ომამდე და ომის შემდეგ - ქალების თვალით დანახული აფხაზეთი - კვლევის პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება
Schedule
Mon, 24 Feb, 2025 at 07:00 pm
UTC+04:00Location
Besiki Square | Tbilisi, TB
Advertisement
📣 „ფემეა“ გიწვევთ აფხაზეთიდან დევნილი ქალების ცხოვრებისეული ისტორიების კვლევის პრეზენტაციასა და დოკუმენტური ფილმის ჩვენებაზე.საქართველოს უახლესი ისტორიის კვლევა, განსაკუთრებით კი 1990-იანი წლების კონფლიქტების შესწავლა, მნიშვნელოვან გამოწვევებთანაა დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პერიოდი ქვეყნის თანამედროვე განვითარების ერთ-ერთ მთავარ ეტაპს წარმოადგენს, მისი შესწავლა ხშირად ცალმხრივი და არასრულყოფილია. ისტორიული ნარატივი ძირითადად დომინანტურ თეორიებსა და პოლიტიკური თუ სამხედრო ელიტის წარმომადგენელი კაცების პერსპექტივებზეა დაფუძნებული.
განსაკუთრებით პრობლემურია ის, რომ ქალების, როგორც კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი და სპეციფიკური ჯგუფის, გამოცდილება თითქმის არ არის ასახული თანამედროვე ქართულ ისტორიულ დისკურსში. მართალია, არსებობს გარკვეული კვლევები იძულებით გადაადგილებულ პირთა (ამ შემთხვევაში, ქალთა) საჭიროებების შესახებ, თუმცა დევნილ ქალთა კონფლიქტამდელი თუ კონფლიქტის შემდგომი ცხოვრების ისტორიები და მისი ფემინისტური პერსპექტივა პრაქტიკულად შეუსწავლელი რჩება. ეს კი იმის ფონზე, რომ დევნილთა 53% ქალია.
💡 „ფემეას“ კვლევა მიზნად ისახავს, გარკვეულწილად შეავსოს ეს მნიშვნელოვანი დანაკლისი და აფხაზეთის ომი ქალების პერსპექტივიდან წარმოაჩინოს. ხოლო დოკუმენტური ფილმი ორი სხვადასხვა თაობის დევნილი ქალის გამოცდილებებს ასახავს ომამდე, ომის დროს და მის შემდეგ.
პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება შედგება grlzwave-ის ჰაბში.
📍 მისამართი: ბესიკის მოედანი #5
კვლევა და ფილმი მომზადდა „ფემეას“ პროექტის „საქართველოს უახლოესი ისტორიის ფემინისტური განზომილება: აფხაზეთის ომის შედეგად დევნილი ქალების თვალით დანახული ისტორია“ ფარგლებში, ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ მხარდაჭერით.
✍🏻 ადგილები შეზღუდულია, ამიტომ ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია 21 თებერვლამდე: https://forms.gle/hVz1C89XT6hQqFJ67
Advertisement
Where is it happening?
Besiki Square, Tbilisi, GeorgiaEvent Location & Nearby Stays: