორი - კორნელია ფონ კერსენბროკი (გერმანია)
მთხრობელი - კარლოს კლაუმანსმოლერ მორა (ესპანეთი)
მარია - მარიამ ჩუხრუკიძე / თამარ გოჩაშვილი
პაიადორი (ქუჩის მომღერალი) / ბუენოს-აირესელი მთვლემარე ბეღურა / უხუცესი ქურდი / პირველი ანალიტიკოსი / ხმა იმ კვირა დღისა - თორნიკე სახოკია
გუნდის ხელმძღვანელი - შიო აბრახამია
ბანდონეონი - მარსელო ნისინმან (არგენტინა)
სოლო ფორტეპიანო - თამარ ლიჩელი
ფორტეპიანო - თეონა მიქელაძე
გიტარა - ვაჩე ლალიაშვილი
ფლეიტა - ირაკლი ევსტაფიშვილი
დასარტყამი - გიორგი მელიქიშვილი
რეჟისორი - დავით საყვარელიძე
რეჟისორის ასისტენტი - თათა პოპიაშვილი
მხატვარი - ნინო კობიაშვილი
ქორეოგრაფი - მარიანა ფერნანდესი (არგენტინა)
On March 8, 9, 10, and 11, with the support of the Ministry of Culture of Georgia and the Tbilisi City Hall, the Tbilisi State Chamber Orchestra – "Georgian Sinfonietta" – presents Astor Piazzolla's tango opera “María de Buenos Aires”.
Astor Piazzolla, known in his native Argentina as El Gran Astor ("The Great Astor"), is one of the most significant tango composers of the 20th century. While playing the bandoneón, he revolutionized traditional tango by incorporating contemporary styles, merging elements of jazz and classical music. This fusion gave birth to a new genre known as Nuevo Tango ("New Tango").
Piazzolla brought tango from nightclubs to classical concert stages, transforming it into a genre appreciated by music lovers of all tastes.
“María de Buenos Aires” is the only operetta written in the tango opera genre. Its premiere took place in Buenos Aires in 1968. The opera’s libretto was written by Horacio Ferrer, and María’s first performer was Amelita Baltar, who later became Piazzolla’s wife.
Composed in a completely new style, opera-tango, the work did not gain immediate popularity. It tells the story of María, a girl born in the outskirts of Buenos Aires, her life, death, and resurrection. Seventeen different scenes depict the various stages of María’s life.
At the same time, “María de Buenos Aires” narrates the history of tango itself: its birth in the suburbs of Buenos Aires, its rise in brothels and cabarets, its spread to city centers, its decline over time, and its eventual rebirth as a new genre.
On March 8, 9, 10, and 11, with Piazzolla’s fiery rhythms, the exceptional performance of musicians, and an original directorial vision, “María de Buenos Aires” will come to life on the Grand Stage of the Kote Marjanishvili Theatre, marking its opera-tango premiere.
Performers:
"Georgian Sinfonietta"
Conductor - Cornelia von Kerssenbrock (Germany)
Narrator - Karlos Klaumannsmoller Mora (Spain)
María - Mariam Chukhrukidze / Tamar Gochashvili
The voice of a payador/ Sleepy Buenos Aires Sparrow/ First Psychoanalyst/ A Voice of That Sunday - Tornike Sakhokia
Choir Director - Shio Abrakhamia
Bandoneón - Marcelo Nisinman (Argentina)
Solo Piano - Tamar Licheli
Piano - Teona Mikeladze
Guitar - Vache Laliashvili
Flute - Irakli Evstaphishvili
Percussion - Giorgi Melikishvili
Director - Davit Sakvarelidze
Assistant Director - Tata Popiashvili
Artist - Nino Kobiashvili
Choreographer - Mariana Fernández (Argentina)
Advertisement
Where is it happening?
მარჯანიშვილის თეატრი Marjanishvili Theatre, კონსტანტინე მარჯანიშვილის ქუჩა 8, თბილისი, საქართველო, Tbilisi, GeorgiaEvent Location & Nearby Stays:
