ლექციათა ციკლი - „ემოციები"
Schedule
Tue, 25 Feb, 2025 at 08:00 pm
UTC+04:00Location
თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო | Tbilisi, TB
Advertisement
📣 აზროვნების აკადემიაში იწყება რეგისტრაცია ლექციათა ციკლზე - „ემოციები"ემოციები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ისინი განსაზღვრავენ ჩვენს აღქმებსა და შთაბეჭდილებებს, გავლენას ახდენენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე, ურთიერთობებზე და ზოგადად, ცხოვრების ხარისხზე. ემოციური მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია ჩვენს კეთილდღეობასთან, ჯანმრთელობასთან და თვითრეალიზაციასთან. სწორედ ამიტომ, მათი გაცნობიერება და მართვა უმნიშვნელოვანესი უნარია, რომელიც შეიძლება განსაზღვრავდეს ჩვენს ბედნიერებასა და წარმატებას. სწორედ ამ თემებს შეეხება აზროვნების აკადემიის ლექციათა ციკლი "ემოციები", რომლის ფარგლებშიც ვისაუბრებთ შემდეგ თემებზე:
💡 ემოციები, როგორც ფსიქოთერაპიის გასაღები- ლილი ხეჩუაშვილი- 25 თებერვალი
→ როგორ იყენებს ფსიქოთერაპია ემოციებს შინაგანი ტრანსფორმაციისთვის.
😊 ემოციების მოქმედების მექანიზმი და ბედნიერება- მაია ხოსიტაშვილი- 4 მარტი
→ როგორ გამოვიყენოთ ემოციები ბედნიერებისთვის და როგორ შეგვიძლია მათი მართვა.
🧠 ემოციური ინტელექტი და ცხოვრების ხარისხი- მარინა კაჭარავა- 11 მარტი
→ როგორ ავიმაღლოთ ემოციური ინტელექტი და გავაუმჯობესოთ ყოველდღიური ცხოვრება.
🔥 სტრესი, ემოციები და სოციალური მედიის გავლენა- ქეთი სილაგაძე- 18 მარტი
→ როგორ მოქმედებს ციფრული სამყარო ჩვენს ემოციურ რეაქციებზე და სტრესის დონეზე?
🔎 "მე არ ვარ ჩემი ემოციები"- ალექსანდრე ჯეჯელავა- 25 მარტი
→ როგორ გავმიჯნოთ თავი ჩვენი ემოციებისგან და დავიცვათ ბალანსი.
⚖ ემოციური რეგულაცია- ზურაბ მხეიძე-27 მარტი
→ პრაქტიკული მეთოდები ემოციების მართვისთვის და შინაგანი ჰარმონიის შესანარჩუნებლად.
🌱 ემოცია და სხეული- ქეთი დალინკევიჩი- 1 აპრილი
→ როგორ მოქმედებს ემოციები ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და როგორ მოვიპოვოთ ემოციური კეთილდღეობა?
📅 ლექციათა ციკლის დასაწყისი - 25 თებერვალი
📅 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, სამშაბათს 20:00 საათზე
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი
💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖 სრული ციკლის ღირებულება - 285₾
🔖 სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
📃ლექციათა ციკლის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
✅ რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/se46LqmX
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
Advertisement
Where is it happening?
თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, Tbilisi, GeorgiaEvent Location & Nearby Stays: