№20 და "მდევარის" ბჭობა: საცხოვრებელი დევნილებს
Schedule
Sun, 02 Mar, 2025 at 04:00 pm
UTC+04:00Location
კაფე მზიური • Cafe Mziuri | Tbilisi, TB
Advertisement
2 მარტს, 16:00 საათზე, მზიურში "მდევარი" არსებობის მესამე წლის ათვლას იწყებს და საიუბილეო, პირველ ბეჭდურ ნომერს წარადგენს.№20 - ის განხილვის გარდა, ვენერო მელუა და ბექა იობიძე აფხაზეთიდან დევნილთა საზოგადოებრივი კეთილდღეობის საკითხზე ისაუბრებენ,- განიხილავენ სამოქალაქო პოლიტიკის, ურთიერთობათა და საცხოვრებლის პრობლემას.
ცალკე, ღონისძიებაზე პირველად გაიმართება "მდევარის მხატვრული ბაზარი", სადაც ბეჭდური ნომერი და სამოსი გაიყიდება. "მხატვრულ ბაზარზე" შემოსული თანხა სრულად “მდევარის” განვითარებას, უწყვეტი შრომის რესურსსა და ჟურნალის საყოველთაო ხელმისაწვდომობას მოხმარდება.
№20 მოიცავს:
• როგორ დაცარიელდა ცა, ანუ ათეისტური აზრის მოკლე (დასავლური) ისტორია - ნანა ჭიღლაძე
• წარსულის განგრძობითობა: პოლიტიკური უთანასწორობის გადაცემა თაობიდან თაობას - კარლ-ოსკარ ლინდგრენი, სვენ ოსკარსონი; თარგმანი ანა თოთლაძისა
• ხელმისაწვდომი უსასრულობის ფილოსოფია, ანუ მათემატიკური განუზღვრელობა - ბექა იობიძე
• გზა აფხაზედითან სამშვიდობომდე: ინტერვიუ მალხაზ თორიასთან - ანნა ამილახვარი, სოფიკო ქურდაძე, ანანო ყავალაშვილი, ზოი პოტამიტი
ბეჭდური ნომრის ღირებულებაა 20 ლარი; ელექტრონული ნომერი წესისამებრ გამომცემლობის ვებსაიტზე გამოქვენდება.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
📰 “მდევარი” ციფრული, არაკომერციული გამომცემლობაა, რომლის არსებობის შინაარსიც სრულფასოვანი ქართული ენით შექმნილი აკადემიური ნაშრომების შექმნა – გამოქვეყნებაა. სტატიათა თითოეული ახალი ნაკრები ყოველთვიურად, ნომრის სახით ქვეყნდება. “მდევარის” საგაზეთო სვეტები მოიცავს: სტატიებსა და თარგმანებს განსხვავებული სამეცნიერო დარგებიდან, აკადემიურ ინტერვიუებს, ბიოგრაფიებსა და დაკარგულ ქართველ მეცნიერთა გაციფრულებულ შრომებს.
🗞 “მდევარი” თავისუფალი, ყოველმხრივ დამოუკიდებელი აკადემიური არქივია, რომელსაც უსასყიდლოდ მშრომელი, დარგობრივად კომპეტენტური საზოგადოება ქმნის. ჟურნალი უფასო და საყოველთაოდ ხელმისაწვდომია, ასე იქნება ყოველთვის.
Advertisement
Where is it happening?
კაფე მზიური • Cafe Mziuri, მზიურის პარკი, თბილისი, საქართველო, Tbilisi, GeorgiaEvent Location & Nearby Stays: