წიგნის "შრომის ისტორია საქართველოში" წარდგენა

Schedule

Mon Oct 21 2024 at 07:00 pm

UTC+04:00

Location

Caucasian House კავკასიური სახლი | Tbilisi, TB

Advertisement
📚 ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით "კავკასიური სახლის" დემოკრატიზაციის პროგრამამ ახალი პუბლიკაცია "შრომის ისტორია საქართველოში" გამოსცა.
🔴 წიგნის წარდგენა გაიმართება 21 ოქტომბერს, 19 საათზე „კავკასიური სახლის“ იორგ ჰენლეს სახელობის აუდიტორიაში. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ პუბლიკაციის ავტორები, რედაქტორები, საისტორიო სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
🧐 გამოცემის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: "საინტერესოა, ჰგავს თუ არა საქართველოს შრომითი ურთიერთობების უახლესი ისტორია გზას, რომელსაც ბოლო 100-150 წლის განმავლობაში ევროპული სახელმწიფოები ადგანან; ანუ შრომითი ურთიერთობებისა და მათი ისტორიის თვალსაზრისით მიეკუთვნება თუ არა საქართველო ევროპას. აღნიშნულ კითხვებზე პასუხების მოძებნაში დაგვეხმარება ისტორიკოსების - ირაკლი ირემაძის, გაბრიელ ჩუბინიძისა და ქეთი სართანიას თანაავტორობით გამოცემული პუბლიკაცია „შრომის ისტორია საქართველოში“.
📖 წიგნში სამი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პერიოდია აღწერილი:
🔸️ თავდაპირველად, გაეცნობით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცდილებას, რომლის მიზანი გახლდათ ძლიერი, კეთილდღეობის სახელმწიფოსა და შესაბამისი ინსტიტუტების ჩამოყალიბება, პროფკავშირული მოძრაობის გაძლიერება და აგრარული საზოგადოების მოდერნიზება. ცხადია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცდილება მხოლოდ დროის 3-4 წლიანი მონაკვეთით არ შემოიფარგლება. იგი აერთიანებს მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს საქართველოში დაწყებული სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ტრადიციებსა და მიღწევებსაც.
🔸️ წაიკითხავთ საბჭოთა წარსულის უცნობი ასპექტების შესახებ. თანამედროვე მკვლევრები განსაკუთრებული ვნებით იკვლევენ ბოლშევიკურ რეპრესიებს, სტალინის ბიოგრაფიის საიდუმლოებით მოცულ დეტალებს, დისიდენტური წინააღმდეგობის პირველ ნაბიჯებს, მაგრამ ფაქტობრივად ყოველთვის ავიწყდებათ მშრომელთა ბედის შესწავლა, უსწრაფესი პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების დროს მუშათა კლასის მდგომარეობის ანალიზი. წიგნის „შრომის ისტორია საქართველოში“ მეორე ნაწილი აღნიშნული ნაპრალის ამოვსებას ცდილობს და საბჭოთა გარდაქმნებს მშრომელთა პერსპექტივიდან განიხილავს.
🔸️ პუბლიკაციის უკანასკნელ თავში კი მიმოხილულია დეინდუსტრიალიზებულ საზოგადოებაში პრეკარიატის წარმოქმნის ხელშემწყობი ფაქტორები და წარმოჩენილია პროფკავშირების როლი თუ ფუნქცია პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის პირობებში."
➡️ იდეის ავტორი: ირაკლი ირემაძე
➡️ სამეცნიერო რედაქტორი: პროფ. დოქტ. დიმიტრი შველიძე
📣 გთხოვთ მობრძანდეთ, დასწრება თავისუფალია.

Advertisement

Where is it happening?

Caucasian House კავკასიური სახლი, გალაკრიონის ქუჩა 22, თბილისი, საქართველო,Tbilisi, Georgia

Event Location & Nearby Stays:

Caucasian House \u10d9\u10d0\u10d5\u10d9\u10d0\u10e1\u10d8\u10e3\u10e0\u10d8 \u10e1\u10d0\u10ee\u10da\u10d8

Host or Publisher Caucasian House კავკასიური სახლი

It's more fun with friends. Share with friends

Discover More Events in Tbilisi

\u10e1\u10d0\u10e5\u10d0\u10e0\u10d7\u10d5\u10d4\u10da\u10dd \u10d8\u10e0\u10e9\u10d4\u10d5\u10e1 \u10d4\u10d5\u10e0\u10dd\u10d9\u10d0\u10d5\u10e8\u10d8\u10e0\u10e1!
Sun Oct 20 2024 at 07:00 pm საქართველო ირჩევს ევროკავშირს!

თავისუფლების მოედანი

\u10d8\u10d2\u10d8 \/ IGGY
Sun Oct 20 2024 at 08:00 pm იგი / IGGY

Movement Theatre / მოძრაობის თეატრი

\u10d0\u10d5\u10d4\u10e0\u10e1\u10d8\u10e1 \u10d7\u10d0\u10e1\u10d8
Mon Oct 21 2024 at 12:00 am ავერსის თასი

City Sport

W15 Telavi Open
Mon Oct 21 2024 at 10:00 am W15 Telavi Open

Telavi

SPORTS CALENDAR
\u10d2\u10d0\u10dc\u10d0\u10d7\u10da\u10d4\u10d1\u10d8\u10e1 \u10d2\u10d0\u10db\u10dd\u10e4\u10d4\u10dc\u10d0 - \u10d2\u10d0\u10dc\u10d0\u10d7\u10da\u10d4\u10d1\u10d8\u10e1 \u10d9\u10d0\u10db\u10de\u10d0\u10dc\u10d8\u10d8\u10e1 \u10e8\u10d4\u10db\u10d0\u10ef\u10d0\u10db\u10d4\u10d1\u10d4\u10da\u10d8 \u10e6\u10dd\u10dc\u10d8\u10e1\u10eb\u10d8\u10d4\u10d1\u10d0
Mon Oct 21 2024 at 06:00 pm განათლების გამოფენა - განათლების კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University

\u10dd\u10ef\u10d0\u10ee\u10d8\u10e1 \u10d9\u10dd\u10dc\u10e1\u10e3\u10da\u10e2\u10d8\u10e0\u10d4\u10d1\u10d8\u10e1 \u10e1\u10d0\u10e1\u10d4\u10e0\u10e2\u10d8\u10e4\u10d8\u10d9\u10d0\u10ea\u10d8\u10dd \u10d9\u10e3\u10e0\u10e1\u10d8
Mon Oct 21 2024 at 06:30 pm ოჯახის კონსულტირების სასერტიფიკაციო კურსი

ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია

XXII International User Conference of Geoinformation Systems & Remote Sensing
Tue Oct 22 2024 at 09:30 am XXII International User Conference of Geoinformation Systems & Remote Sensing

13 Shota Rustaveli Ave., Tbilisi, Georgia

BUSINESS CONFERENCES
\u10da\u10d8\u10d3\u10d4\u10e0\u10dd\u10d1\u10d8\u10e1 5 \u10d4\u10dc\u10d0 - \u10d5\u10dd\u10e0\u10e5\u10e8\u10dd\u10de\u10d4\u10d1\u10d8\u10e1 \u10e1\u10d4\u10e0\u10d8\u10d0
Tue Oct 22 2024 at 04:00 pm ლიდერობის 5 ენა - ვორქშოპების სერია

მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა 87, თბილისი, საქართველო

WORKSHOPS
\u10e0\u10dd\u10d2\u10dd\u10e0 \u10d5\u10d0\u10db\u10dd\u10e2\u10d8\u10d5\u10d8\u10e0\u10dd\u10d7 \u10d7\u10d0\u10dc\u10d0\u10db\u10e8\u10e0\u10dd\u10db\u10da\u10d4\u10d1\u10d8?!
Wed Oct 23 2024 at 05:00 pm როგორ ვამოტივიროთ თანამშრომლები?!

TBC Concept - თიბისი კონცეპტი

\u10d8\u10dc\u10e2\u10d4\u10d2\u10e0\u10d8\u10e0\u10d4\u10d1\u10e3\u10da\u10d8 \u10d0\u10e0\u10e2\u10d7\u10d4\u10e0\u10d0\u10de\u10d8\u10d0
Wed Oct 23 2024 at 06:30 pm ინტეგრირებული არტთერაპია

ჩუბინაშვილის 50, Tbilisi, Georgia

\u10d7\u10d5\u10d8\u10d7\u10e1\u10d0\u10d1\u10dd\u10e2\u10d0\u10df\u10d8 \u10e0\u10dd\u10d2\u10dd\u10e0\u10ea \u10ee\u10d0\u10e4\u10d0\u10dc\u10d2\u10d8
Wed Oct 23 2024 at 07:00 pm თვითსაბოტაჟი როგორც ხაფანგი

Terminal University str. 24

IT

What's Happening Next in Tbilisi?

Discover Tbilisi Events