ფილოსოფიის საფუძვლების კურსი: მოდული II
Schedule
Fri, 31 Jan, 2025 at 08:00 pm
UTC+04:00Location
აზროვნების აკადემია / The Thinking Academy | Tbilisi, TB
Advertisement
📣 ფილოსოფიის საფუძვლების კურსის მეორე მოდულზე რეგისტრაცია იწყება!▶ შუასაუკუნეების ფილოსოფია, რომელიც დაახლოებით V-დან XV საუკუნემდე პერიოდს მოიცავს, ძირითადად ქრისტიანული თეოლოგიის გავლენით ვითარდებოდა. ამ პერიოდში ფილოსოფიამ და თეოლოგიამ ერთმანეთთან დეტერმინისტულ კავშირებზე დაყრდნობით განავითარა ფილოსოფიური იდეები, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა შემდგომ საზოგადოების ცნობიერების განსაზღვრის პროცესში.
▶ შუასაუკუნეების ფილოსოფია ძირითადად ტრიალებდა თემების გარშემო, როგორებიცაა: ღმერთის არსებობა, მარადიული ცხოვრების მიზანი, თავისუფალი ნება და რწმენა, ადამიანის როლი სამყაროში და ა.შ. აღსანიშნავია, რომ შუასაუკუნეების პერიოდში განვითარებული ფილოსოფიურ-თეოლოგიური იდეები გახდა წინაპირობა შემდეგ პერიოდში წარმოშობილი და განვითარებული ფილოსოფიური იდეებისა, რომელიც მოიცავს მოდერნიზმის, ეგზისტენციალიზმის, პოსტმოდერნიზმის პერიოდებს დღევანდელ დრომდე.
▶ კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ფილოსოფია და ფილოსოფიის განვითარების პერიოდი შუასაუკუნეებიდან პოსტმოდერნულ ეპოქებამდე, ვისაც სურს ქრონოლოგიურად გაჰყვეს მისი განვითარების ეტაპებს, გაეცნოს ძირითად სკოლებსა და დოქტრინებს, რომლებიც განვითარდა და ფორმირდა შუასაუკუნეების პერიოდიდან პოსტმოდერნულ ეპოქამდე.
კურსის მონაწილეები დარგის სპეციალისტებთან ერთად გაეცნობიან ფილოსოფიის ისტორიას აღნიშნული პერიოდების ფარგლებში.
კურსი გააერთიანებს ყველა პროფესიის, ასაკის, განსხვავებული ინტერესის მქონე მსმენელს, რომლებსაც შეეძლებათ არაფორმალურ გარემოში, მსჯელობისა და ინტერაქციის ფორმატით, საინტერესო მომხსენებლებთან ერთად განიხილონ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი.
კურსის მონაწილეებთან აქტიურ კავშირში იქნებიან არა მხოლოდ ლექტორები, არამედ მოდერატორებიც, რომლებიც მონაწილეებს მიაწვდიან სხვადასხვა ფილოსოფოს ავტორთა ტექსტებს, სამეცნიერო სტატიებს, სურვილისამებრ დაეხმარებიან დამატებითი ინფორმაციის მოძიებაში და გზას გაუკვალავენ მათ ამ საკმაოდ კომპლექსური დისციპლინის სიღრმეებში.
▶ მეორე მოდულზე შემოერთდება წინაპირობად არ მოიცავს პირველ მოდულზე დასწრებას. მეორე მოდულზე დასწრება შესაძლებელია ნებისმიერი თემით დაინტერესებული პირისთვის.
მეორე მოდული:
შუასაუკუნეების ფილოსოფიიდან პოსტმოდერნიზმამდე - 10 შეხვედრა
31 იანვარი - 4 აპრილი
მოდულის თემები:
* შუა საუკუნეების ქრისტიანული ფილოსოფია: სქოლასტიკა
* რენესანსის ფილოსოფია
* კონტინენტური რაციონალიზმი: რენე დეკარტი და "კოგიტო"
* ბრიტანული ემპირიზმი
* იმანუელ კანტის ფილოსოფიური სისტემა
* ჰეგელის ფილოსოფიური სისტემა
* კარლ მარქსის ფილოსოფია
* ფრიდრიხ ნიცშეს სიცოცხლის ფილოსოფია
* პოსტმოდერნიზმი
* ფენომენოლოგია და მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფია
ლექტორები: ანა ქირია, ლევან გიგინეიშვილი, ავთანდილ ძამაშვილი
კურსის დეტალები:
📅 კურსის დაწყების თარიღი - 31 იანვარი
📅 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, პარასკევს 20:00 საათზე
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი
💻 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖მეორე მოდულის ღირებულება - 585₾
🔖 სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
📃კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
✅ რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/ce086p5M
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
Advertisement
Where is it happening?
აზროვნების აკადემია / The Thinking Academy, Пещера Наслаждений 37см, თბილისი, საქართველო, Tbilisi, GeorgiaEvent Location & Nearby Stays: