ნათლისღება ჯავახეთში - დაესწარი გაყინულ ფარავანში განბანვის რიტუალს
Schedule
Sun Jan 19 2025 at 07:00 am to 10:15 pm
UTC+04:00Location
სამცხე-ჯავახეთი | Tbilisi, TB
Advertisement
🇬🇪 როგორც უკვე იცით მიმდინარე მოვლენების ფონზე შეჩერებული გვაქვს ტურების დაგეგმვა, თუმცა ნათლისღება ფოკაში ის დღესასწაულია რომელსაც ვერ გამოვაკლდებოდით და ამასთანავე იმედს ვიტოვებთ რომ ეს პროტესტი ამ დროისთვის საქართველოს გამარჯვებით იქნება დასრულებული 🇬🇪 აღნიშნულიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება 19 იანვარს , ნათლისღებას, შემოგთავაზოთ ტური ჯავახეთში, სადაც ტრადიციუად განბანვის რიტუალი აღსრულდება...✝️ ნათლისღება — ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაულია რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს აღნიშნავს. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე.
📍 ჯვახეთში, ფოკას მამათა მონასტერში ტრადიციულად ამ დღეს ფარავნის გაყინულ ტბაში განბანვის რიტუალით აღნიშნავენ.
ტბაზე იჭრება ჯვრის ფორმაზე ყინული, შემდეგ ბერები ტბას აკურთხებენ და ნებისმიერ მორწმუნეს შეუძლია განიბანოს ტბაში. ჩვენ კი ყოველ წელს ვესწრებით ამ რიტუალს.
🚩➡ შეკრების ადგილი და დრო:
⏰ შეკრების დრო: 06:50 სთ
🚥 გასვლა: 07:00 სთ.
Ⓜ დიდუბე (სამთო ქიმიის მოპირდაპირე მხარეს, ლუკოილსა და გალფს შორის)
🕒 ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 10 წუთი
📷 მოსანახულებელი ადგილები:
1. ფარავნის გაყინული ტბა (ნათლისღების აღნიშვნა)
2. ფოკის წმ.ნინოს მონასტერი (1989 წ.)
3. საღამოს გაყინული ტბა
4. გორელოვკა - დუხაბორების ულამაზესი სახლები
5. მადათაფას გაყინული ტბა
🔴 მარშრუტის სირთულე:
მარტივი
👣ფეხით გასავლელი მანძილი : ჯამში 1 კმ.
☝ ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა
💰 ტურის ღირებულება: 50 ლარი
💳 თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
⚠ თანხა არ ბრუნდება: გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
✔ ფასში შედის:
🚌 ტრანსპორტირება
👤 გამყოლი
🚫 ფასში არ შედის:
🍔 საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად)
⚠️ რა ჩავიცვა?!
🥾🧣🧤 სასურველია გეცვათ წყალგაუმტარი ფეხსაცმელი, თოვლისა და ყინვისათვის შესაბამისი სამოსი 🌬️
🧥 ვინც წყალში ჩასვლას აპირებს თან უნდა იქონიოს პირსახოცი და გამოსაცვლელი ტანსაცმელი
🔵 ტური რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ, აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.
☝ ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
🤕 ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
♻ ნუ დააბინძურებთ გარემოს;
🚫 დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
🚫 ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი
✔ ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის 💻 მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
📞 599 15 76 76 გიორგი
Advertisement
Where is it happening?
სამცხე-ჯავახეთი, Printall.Ge, თბილისი, საქართველო,Tbilisi, GeorgiaEvent Location & Nearby Stays: