ქალღმერთ დალიდან მეფის მხატვარ თევდორემდე

Schedule

Thu, 21 Aug, 2025 at 06:00 am

UTC+04:00

Location

იოსებიძის 57, 0179 Tbilisi, Georgia | Tbilisi, TB

Advertisement
ქალღმერთ დალიდან მეფის მხატვარ თევდორემდე
21,22,23,24 აგვისტო სვანეთში
� სვანეთი ლეგენდების მხარეა. ყოველი აქ გატარებული დღე იმდენად დიდი დღესასწაულია, დამსვენებელს ძილის სურვილს დაუკარგავს.
� ამიტომ წამოსვლამდე კარგად გამოიძინეთ, უთენია, 06:00-ზე ხელოვნებათმცოდნე სალომე ჭანტურიძესთან ერთად ჩვენი ქვეყნის მარგალიტის-სვანეთის სანახავად მივდივართ.
ზუგდიდამდე გამოძინებასაც მოასწრებთ. დადიანების სასახლესთან შევისვენებთ, ქართული პეწი აქ უნდა ვნახოთ. ნამდვილი მეგრული ელარჯი მკლავის სიგრძეზე გავწელოთ და ცხარე, ცხარე საჭმელი დავაგემოვნოთ.
მერე კი ისევ გზა. აქედან კი ძილი დიდი დანაშაულია რადგან სულის მოთქმა გზას კი არა ემოციებს სჭირდება. აი, სწორედ ახლა იწყება თავგადასავალი,ჩვენ სვანეთის მიწაზეშევდგით ფეხი და სალომე ჭანტურიძესთან ერთად,თქვენ სულ სხვა სვანეთში -ქალღმერთ დალის სამყაროში იმოგზაურებთ.
უშბის წვერიდან მომავალი სიოს ჩასუნთქვა ინჰალაციის ყველაზე ძველი მეთოდია. თქვენ მას უსასყიდლოდ მიიღებთ.
მესტიაში ადრეულ საღამოს, ახალი ენერგიით სავსენი მშვიდად მოვისვენებთ და რაკი აგვისტო ამინდების მხრივ, ყველაზე კეთილგანწყობილია საღამოს გასეირნებაც გამოგვივა.
მეორე დღე უშგულისაა. უშგული მხოლოდ სვანეთის კი არა, საქართველოს სადედოფლო გვირგვინია.
უშგულამდე გზა 45 კილომეტრია, მაგრამ აქ ყველა ფეხის ნაბიჯზე რაღაცაა სანახავი, ამიტომ გზის გავლას რამდენიმე საათს მოვანდომებთ.
წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის მონახულება ნებაყოფლობითია, სიყვარულის კოშკთან ფოტოს გადაღება კი - აუცილებელი.
ჩაჟაშის გამოჩენისას, თუ სუნთქვის უკმარისობა იგრძენით, ზღვის დონიდან 2200 მეტრს ნუ დააბრალებთ, უშგულმა ასე იცის. პულსის შემოწმებასაც ნუ იჩქარებთ, დრო ცოტაა, ლამარიას ნახვა და ფოტოების გადაღება უნდა მოვასწროთ. ასეთი ფერის სვანეთი ბევრს უნახავს, გგონიათ?
� ადგილობრივი კუბდარი სულ სხვაა. ალალი და კიდევ უფრო გემრიელი, ვიდრე აქამდე გაგისინჯავთ.
რა დაგღლით ცხრათავიანი შხარას ცქერით, მაგრამ სანახავი კიდევ ბევრი გვაქვს და მესტიაში დავბრუნდებით.
მესამე დღე ისეთი იშვიათი ტაძრები უნდა გაჩვენოთ, ყველა მოგზაურობაში რომ ვერ ნახავთ. იცოდით, რომ საქართველოში სეფისკვერის ფორმის ტაძარი გვაქვს?
ჩვენი მეგზური ხელოვნებათმცოდნე სალომე ჭანტურიძეა, მოგზაურობის ოთხივე დღე და გზა თქვენ ქართული ხელოვნების ისტორიის ლექციებს მოისმენთ. მსგავსი გამოცდილება განუმეორებელია, ამიტომ თუ გცალიათ და ამ ტურს მაინც გამოტოვებთ, ეს ამბავი აღსარებაში მოინანიეთ!

სანახავი ადგილების სია:
1. ორსართულიანი, კრიპტიანი ლაღამის ეკლესია
2. „კლდის ვეფხვის“ მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი.
3. სიყვარულის კოშკი
4. უშგული
5. ჩაჟაში, მურყმელი, ჟიბიანი, ჩვიბიანი და ლამჯური
6. ლაგურკა
7. წმინდა ბარბარეს
8. სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
9. მაცხვარიშის ეკლესია
10. დადიანების სასახლე
11. ჰაწვალი
12. მესტიის ლუდის დაგემოვნება
13 ქორულდის ტბები (ჯგუფთან შეთანხმების შემდეგ)
ტურის საფასურია 480 ლარი
საფასურში შედის:
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით;
შიდა მოგზაურობა დელიკით უშგულში
განთავსება სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ სახლში საუზმით; (1 ადგილი ორადგილიან ნომერში)
საუზმე 2 ჯერ
ლუდი ფართი
საფასურში არ შედის:
სადილი, ვახშამი
მუზეუმის ბილეთები
ერთ ადგილიან ნომერში განთავსება (ემატება 225 ლარი)
ჰაწვალის საბაგირო გზით სარგებლობა
სუვენირების შეძენა
მასაჟი
დამატებით 2-3 დღე დარჩენა
სამარშრუტო ტაქსიში მძღოლის გვერდით ან მძღოლის ადგილას ჯდომა
ადგილების დარჩენილი რაოდენობა 5
Advertisement

Where is it happening?

იოსებიძის 57, 0179 Tbilisi, Georgia, თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Event Location & Nearby Stays:

\u10e4\u10d0\u10e1\u10d9\u10e3\u10dc\u10ef\u10d8 - \u10d2\u10e3\u10e0\u10d0\u10db \u10db\u10d4\u10d2\u10e0\u10d4\u10da\u10d8\u10e8\u10d5\u10d8\u10da\u10d8\u10e1 \u10ec\u10d4\u10e0\u10d8\u10e1 \u10e1\u10d0\u10d0\u10d5\u10e2\u10dd\u10e0\u10dd \u10e1\u10d9\u10dd\u10da\u10d0

Host or Publisher ფასკუნჯი - გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლა

It's more fun with friends. Share with friends

Discover More Events in Tbilisi

\u10e1\u10d8\u10dc\u10d0\u10d7\u10da\u10d4 \u10d0\u10e0 \u10e3\u10dc\u10d3\u10d0 \u10e9\u10d0\u10e5\u10e0\u10d4\u10e1 - \u10e4\u10d0\u10e0\u10dc\u10d4\u10d1\u10d8\u10e1 \u10db\u10d0\u10e0\u10e8\u10d8 \u10d3\u10d0 \u10e4\u10dd\u10e2\u10dd\u10d2\u10d0\u10db\u10dd\u10e4\u10d4\u10dc\u10d0
Thu, 21 Aug at 08:00 pm სინათლე არ უნდა ჩაქრეს - ფარნების მარში და ფოტოგამოფენა

პირველი რესპუბლიკის მოედანი

\u10d0\u10e0\u10d0 \u10e3\u10e1\u10d0(\u10e1\u10d0)\u10db\u10d0\u10e0\u10d7\u10da\u10dd\u10d1\u10d0\u10e1 - \u10d0\u10e5\u10ea\u10d8\u10d0 \u10e3\u10d6\u10d4\u10dc\u10d0\u10d4\u10e1 \u10e1\u10d0\u10e1\u10d0\u10db\u10d0\u10e0\u10d7\u10da\u10dd\u10e1\u10d7\u10d0\u10dc
Thu, 21 Aug at 08:00 pm არა უსა(სა)მართლობას - აქცია უზენაეს სასამართლოსთან

ძმები ზუბალაშვილების ქუჩა 32, თბილისი, საქართველო

\u10d7\u10e3\u10e8\u10d4\u10d7\u10d8 3 \u10d3\u10e6\u10d8\u10d0\u10dc\u10d8 \u10e2\u10e3\u10e0\u10d8: 22, 23, 24 \u10d0\u10d2\u10d5\u10d8\u10e1\u10e2\u10dd
Fri, 22 Aug at 05:00 am თუშეთი 3 დღიანი ტური: 22, 23, 24 აგვისტო

საქართველოს ბილიკებზე

\u10ee\u10d4\u10d5\u10e1\u10e3\u10e0\u10d4\u10d7\u10d8\u10e1 3 \u10d3\u10e6\u10d8\u10d0\u10dc\u10d8 \u10e2\u10e3\u10e0\u10d8
Fri, 22 Aug at 06:00 am ხევსურეთის 3 დღიანი ტური

ხევსურეთი

\u0410\u043d\u0434\u0440\u0435\u0439 \u041c\u0430\u043a\u0430\u0440\u0435\u0432\u0438\u0447 \u0438 \u042d\u0439\u043d\u0430\u0442 \u041a\u043b\u044f\u0439\u043d "Wine&Jazz" \u0432 \u0422\u0431\u0438\u043b\u0438\u0441\u0438
Fri, 22 Aug at 08:00 pm Андрей Макаревич и Эйнат Кляйн "Wine&Jazz" в Тбилиси

ბაზარი • Bazari

MUSIC ENTERTAINMENT
Papuna Sharikadze Trio
Fri, 22 Aug at 09:00 pm Papuna Sharikadze Trio

8 Sioni st., Tbilisi, Georgia

MUSIC ENTERTAINMENT
\u10d3\u10d4\u10d3\u10d0\u10d7\u10d0 \u10db\u10dd\u10dc\u10d0\u10e1\u10e2\u10e0\u10d4\u10d1\u10d8 \u10eb\u10d0\u10db\u10d0\u10e1 \u10ee\u10d4\u10dd\u10d1\u10d0\u10e8\u10d8
Sat, 23 Aug at 09:00 am დედათა მონასტრები ძამას ხეობაში

Gigantic Bicycle გიგანტური ველოსიპედი

\u10e4\u10e0\u10d8\u10dc\u10d5\u10d4\u10da\u10d4\u10d1\u10d6\u10d4 \u10d3\u10d0\u10d9\u10d5\u10d8\u10e0\u10d5\u10d4\u10d1\u10d0 \u10ef\u10d0\u10d5\u10d0\u10ee\u10d4\u10d7\u10d8\u10e1 \u10e2\u10d1\u10d4\u10d1\u10d6\u10d4 | Birding at Javakheti Lakes
Sun, 24 Aug at 07:00 am ფრინველებზე დაკვირვება ჯავახეთის ტბებზე | Birding at Javakheti Lakes

Gigantic Bicycle გიგანტური ველოსიპედი

MEETUPS PHOTOGRAPHY
\u10e5\u10d0\u10da\u10e6\u10db\u10d4\u10e0\u10d7 \u10d3\u10d0\u10da\u10d8\u10d3\u10d0\u10dc \u10db\u10d4\u10e4\u10d8\u10e1 \u10db\u10ee\u10d0\u10e2\u10d5\u10d0\u10e0 \u10d7\u10d4\u10d5\u10d3\u10dd\u10e0\u10d4\u10db\u10d3\u10d4
Thu, 21 Aug at 06:00 am ქალღმერთ დალიდან მეფის მხატვარ თევდორემდე

იოსებიძის 57, 0179 Tbilisi, Georgia

\u10d7\u10e3\u10e8\u10d4\u10d7\u10d8 3 \u10d3\u10e6\u10d8\u10d0\u10dc\u10d8 \u10e2\u10e3\u10e0\u10d8: 22, 23, 24 \u10d0\u10d2\u10d5\u10d8\u10e1\u10e2\u10dd
Fri, 22 Aug at 05:00 am თუშეთი 3 დღიანი ტური: 22, 23, 24 აგვისტო

საქართველოს ბილიკებზე

\u10ee\u10d4\u10d5\u10e1\u10e3\u10e0\u10d4\u10d7\u10d8\u10e1 3 \u10d3\u10e6\u10d8\u10d0\u10dc\u10d8 \u10e2\u10e3\u10e0\u10d8
Fri, 22 Aug at 06:00 am ხევსურეთის 3 დღიანი ტური

ხევსურეთი

\u10e4\u10e0\u10d8\u10dc\u10d5\u10d4\u10da\u10d4\u10d1\u10d6\u10d4 \u10d3\u10d0\u10d9\u10d5\u10d8\u10e0\u10d5\u10d4\u10d1\u10d0 \u10ef\u10d0\u10d5\u10d0\u10ee\u10d4\u10d7\u10d8\u10e1 \u10e2\u10d1\u10d4\u10d1\u10d6\u10d4 | Birding at Javakheti Lakes
Sun, 24 Aug at 07:00 am ფრინველებზე დაკვირვება ჯავახეთის ტბებზე | Birding at Javakheti Lakes

Gigantic Bicycle გიგანტური ველოსიპედი

MEETUPS PHOTOGRAPHY
\u10e1\u10ee\u10d5\u10d0 \u10d7\u10e3\u10e8\u10d4\u10d7\u10d8 28-29-30-31
Thu, 28 Aug at 12:00 am სხვა თუშეთი 28-29-30-31

ველოსიპედის ძეგლი

\u10ee\u10d4\u10d5\u10e1\u10e3\u10e0\u10d4\u10d7\u10d8: \u10d0\u10e0\u10ee\u10dd\u10e2\u10d8
Sun, 31 Aug at 07:00 am ხევსურეთი: არხოტი

ლარეხის 11, Tbilisi, Georgia

\u10ef\u10e3\u10dc\u10d2\u10da\u10d4\u10d1\u10d8, \u10e8\u10d0\u10db\u10d0\u10dc\u10d4\u10d1\u10d8, \u10d4\u10d5\u10d4\u10e0\u10d4\u10e1\u10e2\u10d8
Sat, 27 Sep at 03:00 pm ჯუნგლები, შამანები, ევერესტი

იოსებიძის 57, 0179 Tbilisi, Georgia

\u10e8\u10d5\u10d4\u10d8\u10ea\u10d0\u10e0\u10d8\u10d8\u10e1 \u10ef\u10d2\u10e3\u10e4\u10e3\u10e0\u10d8 \u10e2\u10e3\u10e0\u10d8
Thu, 02 Oct at 12:00 am შვეიცარიის ჯგუფური ტური

აღმაშენებლის გამზ 179, 0112 Tbilisi, Georgia

GEORGIA - Trekking nello Svaneti
Mon, 06 Oct at 07:00 am GEORGIA - Trekking nello Svaneti

Georgia

TRIPS-ADVENTURES TREKKING

What's Happening Next in Tbilisi?

Discover Tbilisi Events