აკადემიკოს შოთა ნადირაშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
Schedule
Thu, 16 Apr, 2026 at 10:00 am
UTC+04:00Location
ჭავჭავაძის 53 ა, Tbilisi, Georgia, 0162 Tbilisi, Georgia | Tbilisi, TB
Advertisement
🔴 16 აპრილს 10:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს შოთა ნადირაშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.კონფერენცია ორგანიზებულია საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის და საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის თანამშრომლობით.
ღონისძიება გააერთიანებს ქართველ და საერთაშორისო მკვლევრებს და მოიცავს მრავალფეროვან მოხსენებებს ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის განწყობის თეორიის, გეშტალტ თერაპიის, მეტაკოგნიტური პროცესებისა და თანამედროვე ნეირომეცნიერული კვლევების აქტუალური საკითხების შესახებ.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართება პლენარული და თემატური სესიები, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კვლევები. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ დისკუსიებში და გაუზიარონ ერთმანეთს პროფესიული გამოცდილება.
დღის ბოლოს დაგეგმილია დაჯილდოების ცერემონიალი, რომლის ფარგლებში ფსიქოთერაპიის მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდებიან კონფერენციაში მონაწილე იტალიელი სტუმრები: პროფესორი რაფაელე სპერანდეო - ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, ქცევითი მეცნიერებების დოქტორი, ბაზილიკატის უნივერსიტეტის პროფესორი (UNIBAS), F.I.S.I.G.-ის სრული პროფესორი და SIPGI-ის დირექტორი; ლუჩია ლუჩიანა მოსკა - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, მუსიკათერაპევტი და პედაგოგი, Phenomena HUB APS-ის მკვლევარი, ISM მოზარდთა სერვისის კლინიკური მენეჯერი და SIPGI-ის პედაგოგი.
კონფერენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას აკადემიურ და პროფესიულ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის და ხელს უწყობს ფსიქოლოგიის მეცნიერებაში თანამედროვე ცოდნის განვითარებას.
🔴 On April 16, 2026, at 10:00 AM, an International Scientific Conference dedicated to the 100th anniversary of the distinguished scholar and public figure, Academician Shota Nadirashvili, will be held at the St. King David the Builder Conference Hall of St. Andrew the First-Called Georgian University of the Patriarchate of Georgia.
The conference is organized in collaboration with St. Andrew the First-Called Georgian University (SANGU), the Faculty of Psychology of Ivane Javakhishvili Tbilisi State University, the Faculty of Psychology of Batumi Shota Rustaveli State University, and the Georgian National Gestalt Institute.
The event will bring together Georgian and international researchers and will feature a wide range of presentations across various fields of psychology, including attitude theory, Gestalt therapy, metacognitive processes, and contemporary issues in neuroscientific research.
The conference will include plenary and thematic sessions, where both theoretical and applied studies will be presented. Participants will have the opportunity to engage in discussions and share professional experience.
At the end of the day, an award ceremony is planned, during which the Italian guests participating in the conference will be honored for their outstanding contributions to the science of psychotherapy: Professor Raffaele Sperandeo — psychiatrist, psychotherapist, PhD in Behavioral Sciences, Professor at the University of Basilicata (UNIBAS), Full Professor of F.I.S.I.G., and Director of SiPGI; and Lucia Luciana Mosca — psychologist, psychotherapist, music therapist, and pedagogue, researcher at Phenomena HUB APS, Clinical Manager of the Adolescent Service at ISM, and faculty member of SiPGI.
The conference serves as an important platform for strengthening international collaboration in the academic and professional fields and contributes to the advancement of contemporary knowledge in psychology.
Advertisement
Where is it happening?
ჭავჭავაძის 53 ა, Tbilisi, Georgia, 0162 Tbilisi, GeorgiaEvent Location & Nearby Stays:
Know what’s Happening Next — before everyone else does.


















