„საკუთარ თავთან საუბარი" - ზურა მხეიძე
Schedule
Thu, 30 Jan, 2025 at 08:00 pm
UTC+04:00Location
აზროვნების აკადემია / The Thinking Academy | Tbilisi, TB
Advertisement
✅ „პიროვნება და მეტამორფოზა" ციკლის ფარგლებში, აზროვნების აკადემიაში გაიმართება შეხვედრა ზურა მხეიძესთანთემა: „საკუთარ თავთან საუბარი"
▶ ინდივიდის გარდასახვის პროცესისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია საკუთარ თავთან კომუნიკაცია. ჩვენი აზრები არამხოლოდ ჩვენს განწყობებს აფორმირებენ, ასევე ქცევებშიც აისახებიან და როდესაც გვინდება, რომ ჩვენი დამაზიანებელი ქცევა შევცვალოთ, ხშირად სწორედ საკუთარ თავთან ჩარღმავებას გვირჩევენ ფსიქოლოგები. სწორედ იქ შეგვიძლია ვიპოვოთ ენერგია ცვლილებებისთვის, რომლებიც, აზრების, ფიქრებისა და სიტყვების სახითაა დაგროვილი ჩვენს გონებაში.
▶ შეხვედრა განკუთვნილია მათთვის, ვინც დაინტერესებულია საკუთარი ემოციების, აზრების და ქცევების უკეთ გაანალიზებისა და მართვის საკითხებით. შინაგანი დიალოგი ქმნის საფუძველს ჩვენი თვითშეფასების, მიზნების ფორმირებისა და ცხოვრებისეული გამოწვევების გადაჭრისთვის.
▶ შეხვედრაზე ვისაუბრებთ როგორ ამოვიცნოთ შინაგანი აზრები. განვიხილავთ რამდენად მნიშვნელოვანია პოზიტიური კომუნიკაცია საკუთარ თავთან და ასევე თვითრეგულაციის და ემოციური ინტელექტის განვითარების მნიშვნელობაზე ცვლილებების სწორად მართვისა და თვითშემეცნებისათვის.
📅 შეხვედრის თარიღი - 30 იანვარი, 20:00
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა - 2 საათი
🔖 დასწრების საფასური: 80₾
🔖 სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
💻 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
◾შეხვედრაზე მიმდინარეობს ფოტო/ვიდეო გადაღება
📍მისამართი: იოსებიძის 57
👉 შეხვედრაზე დასასწრებად რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/8eLXXBHU
☎ დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
Advertisement
Where is it happening?
აზროვნების აკადემია / The Thinking Academy, თინა იოსებიძის ქუჩა 69, თბილისი, საქართველო, Tbilisi, GeorgiaEvent Location & Nearby Stays: