ოჯახური სისტემური განლაგება / Family Systemic Constellation
Schedule
Sun Mar 02 2025 at 10:00 am to 05:00 pm
UTC+04:00Location
28 Aleksandre ioseliani St, Tbilisi, Georgia | Tbilisi, TB
Advertisement
პირველად "შენ სივრცეში" ოჯახური სისტემური განლაგება👇🏻წარმოიდგინე, რომ ნებისმიერი საკითხი თუ სირთულე, ის რაც ყოველდღიურობაში გადარდებს, არის სიმპტომი.
სიმპტომი რაღაცის, რაც შეიძლება უფრო ძირეულ დონეზე ხდება, ან მოხდა, რაღაცის, რაც ზედაპირზე არ ჩანს.
თუ ის, რაზეც დღეს ნერვიულობ და დარდობ არის სიმპტომი, მაშინ ლოგიკურია რომ გვინდოდეს ამოვხსნათ რა დგას ამის უკან.
სისტემური განლაგების მეთოდი და ეს პროცესი გაძლევს საშუალებას დაინახო ის მექანიზმები, ის სისტემური გამოვლინებები, რაც ზედაპირზე არ ჩანს, მაგრამ ამავდროულად არის ამოხსნა იმ ციკლების და პატერნების, რაც ყოველდღიურად ხდება ჩვენს ცხოვრებაში.
თვითონ პროცესი, თუ როგორ წარიმართება ვორქშოპზე ჯგუფურად ან ინდივიდუალურად, უცნაურია, რთულად აღსაწერია სიტყვებით და ერთი შეხედვით დაუჯერებელი, თუმცა გამოცდილებასთან ერთად ადამიანს ეძლევა ზოგადად სამყაროს სრულიად ახალი ხედვა, რაც არამარტო იმ კონკრეტული საკითხის მოგვარებაში ეხმარება, არამედ ზოგადად ახალ პარადიგმას აძლევს, თუ როგორ უყუროს სამყაროს, ცხოვრებას, სხვა ადამიანებს და რაც ყველაზე მთავარია - საკუთარ თავს
კლიენტი, ფასილიტატორის დახმარებით და მასთან ერთად აყალიბებს თემას, რომლის მიხედვითაც წყდება თუ იმ მომენტში რა ელემენტები უნდა განლაგდეს ველში, ადამიანების ჯგუფისგან შემდგარ წრეში.
ყველა ელემენტს, ადამიანსა თუ აბსტრაქტულ გამოხატულებას ერჩევა თავისი რეპრეზენტატორი.
რეპრეზენტატორს, როლის მორგებისას, როდესაც შედის ველში, სხეულებრივი შეგრძნებები საგრძნობლად ეცვლება და ხვდება, რომ განასახიერებს რაღაცას, რაც შეიძლება გონებით არ იცოდეს.
პროცესში ვხედავთ დინამიკას ელემენტებს შორის და ასევე გარკვეული ცვლილებების მოხდენისას, გარკვეული გადაადგილებებისას ვხედავთ, თუ როგორ იცვლება დინამიკა.
შესაბამისად რაღაც მომენტში, არის შანსი რომ მიმდინარე საკითხის გარშემო დაისადგუროს გადაწყვეტამ და მშვიდობამ.
ფასილიტორი - თინა კუხიანიძე
🕘 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
💸 დასწრების ღირებულება - 200 ლარი
*ყავის შესვენება და ლანჩი გათვალისწინებულია რეგისტრაციის ღირებულებაში
გაიარე რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/gkt1uyAYB7C6Pfdh8
Advertisement
Where is it happening?
28 Aleksandre ioseliani St, Tbilisi, GeorgiaEvent Location & Nearby Stays: