ფენიქსის ორდენი: გიორგი ანწუხელიძისა და გურამ გაბესკირიას ნაკადი

Schedule

Sat, 21 Nov, 2026 at 10:00 am

UTC+04:00
Location

თერგის ქუჩა N14ა, Tbilisi, Georgia | Tbilisi, TB

Advertisement
ფენიქსის ორდენი აცხადებს მიღებას გიორგი ანწუხელიძისა და გურამ გაბესკირიას სახელობის ნაკადებზე. მონაწილეობა შეუძლიათ X, XI, XII კლასის მოსწავლეებს და I, II, III კურსის სტუდენტებს.
რას გთავაზობთ?
📚 დღევანდელი რეალობისთვის აქტუალური ცოდნის შეძენას: შესაძლებლობა გექნება ისწავლო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, AI-ის გამოყენება, ეკონომიკა, სტრატეგიული კომუნიკაცია, დებატები & საჯარო გამოსვლების ხელოვნება და სხვა.
🚀 პრაქტიკული უნარების განვითარებას: შენ არ იქნები მხოლოდ მსმენელი, არამედ აქტიურად ჩაერთვები როლურ თამაშებში, სიმულაციებსა და სხვა აქტივობებში.
🫂 სოციალიზაციას და ახალი მეგობრების შეძენას: ყოველ შაბათ-კვირას შეხვდები თანატოლებს, გაიჩენ მეგობრებს და ერთად განავითარებთ იდეებს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.
🏕️ ფენიქსის ორდენის წევრობას: კურსის დასრულების შემდეგ გახდები ფენიქსის ორდენის წევრი და აკადემიის დიდი ოჯახის ნაწილი, რაც მოიცავს:
- სხვადასხვა კლუბში გაწევრიანების შესაძლებლობას, იქნება ეს სამაგიდო თამაშების კლუბი, დებატების კლუბი, კინოკლუბი თუ სხვა;
- სპეციალურად ფენიქსის ორდენის წევრებისთვის დაორგანიზებულ ლექციებსა და ტრენინგებზე დასწრების უფლებას;
- საქართველოს მომავლის აკადემიის სხვა პროექტებსა და აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
- ჩვენთან სტაჟირების გავლის უპირატეს შესაძლებლობას, და სხვა.
📲 ფენიქსის ორდენში მონაწილეობის მისაღებად, შეავსე მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს
16 ნოემბრისა:
https://forms.gle/NTJsV9nW8cAHx4Fk6
📍🗓 სწავლება დაიწყება 21 ნოემბერს.
შეხვედრები ჩატარდება თბილისში, ყოველ შაბათ-კვირას, 5 კვირის განმავლობაში. ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ და სხვა დეტალები შერჩეულ კანდიდატებს ელ-ფოსტის საშუალებით ეცნობებათ.
ფენიქსის ორდენში მონაწილეობა უფასოა და შერჩეულ მონაწილეთათვის დაფინანსებულია საქართველოს მომავლის აკადემიის მიერ.
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდი: [email protected]
კეთილი სურვილებით,
საქართველოს მომავლის აკადემიის გუნდი
Advertisement

Where is it happening?

თერგის ქუჩა N14ა, Tbilisi, Georgia

Event Location & Nearby Stays:

Know what’s Happening Next — before everyone else does.
\u10e1\u10d0\u10e5\u10d0\u10e0\u10d7\u10d5\u10d4\u10da\u10dd\u10e1 \u10db\u10dd\u10db\u10d0\u10d5\u10da\u10d8\u10e1 \u10d0\u10d9\u10d0\u10d3\u10d4\u10db\u10d8\u10d0
Host or Publisherსაქართველოს მომავლის აკადემია

Ask AI if this event suits you