სტამბოლი და პრინცების კუნძულები, ჯგუფური ტური თვითმფრინავით

Schedule

Fri, 23 Oct, 2026 at 06:00 am to Mon, 26 Oct, 2026 at 10:00 pm

UTC+03:00
Location

Istanbul, Turkey | Istanbul, IB

Advertisement
📣 ტურისტული კომპანია Dgl Tours — დი ჯი ელი. ✈️ თბილისიდან, თვითმფრინავით
📅 23–24–25–26 ოქტომბერს გთავაზობთ სრულ, ოთხდღიან ტურს შემოდგომის ულამაზეს სტამბოლში — 585 ლარიდან 🇹🇷
ქალაქი, რომელიც უბრალოდ არ უნდა ნახო — უნდა შეიგრძნო... ✨ ოთხი დაუვიწყარი დღე სტამბოლში — ქალაქში, სადაც ევროპა და აზია ერთმანეთს ხვდება, ისტორია და თანამედროვეობა გვერდიგვერდ ცხოვრობს, ვიწრო ქუჩებში კი აღმოსავლური ბაზრების სურნელი ტრიალებს...
ჩვენს ტურში თქვენ ნახავთ სტამბოლის ისტორიულ ძეგლებსა და უძველეს უბნებს, მოინახულებთ მართლმადიდებლურ სიწმინდეებს, გაისეირნებთ ღამის ბოსფორზე, გემით გაემგზავრებით პრინცების კუნძულებზე, გექნებათ თავისუფალი დროც საყიდლებისთვის, სეირნობისა და სტამბოლის განსაკუთრებული ატმოსფეროს შესაგრძნობად.
I დღე — ძველი სტამბოლი და ბოსფორი
✔️ ადრეული ჩაფრენა სტამბოლში
✔️ ტრანსფერი სასტუმროში
✔️ დავისვენებთ ცოტა ხნით,
შემდეგ კი დავიწყებთ სითი ტურს სტამბოლის ისტორიულ გულში:
✔️ სულთან აჰმედის მოედანი — სტამბოლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და შთამბეჭდავი ადგილი
✔️ ბაზილიკის ცისტერნა — მიწისქვეშა სამყაროს მსგავსი უნიკალური ისტორიული ნაგებობა. 35€-ს შესაბამისი ლირა — სურვილისამებრ
✔️ აია სოფია — ბიზანტიური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი ძეგლი. ტურისტებისთვის შესვლა შესაძლებელია მეორე სართულზე. 25€-ის შესაბამისი ლირა — სურვილისამებრ
✔️ თოფქაფის სასახლე — ოსმალეთის სულთნების მთავარი რეზიდენცია, საიდანაც იმპერია დაახლოებით 400 წლის განმავლობაში იმართებოდა
55€-ის შესაბამისი ლირა — სურვილისამებრ
✔️ სულთან აჰმედის ლურჯი მეჩეთი
✔️ რომაული იპოდრომი
🌙 19:20 — საღამოს კრუიზი ბოსფორზე
✨ ტრანსფერი + თურქული ღამის შოუ + ვახშამი 55€
✔️ ღამისთევა სასტუმროში
II დღე — სტამბოლის მართლმადიდებლური სიწმინდეები და დოლმაბაჰჩე
✔️ საუზმე სასტუმროში
✔️ ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარი — ბიზანტიის იმპერიაში აია სოფიას შემდეგ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიწმინდე. აქ არის სასწაულმოქმედი წყარო. საუკუნეების განმავლობაში ვლაქერნაში ინახებოდა ღვთისმშობლის სარტყელი და გადმოცემით, ლუკა მახარებლის მიერ შესრულებული ღვთისმშობლის ხატი — ოდიგიტრია
✔️ წმინდა სტეფანეს ბულგარული მართლმადიდებლური ეკლესია — ცნობილი „რკინის ეკლესია“, XIX საუკუნის უნიკალური ნაგებობა
✔️ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო — წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარი და მსოფლიო საპატრიარქოს რეზიდენცია
✔️ ფენერის ისტორიული უბანი — ფერადი სახლები, ძველი ქუჩები და განსაკუთრებული სტამბოლური ატმოსფერო
✔️ დოლმაბაჰჩეს სასახლე — ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული სასახლე ბოსფორის სანაპიროზე 45€-ს შესაბამისი ლირა
✔️ დაბრუნება სასტუმროში
III დღე — პრინცების კუნძულები, ისტიკლალი და გალათა
✔️ 07:50 — საუზმე სასტუმროში
✔️ 08:15 — გემით გავემგზავრებით პრინცების კუნძულებზე. მოვინახულებთ ორ კუნძულს: ბუიუქადას და კინალიადას
✔️ სადილი ბორანზე
ბორანის სრული ტური ტრანსფერის ჩათვლით — 45€
✔️ „ლევინსონის“ ტყავის მაღაზიაში მოდელების გამოფენა-გაყიდვა
✔️ დაახლოებით 18:00 — დაბრუნება სტამბოლში
✔️ სტამბოლის საფირონი — İstanbul Sapphire 🏙️
სტამბოლის ერთ-ერთი ცნობილი თანამედროვე ცათამბჯენი ლევენთის რაიონში, რომლის ზედა სართულზე მდებარე პანორამული ტერასიდან ქალაქის ულამაზესი ხედები იშლება. აქედან სრულიად განსხვავებულ სტამბოლს დავინახავთ — ბოსფორს, ევროპულ და აზიურ მხარეებსა და უსასრულოდ გადაჭიმულ ქალაქს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია მზის ჩასვლისა და საღამოს საათებში, როცა სტამბოლი ნელ-ნელა ინთება. ✨
➡️ საფირონზე ასვლა — სურვილისამებრ.
⚠️ ბილეთის ღირებულებას ტურის წინ გადავამოწმებთ, რადგან მხოლოდ თურქეთის მოქალაქეებისთვის წერია ფასი, ასევე ეს ლოკაცია გვაქვს პირველად.
✔️ გასეირნება ულამაზეს ისტიკლალის ქუჩაზე — სტამბოლის ერთ-ერთ ყველაზე ცოცხალ და პოპულარულ გამზირზე, სადაც უამრავი ცნობილი ბრენდის მაღაზია, კაფე და რესტორანია
❤️ ჩვენი სასტუმრო ისტიკლალთან, ტაქსიმის მოედნის სიახლოვეს მდებარეობს, ამიტომ საღამოობით დამოუკიდებლადაც შეძლებთ სეირნობას ყოველ საღამოს.
✔️ გალათას კოშკი კოშკზე ასვლა — 30€ სურვილისამებრ. გალათას კოშკთან კი შეგიძლიათ დააგემოვნოთ ცნობილი ჩიზქეიქი და გადაიღოთ ულამაზესი სამახსოვრო ფოტოები.
✔️ დაბრუნება სასტუმროში
IV დღე — თავისუფალი დღე და კიდევ ერთი სტამბოლური გასეირნება
✔️ საუზმე სასტუმროში
✔️ თავისუფალი დრო
ვისაც სურვილი ექნება, გამომყვებით ემინონუს მოედანზე და ერთად მოვინახულებთ:
✔️ სულეიმანიეს მეჩეთს
✔️ სულთან სულეიმან დიდებულისა და ჰიურემ სულთნის მავზოლეუმებს
✔️ ცნობილ ეგვიპტურ — სანელებლების ბაზარს, სადაც აღმოსავლეთის ფერები და სურნელები განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის
✈️ საღამოს — ტრანსფერი აეროპორტში და გამომგზავრება თბილისის მიმართულებით.
⚠️ გაითვალისწინეთ: თურქეთში ფასების ცვლილების გამო შესაძლებელია მუზეუმებისა და სხვა ტურისტული ობიექტების ბილეთების ღირებულება შეცვლილი დაგვხვდეს.
➡️ ასევე, სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო შესაძლებელია ტურის განმავლობაში სანახავი ობიექტების დღეებისა და თანმიმდევრობის გადაადგილება.
💰 ტურის ღირებულება ავიაბილეთის გარეშე — 585₾
⭕ ღირებულებაში შედის:
➡️ სამოგზაურო დაზღვევა
➡️ 4★ სასტუმრო — 3 ღამე, სტამბოლის ცენტრში, ტაქსიმის მოედნისა და ისტიკლალის სიახლოვეს
➡️ საუზმე
➡️ ქალაქის ტურისტული მოსაკრებელი
➡️ კომპანიის ქართულენოვანი გამყოლის მომსახურება მთელი ტურის განმავლობაში
➡️ პროფესიონალი ადგილობრივი გიდის მომსახურება მომლოცველობით დღეს
⭕ ღირებულებაში არ შედის:
➡️ ავიაბილეთი თბილისი–სტამბოლი–თბილისი — 4 კგ ხელბარგით
➡️ ტრანსფერი თურქეთში: აეროპორტი–სასტუმრო–აეროპორტი — ორივე ტრანსფერი 40€
➡️ ზოგიერთ ადგილას საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების საფასური
➡️ ზემოთ მითითებული ფასიანი ექსკურსიებისა და მუზეუმების ბილეთები
➡️ პრინცების კუნძულებისა და ბოსფორის კრუიზის საფასური
➡️ სადილები და ვახშმები, გარდა იმ შემთხვევებისა, სადაც პროგრამაში მითითებულია
⭕ თურქეთში მოგზაურობისთვის აუცილებელია:
➡️ მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი ან პირადობის მოწმობა (ID ბარათი)
➡️ დოკუმენტს გამგზავრების თარიღიდან 6 თვის მოქმედების ვადა უნდა ჰქონდეს — გთხოვთ, დაჯავშნამდე გადაამოწმოთ
➡️ ფასი მოცემულია 1 ადამიანზე, ორადგილიან ან სამადგილიან ნომერში
➡️ ვისაც ნომერში მარტო განთავსება სურს, დაემატება ერთადგილიანი ნომრის ღირებულება
➡️ ავიაბილეთის შეძენა ხდება წინასწარ. ფასები ცვალებადია, ამიტომ დაგვიკავშირდით და მიმდინარე ღირებულებას გადავამოწმებთ ტუროპერატორთან.
⭕ ადგილების დაჯავშნა და თანხის დაბრუნების პირობები:
ადგილების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით წინასწარ. გამოგიგზავნით საბანკო ანგარიშის ნომრებს, სადაც ჩარიცხავთ ტურის საფასურს.
❗ ჩარიცხვისას აუცილებლად მიუთითეთ: სახელი, გვარი, ტურის დასახელება და თარიღი.
❗ თუ ტურზე წამოსვლას ვერ შეძლებთ, ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება და არც სხვა ტურზე გადაიტანება.
❗ ავიაბილეთის თანხა არ ბრუნდება და ბილეთი სხვა პირის სახელზე არ ფორმდება.
❗ თუ საზღვრის გადაკვეთისას პრობლემა წარმოიშვა მგზავრის დოკუმენტის, შეზღუდვის ან სხვა პირადი მიზეზის გამო, გადახდილი თანხა არ ანაზღაურდება. ამიტომ გთხოვთ, გამგზავრებამდე ყურადღებით გადაამოწმოთ ყველა საჭირო დოკუმენტი.
➡️ არასრულწლოვნისთვის:
საჭიროა დაბადების მოწმობა + ID ბარათი ან საზღვარგარეთის პასპორტი. თუ არასრულწლოვანი მიემგზავრება მხოლოდ ერთ მშობელთან ერთად, წინასწარ გადაამოწმეთ მეორე მშობლის ნოტარიული თანხმობის საჭიროება.
📞 დაგვიკავშირდით:
597 53 79 79 — თამარი | WhatsApp
598 18 19 72 — თამარი | Viber
❤️ სტამბოლი ის ქალაქია, სადაც ერთხელ ჩასვლა იშვიათად კმარა...
ჩვენ კი ოთხ დღეში შევეცდებით გაჩვენოთ მისი სხვადასხვა სახე — ისტორიული, სულიერი, აღმოსავლური, თანამედროვე და ღამის ბოსფორიდან დანახული ზღაპრული სტამბოლი.
#dgltours #discovergeorgialand
Advertisement

Where is it happening?

Istanbul, Turkey

Event Location & Nearby Stays:

Know what’s Happening Next — before everyone else does.
Dgl Tours
Host or PublisherDgl Tours

Ask AI if this event suits you