Poetics of Perception / აღქმის პოეტიკა
Schedule
Sat Nov 23 2024 at 01:00 pm to 06:00 pm
UTC+04:00Location
4 Giorgi Tsereteli exit, Vake, Tbilisi, Georgia | Tbilisi, TB
Advertisement
Art Conference Tbilisi მოხარულია, მიმდინარე Gia & Guram გამოფენის პარალელურად, უმასპინძლოს unarchived semiotics პროექტს ვიდეო პერფორმერ ქრისტინე ტუსიაშვილის ჩვენებით:Poetics of Perception / აღქმის პოეტიკა
გამოფენა “აღქმის პოეტიკა” ქრისტინე ტუსიაშვილის ვიდეო ნამუშევრებს წარადგენს და განიხილავს მეხსიერებას, იდენტობასა და სხეულს, როგორც სოციალურ ფორმას. ტუსიაშვილის ინსტალაციები მაყურებელს მრავალშრიან კვლევას აჩვენებს და ერთგვარ “ვიზუალურ ნოველებად” გარდაქმნის ფიზიკურობისა და აბსტრაქციის საზღვრებს. გამოსახულების, პერსპექტივისა და სივრცითი რაკურსების გადათამაშებით, ხელოვანი ადამიანური გამოცდილების ფრაგმენტულ და ხშირად მიუწვდომელ ბუნებაზე გვაფიქრებს.
პერფორმანსისა და ფოტოგრაფიის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ქრისტინე ტუსიაშვილი ქმნის გამორჩეულ ვიზუალურ ენას, რომელიც ხელახლა განსაზღვრავს ყოველდღიურ ჟესტებსა და ობიექტებს. ხელოვანი კრიტიკულად აკვირდება, თუ როგორ ყალიბდება პირადი და კოლექტიური ნარატივები. მისი ნამუშევრები წარმოაჩენს ესთეტიკურ დაძაბულობას ინდივიდუალიზმსა და სოციალურ მოლოდინებს შორის.
“Poetics of Perception” ადამიანური გამოცდილების კვლევაა, რომელიც მაყურებელს იდენტობის, მეხსიერებისა და სხეულის კონცეფციების გადაფასებისკენ უბიძგებს თანამედროვეობაში, რომელიც მუდმივი ცვლილებითა და სირთულით ხასიათდება.
გახსნის ღონისძიება: 22 ნოემბერი, 18:00 – 20:00 სთ.
საჯარო საუბარი: 29 ნოემბერი, 19:00 – 20:00 სთ.
გამოფენის წარმდგენია unarchived_semiotics Art Conference Tbilisi-სთან თანამშრომლობით. კურატორი: მარიამ შერგელაშვილი
Art Conference Tbilisi along with the ongoing exhibition of Gia & Guram is glad to host unarchived semiotics’ show of the video performer Kristine Tusiashvili:
“Poetics of Perception” examines the nature of memory, identity, and body as a social form through Kristine Tusiashvili’s video works. Her installations engage viewers in a layered inquiry and recreates “visual novels” extending the boundaries of physicality and abstraction. Through a precise manipulation of image, perspective, and spatial relations, Tusiashvili’s practice invites reflection on the fragmented and often elusive nature of human experience.
Drawing on her background in performance and photography, Tusiashvili crafts a distinct visual language that recontextualizes everyday gestures and objects, critically examining how personal and collective narratives are shaped. Her work captures the tension between individuality and social expectations, bringing into focus the performative aspects of identity and the pervasive influence of societal norms on self-perception.
In “Poetics of Perception” Tusiashvili’s video pieces exploring human experience, inviting viewers to reconsider concepts of identity, memory, and the body within a contemporary context marked by constant change and complexity.
Opening: November 22, 6-8 pm
Public Talk:
November 29, 7-8 pm
Represented by unarchived_semiotics in collaboration with Art Conference Tbilisi, curated by Mariam Shergelashvili.
Advertisement
Where is it happening?
4 Giorgi Tsereteli exit, Vake, Tbilisi, GeorgiaEvent Location & Nearby Stays: