"ორომტრიალი" - კინო მზიურში
Advertisement
23 ოქტომბერს მზიურის კინოჩვენებების, მე-11 სეზონის დახურვაზე ნაჩვენები იქნება ლანა ღოღობერიძის ფილმი - “ორომტრიალი”.
ფილმის შესახებ:
80-იანი წლების დასაწყისის თბილისში გარეგნულად ყველაფერი მშვიდადაა — დაჰქრიან მანქანები, ძველი უბნის მაგიერ ახალი შენდება, ქუჩაში ხალხი თავ-თავის საქმეზე მიიჩქარის, მაგრამ, ამ სიმშვიდის მიღმა, აფორიაქება იმალება: თითოეულ პერსონაჟს თავისი გულისტკივილი და გადაუჭრელი პრობლემა აქვს, ყველა მათგანი თავისებურად უბედურია. შუახანს გადაცილებული მანანა, რომელიც წარსულში კინოვარსკვლავი იყო, აღარცერთ რეჟისორს აღარ ახსოვს, ახალგაზრდა მსახიობები კი ჩუმად დასცინიან. უროლოდ ყოფნას მატერიალური პრობლემებიც მოსდევს, რასაც ხელგაშლილ ცხოვრებას შეჩვეული მანანა მტკივნეულად განიცდის. მისი ბავშვობის მეგობარს — რუსუდანს, წარმატებული სამეცნიერო კარიერის მიუხედავად, მარტოობა აწუხებს, მანანას მამიდა — მათიკო გარდაცვლილ მეუღლეს და დანგრეულ ბუდეს მისტირის, ქალიშვილს — 19 წლის სალომეს და მის მეგობრებსაც უკვე უწევთ შეჯახება ცხოვრებისეულ სირთულეებთან და სჭირდებათ მორალური არჩევნის გაკეთება. ფილმის პერსონაჟების ცხოვრება უცნაური დამთხვევების წყალობით გადაეჯაჭვება ერთმანეთს, ბოლოს კი ყველა ერთდროულად დგება პრობლემის წინაშე - რა უყონ პატარა გოგონას, რომელსაც დედა ეღუპება და არც მამის ოჯახის კარია მისთვის ღია...
1986 წლის ფილმი (ფერადი)
დამდგმელი რეჟისორი ლანა ღოღობერიძე
სცენარის ავტორი ზაირა არსენიშვილი ლანა ღოღობერიძე როლებში ლეილა აბაშიძე ლია ელიავა გივი (გურამ) ფირცხალავა ოთარ მეღვინეთუხუცესი დოდო ჭიჭინაძე კომპოზიტორი გია ყანჩელი.
მადლობა ჩვენს ერთგულ მაყურებელს და უცვლელ მეგობარ თიბისის. <3
მომავალ შეხვედრამდე მზიურში. 🏡

Where is it happening?
კაფე მზიური • Cafe Mziuri, მზიურის პარკი, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Event Location & Nearby Stays:
Know what’s Happening Next — before everyone else does.
Host or Publisherკაფე მზიური • Cafe Mziuri