რუსუდან გაჩეჩილაძის გამოფენა ATINATI’S კულტურის ცენტრში
Schedule
Fri, 17 Apr, 2026 at 06:00 pm
UTC+04:00Location
Ingorokva Street N19 / 9 April Street N5, 0105 Tbilisi, Georgia | Tbilisi, TB
ექსპოზიცია აერთიანებს ხელოვანის მიერ შექმნილ ქანდაკებებსა და გრაფიკულ ნამუშევრებს, რაც სრულყოფილად წარმოაჩენს მის შემოქმედებით ხედვას. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ვიდეო პროექციაც — ნაჩვენები იქნება მედია პლატფორმა „ATINATI“-ის მიერ მომზადებული ვრცელი ფილმი მხატვრის შესახებ.
გამოფენაზე წარმოდგენილი ყველა ნამუშევარი დაცულია ATINATI-ის კერძო კოლექციაში.
რუსუდან გაჩეჩილაძე თანამედროვე ქართული ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. ის ** საუკუნის 60–70-იანი წლების ქართული პორტრეტული ქანდაკების ერთ-ერთი რეფორმატორია. მისი ნამუშევრები გამოირჩევა ფსიქოლოგიური სიღრმითა და ფორმის გამოკვეთილი ექსპრესიულობით. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქალის როლის გაძლიერებაში ქართულ ქანდაკებაში, გაამდიდრა პორტრეტული ქანდაკების პლასტიკური ენა და დიდი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა თაობის მხატვრებზე.
ეს გამოფენა ეძღვნება მოქანდაკის ხსოვნას და წარმოადგენს მასთან სიმბოლურ გამომშვიდობებას, თუმცა მისი შემოქმედება და სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული ხელოვნების ისტორიაში.
ATINATI-ის კულტურის ცენტრი პერიოდულად წარუდგენს დამთვალიერებელს ნამუშევრებს ATINATI-ის კერძო კოლექციიდან.
ATINATI-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მუდმივად მზარდი კოლექცია, რომელიც უკვე მეხუთე წელია იქმნება და დღეს დაახლოებით 3000 ნამუშევარს აერთიანებს. მრავალფეროვან მედიუმში შესრულებული ეს კოლექცია ნათლად ასახავს ქართული ხელოვნების განვითარების უწყვეტ ხაზს — მოდერნიზმიდან დღემდე.
📍 ATINATI’S კულტურის ცენტრი
ინგოროყვას ქ. 19
🕕 17 აპრილი, 18:00
Join us on April 17 at 18:00 at ATINATI’S Cultural Center for a special exhibition dedicated to the outstanding Georgian sculptor Rusudan Gachechiladze.
The exhibition brings together a selection of the artist’s sculptures and graphic works, offering a comprehensive view of her creative legacy. Visitors will also experience a video projection featuring an in-depth film about the artist, prepared by the media platform ATINATI.
All works on display are part of the ATINATI Private Collection.
Rusudan Gachechiladze was a prominent figure in contemporary Georgian art and a key reformer of Georgian portrait sculpture in the 1960s–70s. Her work is distinguished by psychological depth and clarity of form. She played a vital role in strengthening the presence of women in Georgian sculpture, enriching its visual language, and influencing generations of artists.
This exhibition is dedicated to her memory—a symbolic farewell that honors a remarkable life in art, whose legacy continues to shape Georgian culture.
ATINATI’S Cultural Center regularly presents works from its growing private collection, which now includes around 3,000 artworks spanning modernism to the present day.
📍 ATINATI’S Cultural Center
19 Ingorokva St.
🕕 April 17, 18:00
Where is it happening?
Ingorokva Street N19 / 9 April Street N5, 0105 Tbilisi, Georgia, 9 აპრილის ქუჩა 4, თბილისი, საქართველო, Tbilisi, GeorgiaEvent Location & Nearby Stays:


















