კინოჩვენება
Schedule
Wed, 05 Nov, 2025 at 06:00 pm
UTC+04:00Location
Chavchavadze Ave. #1, Tbilisi, Georgia | Tbilisi, TB
📚 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტი წარმოგიდგენთ კინოჩვენებას, სადაც ერთად ვუყურებთ და განვიხილავთ ფილმს, რომელმაც თაობები შთააგონა! 🎬
📌 ფილმი: “dead poets society”
ფილმის ატმოსფერო — ფოთლების ფერი, სიწყნარე და იდუმალება ზუსტად ეხმიანება შემოდგომის განწყობასა და თვითშემეცნების პერიოდს.
ფილმი ეხება ისეთ თემებს,როგორებიცაა:თავისუფალი აზროვნება, პიროვნული განვითარება და საკუთარი გზისა და თავის პოვნა, რაც სტუდენტებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი სემესტრის დასაწყისში.
ფილმის მთავარი იდეაა ლათინური ფრაზა „Carpe Diem“, რაც ნიშნავს — „დაიჭირე წამი“.
სწორედ ამ სიტყვებით მოუწოდებს ჯონ კიტინგი სტუდენტებს რომ არ დაელოდონ იდეალურ დროს ან მომავლის შანსს, არამედ აქ და ახლა იპოვონ გზა საკუთარი ოცნებებისკენ. კინოჩვენების სპონსორები არიან კომპანია "ლუდისა" და ღვინო "ქისტაური" რომლებიც თავისი პროდუქციით გაგვილამაზებენ საღამოს.
📍 ადგილმდებარეობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, 320-ე აუდიტორია.
🗓️ თარიღი: 2025 წლის — 5 ნოემბერს,18:00 საათზე.
📢 გელოდებით!
Where is it happening?
Chavchavadze Ave. #1, Tbilisi, GeorgiaEvent Location & Nearby Stays:








