საბერძნეთი: სალონიკი, ასპროვალტა, ვერია, ედესა, ლუტრა პოზარ ხუთდღიანი ტური

Schedule

Thu, 16 Oct, 2025 at 06:00 pm to Mon, 20 Oct, 2025 at 08:20 pm

UTC+03:00

Location

Tesalónica, Grecia. | Thessaloniki, TN

Advertisement
📣პირველად საქართველოდან
გთავაზობთ სალონიკის სრულიად განსხვავებულ ტურს – იქ, სადაც ისტორია, ბუნება და ზღვა ერთდება!
✨️ ვერია • ედესა • ლოუტრა პოზარ • ასპროვალტა.
🆕 უნიკალური მარშრუტი, რომელიც აქამდე არავის არ ჰქონია – მხოლოდ Dgl Tours-თან ერთად!
16-17-18-19-20 ოქტომბერს გთავაზობთ ხუთდღიან ტურს საბერძნეთში 870 ლარიდან!
I დღე:
✔️საღამოს ჩაფრენა სალონიკის აეროპორტში
✔️ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმრომდე.
✔️ღამისთევა სასტუმროში
II დღე
✔️ დილის საუზმე სასტუმროში
✔️ 09:00 გასვლა ასპროვალტას მიმართულებით
✔️მგზავრობას ბიწყებთ კომფორტული მიკროავტობუსით ეგეოსის ზღვის თერმის ყურისკენ, გზად შთამაგონებელი ხედებით.
✔️ წმინდა მარინეს ტაძარი (Agia Marina) გავჩერდებით ~30–40 წთ, რომელიც მიჩნეულია სასწაულმოქმედად. სადაც დაგხვდება მშვიდი ატმოსფერო ულამაზეს ბუნების წიაღში.
✔️ ზღვისპირა კურორტი ასპროვალტა (Asprovalta)
მზე, ზღვა და დასვენება ულამაზეს სანაპიროზე! ოქროსფერი პლიაჟი, თბილი და სუფთა წყლით, რომელსაც "ლურჯი დროშის" ხარისხი აქვს მინიჭებული
✔️სადილი ქართულ რესტორანში „სვანი“
სადაც დაგხვდებათ როგორც ქართული ნაცნობი გემოები, ასევე ბერძნული სამზარეულო.
✔️ საღამოს გამგზავრება სალონიკში და სასტუმროში განთავსება
III დღე
✔️ საუზმე სასტუმროში
✔️09:00-ზე გავდივართ ვერიას მიმართულებით, სადაც მოვინახულებთ მოვინახულებთ ტურის მთავარ ღირშესანიშნაობებს:
✔️ ვერია (Veria) – 70 კმ, ~1 სთ ვერია უძველესი ბერძნული ქალაქია, მდიდარი ბიბლიური, ბიზანტიური და კლასიკური მემკვიდრეობით.
✔️ წმ. პავლეს ქადაგების ადგილი (Bema of Apostle Paul)
– გადმოცემის თანახმად, წმინდა პავლემ სწორედ აქ იქადაგა ქალაქის მოსახლეობისთვის ქრისტიანობა.
✔️ ძველი ებრაული კვარტალი (Barbouta)
– თვალწარმტაცი უბანი ოსმალური და ებრაული არქიტექტურით, რომელიც ასახავს ქალაქის მრავალფეროვან წარსულს.
✔️ ბიზანტიური მუზეუმი ან წმ. მარკოზის ეკლესია
– ხელმისაწვდომია უნიკალური ხატები და ბიზანტიური პერიოდის ნაშთები.
✔️ ლუტრა პოზარ (Pozar Thermal Baths) – 35 კმ, ~40 წთ
ლუტრას თერმული წყლები მთიდან მოედინება და საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა სამკურნალოდ.
✔️ გარე თერმული აუზები
– ბუნებრივი წყლები მდინარის პირას
✔️ შიდა სპა ცენტრები და წყლის ჩანჩქერი
– სურვილისამებრ შესაძლებელია პრივატული აუზის დაქირავებაც ან მასაჟის მიღება.
✔️ ბუნებრივი ბილიკები და ყავის დასალევი კაფეები
– სუფთა ჰაერი და მთის ხედები ამ ადგილს დაუვიწყარს ხდის.
✔️ ედესა (Edessa) – 45 კმ, ~45 წთ ედესა ცნობილია როგორც "ჩანჩქერების ქალაქი" თავისი უნიკალური ბუნებრივი გარემოთი.
✔️ ედესას ჩანჩქერები (Karanos Waterfalls)
– საბერძნეთის ყველაზე შთამბეჭდავი ჩანჩქერები, საოცარი პანორამული ხედებით.
✔️პარკი და ჩანჩქერების მუზეუმი
– ულამაზესი ბოტანიკური ბაღი, ჩანჩქერის ქვეშ ჩამავალი ბილიკი და ბუნებრივი გამოქვაბულები.
✔️ ფოლკლორის მუზეუმი Folklore Museum ( სურვილისამებრ)
– ადგილობრივი ტრადიციებისა და კულტურის გაცნობა.
✔️საღამოს დაბრუნება სალონიკის სასტუმროში.
IV დღე
✔️ დილის საუზმე სასტუმროში
✔️ციმისკის ქუჩაზე შოპინგი
✔️თურქული ბაზარი (ბიტ ბაზარი)
✔️17:00 არისტოტელეს მოედანი. მოედანზე არისტოტელეს ქანდაკება დგას და თქმულებიდან გამომდინარე, არისტოტელეს ცერა თითს ვინც შეეხება და სურვილს ჩაიფიქრებს ,აუცილებლად აუსრულდებაო.
✔️თეთრი კოშკი -სალონიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლია და მისი სიმაღლე 27 მეტრია
✔️გემით გასეირნება ეგეოსის ზღვაზე
✔️საღამოს დაბრუნება სასტუმროში
V დღე
✔️საუზმე საატუმროში
✔️ტრიუმფალური თაღი “კამარა”
✔️როტონდა
✔️ წმ დიმიტრი თესალონიკელის ტაძარი (მიწისქვეშა მუზეუმი)
✔️დავაგემოვნებთ ბერძნული სამზარეულოს.
✔️17:30 ტრანსფერი აეროპორტში
⭕️ მითითებულ თანხაში შედის:
➡️3* სასტუმრო ქალაქის ცენტრში 4 ღამით
➡️საუზმე
➡️სამოგზაურო დაზღვევა
➡️გამყოლი კომპანიიდან
➡️ქალაქის გადასახადები და მოსკრებელი 25€
⭕️ ღირებულებაში არ შედის :
➡️ავიაბილეთები 10კგ. ხელბარგით (40×30×20 ზურგჩანთა)ბილეთების ფასები ცვალებადია, ამიტომ ვერ ვწერთ და გთხოვთ გადაამოწმოთ ჩვენს ტუროპერატორთან დაჯავშნის წინ.
➡️ტრანსფერი თბილისი-ქუთაისი-თბილისი- 50 ლ
➡️ 20 ადგილიანი მიკროავტობუსით მომსახურება ორი სრული დღის განმავლობაში
1.სალონიკი-ასპროვალტა-სალონიკი
2. სალონიკი-ვერია-ლუტრა პოზარ-ედესა-სალონიკი , ორივე დღის თანხა: 100€
➡️სადილები და ვახშმები
➡️ ტრანსფერი აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი 40€, მაგრამ შესაძლებელია საზოგადოებრივი ავტობუსით მისვლა აეროპორტი- სასტუმრო-აეროპორტი: 4€.
⭕️აუცილებლად გასათავლისწინებელი:
✔️ ტურის დასაჯავშნად აუცილებლად უნდა ჩაირიცხოს ბილეთის თანხა წინასწარ, დანარჩენი ტურის გასვლამდე მინიმუმ 10 დღით ადრე.
✔️ ავია კომპანიის მხრიდან თუ წარმოიქმნება რაიმე ხარვეზი, ასევე რაიმე გაუთვალისწინებელი ცვლილებები ჩვენ, ტურისტული კომპანია არ ვაგებთ პასუხს!
✔️აუცილებელია საზღვარგარეთის პასპორტი მინიმუმ 6 თვის ვადით.
✔️გაითვალისწინეთ, თუ თქვენ ვერ შეძლებთ ტურზე წამოსვლას ავია ბილეთების თანხა არ ბრუნდება და არც სხვა ტურზე გაიცვლება. ასევე არც ტურის თანხა არ ბრუნდება.
⭕ადგილების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
📞597537979 თამარი WhatsApp
📞598181972 თამარი Viber
Advertisement

Where is it happening?

Tesalónica, Grecia., Thessaloníki, Thessaloniki, Greece

Event Location & Nearby Stays:

Dgl Tours

Host or Publisher Dgl Tours

It's more fun with friends. Share with friends

Discover More Events in Thessaloniki

Eris - Disruption Ignites Spark | Thur 16 Oct | 19:30
Thu, 16 Oct at 07:30 pm Eris - Disruption Ignites Spark | Thur 16 Oct | 19:30

Υψιλον

Boardgames Meetup (Registration is mandatory)
Thu, 16 Oct at 08:00 pm Boardgames Meetup (Registration is mandatory)

Thessaloniki

MEETUPS CONTESTS
TheWeeknx X Drake [ SKG ]
Thu, 16 Oct at 10:00 pm TheWeeknx X Drake [ SKG ]

Eightballclub

5 Years Street Party @Zeus is Loose Hostel \u26a1\ufe0f From Chaos to Cosmos!
Sat, 04 Oct at 05:00 pm 5 Years Street Party @Zeus is Loose Hostel ⚡️ From Chaos to Cosmos!

Kleisouras 13, 54631 Thessaloníki, Greece

PARTIES ENTERTAINMENT
\u03a3\u0391\u0392. 18\/10: GREEN \u03a0\u0395\u0396\u039f\u03a0\u039f\u03a1\u0399\u0391 \u03a3\u03a4\u0391 \u03a3\u03a4\u0395\u039d\u0391 \u03a4\u03a3\u0399\u0393\u0393\u0391\u039d\u0391\u03a3!
Sat, 18 Oct at 07:30 am ΣΑΒ. 18/10: GREEN ΠΕΖΟΠΟΡΙΑ ΣΤΑ ΣΤΕΝΑ ΤΣΙΓΓΑΝΑΣ!

Πευκοδασος

TRIPS-ADVENTURES
19\/10 \u03a0\u0395\u0396\u039f\u03a0\u039f\u03a1\u0399\u0391 \u03a3\u03a4\u039f \u03a6\u0398\u0399\u039d\u039f\u03a0\u03a9\u03a1\u0399\u039d\u039f \u03a0\u0391\u03aa\u039a\u039f
Sun, 19 Oct at 08:00 pm 19/10 ΠΕΖΟΠΟΡΙΑ ΣΤΟ ΦΘΙΝΟΠΩΡΙΝΟ ΠΑΪΚΟ

Καρόλου Ντήλ 19, 54623 Thessaloníki, Greece

25-28\/10 \u03a4\u0395\u03a4\u03a1\u0391\u0397\u039c\u0395\u03a1\u0397 \u0395\u039e\u039f\u03a1\u039c\u0397\u03a3\u0397 \u03a3\u03a4\u0397\u039d \u0391\u0399\u03a4\u03a9\u039b\u039f\u0391\u039a\u0391\u03a1\u039d\u0391\u039d\u0399\u0391
Sat, 25 Oct at 06:45 am 25-28/10 ΤΕΤΡΑΗΜΕΡΗ ΕΞΟΡΜΗΣΗ ΣΤΗΝ ΑΙΤΩΛΟΑΚΑΡΝΑΝΙΑ

Καρόλου Ντήλ 19, 54623 Thessaloníki, Greece

15-16\/11 \u0394\u0399\u0397\u039c\u0395\u03a1\u0397 \u0395\u039e\u039f\u03a1\u039c\u0397\u03a3\u0397 \u03a3\u03a4\u0397 \u0392\u0391\u03a3\u0399\u039b\u0399\u03a4\u03a3\u0391 \u0393\u03a1\u0395\u0392\u0395\u039d\u03a9\u039d
Sat, 15 Nov at 07:30 am 15-16/11 ΔΙΗΜΕΡΗ ΕΞΟΡΜΗΣΗ ΣΤΗ ΒΑΣΙΛΙΤΣΑ ΓΡΕΒΕΝΩΝ

Καρόλου Ντήλ 19, 54623 Thessaloníki, Greece

Globetrotter\u2019s Meetup - Thessaloniki (Registration is mandatory)
Fri, 28 Nov at 07:00 pm Globetrotter’s Meetup - Thessaloniki (Registration is mandatory)

Thessaloniki

MEETUPS TRIPS-ADVENTURES

What's Happening Next in Thessaloniki?

Discover Thessaloniki Events