"ჰიპ-ჰოპის წარმოება" Hip-Hop Production [ღია კარის დღე]

Schedule

Wed, 15 Jan, 2025 at 07:00 pm

UTC+04:00

Location

Creative Education Studio | Tbilisi, TB

Advertisement
წარმოგიდგენთ ლევან ოქროპირიძის იგივე Denivarlevy-ის უახლესი კურსის "ჰიპ-ჰოპის წარმოების" პრეზენტაციას.
პედაგოგი: ლევან ოქროპირიძე [Denivarlevy]
ხანგრძლივობა: 2 თვე
საათები: კვირაში 3 საათი
ფასი: 700 ლარი
ენა: ქართული / ინგლისური
ლევან ოქროპირიძე, სასცენო სახელით Denivarlevy, არის 22 წლის Hip-Hop პროდიუსერი, DJ და ხმისინჟინერი. ლევანმა თავისი მუსიკალური კარიერა 2020 წელს დაიწყო და მას შემდეგ აქტიურად ქმნის და ავითარებს თავის უნიკალურ მუსიკალურ სტილს. მისი დისკოგრაფია მოიცავს 5 სოლო ბითთეიფსადა 2 კოლაბორაციულ ალბომს, სადაც ის თანამშრომლობს სხვადასხვა არტისტებთან და პროდიუსერებთან.
Denivarlevy-ის მუსიკალური სტილი მჭიდროდ არის დაკავშირებული ჰიპ-ჰოპთან, თუმცა ის არ კმაყოფილდება მხოლოდ ტრადიციული ჟანრის ჩარჩოებით და მუდმივად ცდილობს სხვადასხვა ჟანრის ელემენტების ექსპერიმენტირებას.
კურსი მოიცავს 16 ლექციას, რომლის ხანგრძლივობაც იქნება 1 საათი და 30 წუთი.
კურსზე შეისწავლება:
ჰიპ-ჰოპის ესთეტიკა / ბითის შექმნის საფუძვლები / დრამთან და გრუვებთან ურთიერთობა / ჰიპ-ჰოპ ტრეკის სტრუქტურა / ვოკალის ფროდაქშენი და მიქსინგის საფუძვლები / ინტეგრაცია sp404-თან / რემიქსი და კოლაბორაციული პროექტები.
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეეძლება სემპლების რედაქტირება და სრულფასოვნად გამოყენება, ჰიპ-ჰოპისთვის სახასიათო ბეისლაინების შექმნა, ვოკალების ჩაწერა და დამუშავება, Sp404-ის გამოყენება როგორც ცალკე, ასევე Ableton-ში და ტრეკის სტრუქტურის სწორად აწყობა, ამ ყველაფრის დახმარებით კი სრულყოფილი ჰიპ-ჰოპ ტრეკის შექმნა.
1 კვირა: ჰიპ-ჰოპ ესთეტიკა და ბიტების შექმნის საფუძვლები
გაკვეთილი 1: ჰიპ-ჰოპის პროდაქშენის საფუძვლები
• ჰიპ-ჰოპის სტილებისა და ქვე-ჟანრების მიმოხილვა
• ძირითადი ელემენტები: რიტმი, სემპლინგი და ტექსტურა
• რეფერენსების მოძიება და ჟღერადობის შექმნა
გაკვეთილი 2: სემპლინგის ტექნიკები და Sound Selection
• სემპლების მოძიება: სად ვიპოვოთ და როგორ ავარჩიოთ
• სემპლების დაჭრა, გადალაგება და ფენების შექმნა
• ტემპის და ტონის მანიპულირება კლასიკური ჟღერადობის მისაღწევად
2 კვირა: დრამი და გრუვი
გაკვეთილი 3: დრამის პარტიის აწყობის ტექნიკები
• დრამის პატერნების შექმნა
• დრამების დალეიერება და გრუვის შექმნა
• “Lo-Fi” და “Boom-Bap” სტილის შექმნის ტექნიკები
გაკვეთილი 4: ბასი და დაბალი ტონების ტექნიკები
• ბეისლაინის შექმნა,
• 808-ის პროგრამირება, სლაიდები და გლაიდები
• EQ და საიდჩეინის კომპრესია სუფთა დაბალი ტონისთვის

3 კვირა: ჰიპ-ჰოპის ტრეკის აგება და სტრუქტურა
გაკვეთილი 5: ჰიპ-ჰოპ ტრეკის სტრუქტურირება
• ჰიპ-ჰოპის სიმღერის სტრუქტურები (შესავალი, ვერსი, ჰუკი)
• ელემენტების ჩართვა დინამიური ცვლილებებისთვის
• ტრანზიციები, დროპები და გადასვლები
გაკვეთილი 6: დამატებითი ელემენტები, ტექსტურები და FX
• ვოკალის ჩოპები, რაიზერები და პერკუსიული გადასვლები
• ტექსტურების დამატება სივრცისთვის
• ატმოსფეროს შესაქმნელად ეფექტების გამოყენება
4 კვირა: SP-404 ინტეგრაცია (ნაწილი 1)
გაკვეთილი 7: SP-404-ის გაცნობა
• SP-404-ის ფუნქციები და როლი ჰიპ-ჰოპში
• SP-404-ზე სემპლინგი და რისემპლინგი
• SP-404-ის ჩაშენებული ეფექტების გამოყენება
გაკვეთილი 8: SP-404-ის გამოყენება Ableton-ში
• SP-404 სესიების Ableton-ში ჩაწერა
• SP-404-ის სეკვენსერის გამოყენება ტრეკების შევსებისთვის
• ტექნიკები ჰარდვერისა და სოფტვერის ბალანსისთვის

5 კვირა: ვოკალების პროდაქშენი და მიქსის საფუძვლები
გაკვეთილი 9: ვოკალების ჩაწერა და დამუშავება
• რეპ ვოკალების ჩაწერისა და დამუშავების ტექნიკები
• EQ, კომპრესია და ეფექტები ვოკალებისთვის
• ლეიერინგი და ედ-ლიბები ვოკალის გაძლიერებისთვის
გაკვეთილი 10: მიქსის საფუძვლები ჰიპ-ჰოპისთვის
• დრამების, ბასისა და ვოკალების ბალანსირება მიქსში
• EQ და კომპრესია
• რივერბისა და დილეის გამოყენება სივრცისთვის
6 კვირა: SP-404 ინტეგრაცია (ნაწილი 2)
გაკვეთილი 11: SP-404-ის გაღრმავებული ტექნიკები
• SP-404 ლაივ სესიისთვის
• უნიკალური ეფექტებისა და რისემპლინგის ტექნიკები
გაკვეთილი 12: ტრეკის მომზადება Sp404-ით
• სტემებისა და საბოლოო მიქსის ექსპორტი
• ლაივის მომზადება Sp404-ით
• ინდივიდუალური პროექტების შეფასება
7 კვირა: რემიქსი და კოლაბორაციული პროექტები
გაკვეთილი 13: რემიქსის ტექნიკები ჰიპ-ჰოპში
• რემიქსის საფუძვლები: წყაროს ინტერპრეტაცია
• ბიტების გადამუშავება და პერსონალური ელემენტების დამატება
• სხვადასხვა ჟანრის სტემების გამოყენება ჰიპ-ჰოპ რემიქსისთვის
გაკვეთილი 14: ჯგუფური პროექტი და კოლაბორაცია
• ჯგუფური პროექტის შექმნა
• კომუნიკაცია და იდეების გაზიარება
• პროექტების პრეზენტაცია
8 კვირა: ფინალური პროექტის პრეზენტაცია
გაკვეთილი 15: ფინალური პროექტის პრეზენტაციები
• სტუდენტების Ableton-ში მომზადებული პროექტის პრეზენტაცია
• თანაკურსელების შეფასება და კრიტიკა
გაკვეთილი 16: კურსის შეჯამება და მომდევნო ნაბიჯები
• კურსის მასალის მიმოხილვა და ძირითადი შეჯამება
• შემდგომი უნარების განვითარების გზები და რესურსები
• კითხვა-პასუხი

ღია კარის დღეზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტარცია.
https://www.ces.ge/ka/register-ces
კონტაქტი:
CES
ფაბრიკა-თბილისი
ეგნატე ნინოშვილის 8
2 477 588


Advertisement

Where is it happening?

Creative Education Studio, ეგნატე ნინოშვილის ქუჩა 4, თბილისი, საქართველო,Tbilisi, Georgia

Event Location & Nearby Stays:

Creative Education Studio

Host or Publisher Creative Education Studio

It's more fun with friends. Share with friends

Discover More Events in Tbilisi

\u10e4\u10d8\u10da\u10dd\u10e1\u10dd\u10e4\u10d8\u10d8\u10e1 \u10e1\u10d0\u10e4\u10e3\u10eb\u10d5\u10da\u10d4\u10d1\u10d8\u10e1 \u10d9\u10e3\u10e0\u10e1\u10d8\u10e1 \u10db\u10d4\u10dd\u10e0\u10d4 \u10db\u10dd\u10d3\u10e3\u10da\u10d8
Fri, 17 Jan, 2025 at 08:00 pm ფილოსოფიის საფუძვლების კურსის მეორე მოდული

თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო

\ud83c\uddeb\ud83c\uddf7 French Karaok\u00e9 #9 \ud83c\uddeb\ud83c\uddf7 100% Chanson fran\u00e7aise @Backstage76
Sat, 18 Jan, 2025 at 08:00 pm 🇫🇷 French Karaoké #9 🇫🇷 100% Chanson française @Backstage76

Backstage76

MUSIC KARAOKE
Georgia Annual Green Summit: Innovations for a Sustainable Tomorrow
Wed, 22 Jan, 2025 at 10:00 am Georgia Annual Green Summit: Innovations for a Sustainable Tomorrow

Wyndham Grand Tbilisi

BUSINESS
New Year's Eve at "Georgian House"
Tue, 31 Dec, 2024 at 11:00 pm New Year's Eve at "Georgian House"

#2 Tsabadze street, 0112 Tbilisi, Georgia

ENTERTAINMENT MUSIC
"\u10f0\u10d8\u10de-\u10f0\u10dd\u10de\u10d8\u10e1 \u10ec\u10d0\u10e0\u10db\u10dd\u10d4\u10d1\u10d0" Hip-Hop Production [\u10e6\u10d8\u10d0 \u10d9\u10d0\u10e0\u10d8\u10e1 \u10d3\u10e6\u10d4]
Wed, 15 Jan, 2025 at 07:00 pm "ჰიპ-ჰოპის წარმოება" Hip-Hop Production [ღია კარის დღე]

Creative Education Studio

DANCE ENTERTAINMENT
THE GAME \u2013 Powered By Mono Hall
Sat, 01 Mar, 2025 at 10:00 pm THE GAME – Powered By Mono Hall

Factory Tbilisi

ENTERTAINMENT MUSIC

What's Happening Next in Tbilisi?

Discover Tbilisi Events