ჯიპ ტური ვაშლოვანის ნაკრძალში: მიჯნისყურე, პანტიშარა, დათვისხევი, მოლუსკები და ა.შ.

Schedule

Sun Mar 09 2025 at 07:00 am to 10:00 pm

UTC+04:00

Location

საქართველოს ბილიკებზე | Tbilisi, TB

Advertisement
,,საქართველოს ბილიკებზე"
9 მარტს, კვირას გთავაზობთ დელიკა (ჯიპ) ტურს ვაშლოვანის ნაკრძალში. ეს არის მოგზაურობა ქართულ აფრიკაში.
მივდივართ დელიკით ( 7 ადგილიანი), რადგან უდაბნოს ტიპის გზებზე მაღალი გამავლობის მანქანით მოგზაურობა ბევრად კომფორტულია და ორჯერ მეტს ვნახავთ ვიდრე მარშრუტკით. ( მარშრუტკით მხოლოდ მიჯნის ყურეს ჭირდება ორი დღე, ჩვენ კი უამრავ რამეს ვნახულობთ ერთ დღეში).
ტურზე ჩაწერის და ჩარიცხვის ბოლო დღეა 3 მარტი, რადგან საშვების დამზადებას რამოდენიმე დღე ჭირდება.

🚙 მანქანა ( დელიკა) გამოვა რუსთავიდანაც.

1. შირაქის ველი
2. პანტიშარას ხეობა: მერცხლების ქალაქი - ხეობის ორივე მხარეს აღმართულია ციხესიმაგრეების მსგავსი შვეული კლდეები, რომლებზეც მერცხლებს უამრავი ბუდე აუშენებიათ და სწორედ ამიტომ, ამ ადგილს „მერცხლების ქალაქი“ეწოდება.
3. ალესილები - ვრცელი პანორამა, ეს ადგილები მტაცებელი ფრინველების დათვალიერების საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა.
4. დათვის ხევი: ზღვის მოლუსკები (რაც ამ ადგილზე ოდესღაც ზღვის არსებობას ადასტურებს). აქვე შესაძლებელია დათვის, მგლის, გარეული ღორის, ფოცხვერის ნაკვალევის ნახვაც.
5.ვაშლოვანის გადასახედი (აქედან მოჩანს მინგეჩაურის წყალსაცავი)
6. იუკების პლანტაცია
7. უსახელოს (დევების) გადასახედი
8. მიჯნის ყურე - ალაზნის ჭალის საქართველოს უკიდურესი სამხრეთ ნაწილი,სასაზღვრო ზონა.

✔ ტურის ღირებულება: 95 ლარი.

ტურის ღირებულებაში შედის:
🚶‍ გამყოლი
🚐 მგზავრობა დელიკით (JEEP Mitsubishi Delica 4X4)
📸 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)
✔ ტურის ღირებულებაში არ შედის:
5 ლარი - ნაკრძალში შესვლის გადასახადი.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში 💻 ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞 555 40 76 50 ანი
VIBER / WhatsApp - 555407650
⏰ ვიკრიბებით: რუსთაველზე, ველოსიპედის ძეგლის წინ
6:45 სთ. გავდივართ 7:00სთ.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).
უხვი ნალექის შემთხვევაში ტური გადაიდება.
🍔 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად. დილით არ გავჩერდებით მაღაზიასთან, დრო რომ არ დავკარგოთ. (უკვე მალე ღამდება). საკვები, წყალი, სიგარეტი და ა.შ. რაც ერთი დღისთვის დაგჭირდებათ, გთხოვთ შეიძინოთ წინასწარ.
რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 🍔
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი 👟 წინდა 🧦 საწვიმარი ან ქოლგა ☔, თბილი მოსაცმელი, ქუდი ან კეპი 🧢. ( სასურველია ეს ყველაფერი ყოველი შემთხვევისათვის ნებისმიერ ტურზე იქონიოთ).
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 👟🚶‍♂️

🔊 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
💺 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
⚠️ არ ვწუწუნებთ და არ ვუქმნით სხვებს დისკომფორტს.
🙋‍♂️🙋‍♀️ ერთად ვქმნით მეგობრულ გარემოს ❤
⌚არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა 📲 (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
🚸 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
⌚ არ ვაგვიანებთ
🚯 არ ვყრით ნაგავს
🚭 არ ვეწევით მიკროავტობუსში
🍺 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
🥂 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.
🔊 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.
⚠️ ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.
ვაშლოვანის ეროვნული პარკი საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთში, შირაქის ზეგანზე, მდინარე იორსა და ალაზანს შორის, ზღვის დონიდან 100-900 მ-ის სიმაღლეზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
ვაშლოვანის ეროვნული პარკის შემადგენლობაშია ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი, ვაშლოვანის ეროვნული პარკი და რამდენიმე ბუნების ძეგლი. დაარსდა 2003 წელს, მისი ფართობი 25114 ჰექტარია. ჰავა მშრალი და ზომიერია. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შეხვდებით გაშლილ ველებს, უდაბნოს, ხევებს და ალესილებს. ვაშლოვანის სახელი, გადმოცემის თანახმად, დაკავშირებულია აქ გავრცელებული საკმლის ხის ნათელი ტყის ვაშლის ბაღებთან მსგავსებასთან.
p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤
Advertisement

Where is it happening?

საქართველოს ბილიკებზე, Tbilisi, Georgia

Event Location & Nearby Stays:

\u10e1\u10d0\u10e5\u10d0\u10e0\u10d7\u10d5\u10d4\u10da\u10dd\u10e1 \u10d1\u10d8\u10da\u10d8\u10d9\u10d4\u10d1\u10d6\u10d4

Host or Publisher საქართველოს ბილიკებზე

It's more fun with friends. Share with friends

Discover More Events in Tbilisi

\u10e1\u10e3\u10e0\u10d8\u10d0 \u10d9\u10e0\u10d8\u10d0
Sat, 08 Mar, 2025 at 09:00 am სურია კრია

SHEN

\u10d3\u10e3\u10d4\u10e2\u10d8 \u10ef\u10dd\u10e0\u10ef\u10d8\u10d0
Sat, 08 Mar, 2025 at 08:00 pm დუეტი ჯორჯია

ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი

\u10e1\u10d0\u10da\u10dd\u10dc\u10e3\u10e0\u10d8 \u10e1\u10d0\u10e3\u10d1\u10e0\u10d4\u10d1\u10d8 \u10d3\u10d0 \u10de\u10dd\u10d4\u10d6\u10d8\u10d8\u10e1 \u10e1\u10d0\u10e6\u10d0\u10db\u10dd \u10db\u10e3\u10e0\u10db\u10d0\u10dc \u10ef\u10d8\u10dc\u10dd\u10e0\u10d8\u10d0\u10e1\u10d7\u10d0\u10dc
Sat, 08 Mar, 2025 at 08:00 pm სალონური საუბრები და პოეზიის საღამო მურმან ჯინორიასთან

თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო

\u10d0\u10e1\u10e2\u10dd\u10e0 \u10de\u10d8\u10d0\u10ea\u10dd\u10da\u10d0\u10e1 \u10dd\u10de\u10d4\u10e0\u10d0-\u10e2\u10d0\u10dc\u10d2\u10dd \u201e\u10db\u10d0\u10e0\u10d8\u10d0 \u10d1\u10e3\u10d4\u10dc\u10dd\u10e1-\u10d0\u10d8\u10e0\u10d4\u10e1\u10d8\u10d3\u10d0\u10dc\u201c
Sat, 08 Mar, 2025 at 08:00 pm ასტორ პიაცოლას ოპერა-ტანგო „მარია ბუენოს-აირესიდან“

მარჯანიშვილის თეატრი Marjanishvili Theatre

MUSIC ENTERTAINMENT
Samshvilde Fortress Day Hike \u2013 9 Mar
Sun, 09 Mar, 2025 at 09:00 am Samshvilde Fortress Day Hike – 9 Mar

Samshvilde Castle Tetritskaro Region

TRIPS-ADVENTURES TREKKING
\u10d2\u10d4\u10e8\u10e2\u10d0\u10da\u10e2\u10d7\u10d4\u10e0\u10d0\u10de\u10d8\u10d8\u10e1 \u10e1\u10d0\u10e1\u10ec\u10d0\u10d5\u10da\u10dd \u10de\u10e0\u10dd\u10d2\u10e0\u10d0\u10db\u10d0
Wed, 12 Mar, 2025 at 11:00 am გეშტალტთერაპიის სასწავლო პროგრამა

13 Sophrom Mgaloblishvili str, Tbilisi, Georgia

SHATALO - FRENCH FILMS ARE FUN!
Thu, 13 Mar, 2025 at 03:00 am SHATALO - FRENCH FILMS ARE FUN!

Tbilisi, Republic of Georgia

ENTERTAINMENT FESTIVALS
Nargaroth | Tbilisi | Elektrowerk
Thu, 13 Mar, 2025 at 07:00 pm Nargaroth | Tbilisi | Elektrowerk

Elektrowerk

MUSIC ENTERTAINMENT
\u10e4\u10e3\u10da\u10d8 \u10d3\u10d0 \u10e3\u10e0\u10d7\u10d8\u10d4\u10e0\u10d7\u10dd\u10d1\u10d4\u10d1\u10d8. \u10e3\u10e0\u10d7\u10d8\u10d4\u10e0\u10d7\u10dd\u10d1\u10d0 \u10e4\u10e3\u10da\u10d7\u10d0\u10dc
Sat, 15 Mar, 2025 at 12:00 pm ფული და ურთიერთობები. ურთიერთობა ფულთან

იოსებიძის 57, 0179 Tbilisi, Georgia

What's Happening Next in Tbilisi?

Discover Tbilisi Events