როგორ დავეხმაროთ ბავშვს წიგნის გააზრებაში - დამხმარე რესურსების მნიშვნელობა
Schedule
Sun, 26 Apr, 2026 at 02:00 pm
UTC+04:00Location
Expo Georgia ექსპო ჯორჯია | Tbilisi, TB
Advertisement
📢 26 აპრილს 14:00 საათზე თბილისის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გიწვევთ დისკუსიაზე: როგორ დავეხმაროთ ბავშვს წიგნის გააზრებაში - დამხმარე რესურსების მნიშვნელობა.ბავშვი კითხულობს წიგნს, ეკითხებით, რა გაიგო, ის კი ვერაფერს გპასუხობთ - ნაცნობი სიტუაცია? ან იქნებ სულაც არ უყვარს კითხვა და ყოველი წიგნის შეთავაზება დაძალებას ემსგავსება? - სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ.
მხოლოდ წიგნის წაკითხვა საკმარისი არ არის, მთავარი მისი გააზრება და აზრის ჩამოყალიბებაა. სწორედ ამაში დაეხმარება ბავშვს „ჩემი წიგნების რვეული“ - 7-12 წლის ასაკის ბავშვებისთვის შექმნილი აქტივობებით სავსე კრებული, რომელიც კითხვის პროცესს აქცევს უფრო საინტერესო და ღირებულ გამოცდილებად.
დისკუსიის მონაწილეები:
🟩 მარიამ ჯამდელიანი - ავტორი, ლიტერატურის პედაგოგი;
🟩 ელენე ბეთლემიშვილი - აზროვნების აკადემიის სკოლის პედაგოგი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი;
🟩 მარიამ ტურძილაძე - აზროვნების აკადემიის გამომცემლობის მთავარი რედაქტორი.
📌„ჩემი წიგნების რვეულის“ გადახედვა შეგიძლიათ ბმულზე: https://cutt.ly/vty00rJ7
🕑 დრო: 26 აპრილი, 14:00 საათი
📍 მისამართი: ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი, წერეთლის გამზირი 118
✅ დასწრება თავისუფალია
#წიგნებითთავისუფლებისთვის #TBF2026 #Tbilisibookfair2026
Advertisement
Where is it happening?
Expo Georgia ექსპო ჯორჯია, 118 Tsereteli Ave.,Tbilisi, GeorgiaEvent Location & Nearby Stays:
Know what’s Happening Next — before everyone else does.

















