შესყიდვების კონფერენცია 2024
Schedule
Fri Nov 29 2024 at 05:00 pm
UTC+04:00Location
The Biltmore Tbilisi Hotel | Tbilisi, TB
Advertisement
🚀 კომპანია "მარტივი შესყიდვების" ორგანიზებით, 29 ნოემბერს რიგით მეორე "შესყიდვების კონფერენცია 2024" ჩატარდება, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები ისაუბრებენ სიახლეებზე, ინოვაციებზე და გამოწვევებზე.👥 ვისთვის არის საინტერესო?
ღონისძიებას დაესწრება 200-ზე მეტი სტუმარი, რომლებიც არიან შემსყიდველები, ლოგისტიკის და საწყობის მართვის სპეციალისტები, შესყიდვებით დაინტერესებული პირები, კომპანიების წარმომადგენლები მენეჯმენტის სხვადასხვა რგოლიდან.
🎯 ღონისძიება საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც სურს პროფესიული განვითარება და დაინტერესებულია სიახლეებით და საუკეთესო, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო პრაქტიკების გაზიარებით.
ასევე მათთვის, ვისაც სურს დაამყაროს ბიზნეს კავშირები კონფერენციის პარტნიორ კომპანიებთან და, რა თქმა უნდა, მათთვის, ვისაც სურს სხვადასხვა სფეროს კოლეგების გაცნობა და ახალი კავშირების დამყარება.
კონფერენციის თემატიკა შეეხება ორ მიმართულებას, პირველი - შემსყიდველების და შესყიდვების გუნდის განვითარება და ამისათვის საჭირო კომპეტენციები. მოწვეულნი არიან როგორც შესყიდვების, ასევე HR-ის და აკადემიური განათლების წარმომადგენლები.
ხოლო მეორე თემა, მოიცავს შესყიდვების და მიწოდების ჯაჭვის პროცესებს, ბაზრის სიახლეებს, ტენდენციებს და საუკეთესო პრაქტიკებს. მოწვეულნი არიან როგორც სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე შესყიდვების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტები, მათ შორის სტუმარი აზერბაიჯანიდან, რომელიც გააზიარებს როგორც აზერბაიაჯნში ასევე საქართველოში მიღებულ გამოცდილებას.
🎯 კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:
✔️ მოუსმინონ ინდივიდუალურ პრეზენტაციებს და დასვან კითხვები
✔️ მოისმინონ დარგის ექსპერტების მოსაზრებები და ჩაერთონ პანელური დისკუსიაში.
✔️ გაეცნონ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი პარტნიორი კომპანიების შესაძლებლობებსა და სერვისებს
✔️ დაამყარონ მნიშვნელოვანი ბიზნეს კავშირები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.
✔️ მონაწილეობა მიიღონ გათამაშებაში.
🟢 ღონისძიების გენერალური სპონსორები არიან: BDO Digital და Gianti Logistics
🟢 ღონისძიების პარტნიორები: Tenders.ge, Signify, GLG, Veli.store, ლურჯი ოკეანე, Imposti, ბია, IMEP, Sakura Properties, Business House, Lead, Aramex, Hotsale, Itrade, OfficeMart, TreeDesign.
🟢 მედია პარტნიორები: BM.ge, Marketer, BPN (Business Press News), Palitra News
🟡 თქვენც გსურთ ღონისძიების მხარდაჭერა ან საგამოფენო სივრცეში თქვენი კომპანიის და პროდუქტის წარდგენა? დაგვიკავშირდით 📞 599 80 35 30
კომპანია “მარტივი შესყიდვების” მიზანია შესყიდვების სფეროს გაძლიერება და სფეროს პროფესიონალების ერთ სივრცეში შეკრება, საქმიანი კავშირების ხელშეწყობა, მონაწილეებისთვის საუკეთესო გამოცდილების და სიახლეების გაზიარება.
შეხვედრის დეტალები:
📆 29 ნოემბერი, 2024წ.
🕔 17:00 სთ
📍 სასტუმრო: The Biltmore Hotel Tbilisi
💳 ღირებულება:180 ლარი
🎫 ბილეთების შეძენა შესაძლებელია: tkt.ge/ProcurementConference2024
ან რეგისტრაციის გავლით საშუალებით: https://bit.ly/4fiZlUA
ღონისძიების სხვა დეტალები: https://bit.ly/3NFh38J
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
📞599 80 35 30
Advertisement
Where is it happening?
The Biltmore Tbilisi Hotel, Xeme Bar, თბილისი, საქართველო,Tbilisi, GeorgiaEvent Location & Nearby Stays: