კაპადოკია / Cappadocia 🇹🇷 2025

Schedule

Wed, 14 May, 2025 at 04:00 am to Sun, 18 May, 2025 at 10:00 pm

UTC+03:00

Location

Cappadocia, Turkey | Istanbul, IB

Advertisement
👉 ვიწყებთ კაპადოკიის 2025 წლის სეზონს
სიახლე რომელსაც ყველა ელოდით🥰
🔥 წამოდი ჩვენთან ერთად თურქეთის და მსოფლიოს საოცრებათა სამყაროში კაპადოკიაში🎈🐎 სადაც გველოდება ისტორიული და ზღაპრული მოგზაურობა რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებებს დატოვებს თქვენზე💓
ლამაზი ცხენების ქყვეყანა🐎 სადაც იმოგზაურებთ ერთდოულად წარსულში ქრისტიანულ ბილიკებზე და თანამედროვე სამყაროს საოცრებათა მოვლენის მომსწრეც გახდებით, საჰაერო ბურთების აფრენა და ზღაპრული მზის ამოსვლა კაპადოკიის ცაზე🌄 ეს უნდა ნახოთ ერთხელ მაინც ცხოვრებაში 🥰
⭕ ტურის ღირებულება 530 ლ
♦️ტურის გამართვის თარიღებია
🗓️ 14-15-16-17-18 მაისი
🗓️ 11-12-13-14-15 ივნისი
🗓️ 9-10-11-12-13 ივლისი
🗓️ 3-4-5-6-7 სექტემბერი
🗓️ 24-25-26-27-28 სექტემბერი
🗓️ 15-16-17-18-19 ოქტომბერი
🗓️ 5-6-7-8-9 ნოემბერი

‼️ დაჯავშნა უკვეე დაწყებულია ✌️
🚩ტურის აღწერა
📅 დღე I
⭕ თბილისი - ბათუმი - ტრაპიზონი
🔷 06:00 გასვლა თბილისიდან
🔷 12:30 ბათუმი (მსურველებს შეუძლიათ შემოგვიერთდნენ ბათუმში)
🔷 14:00 სასაზღვრო პროცედურები სარფის საბაჟოზე გასვლა ( ID ბარათით ან პასპორტით, აუცილებლად 6 თვეზე მეტი ვადით)
🔷 18:00 ტრაპიზონი
🔷 მცირე აია-სოფიას ტაძრის მონახულება, ტრაპიზონის იმპერიის დროინდელი ულამაზესი და უმნიშვნელოვანესი ტაძარი, თარიღდება XIII საუკუნით
🔷 20:00 გამგზავრება კაპადოკიის მიმართულებით 10-11 საათი მგზავრობა გზად ყოველ 3 საათში გაჩერება კვების ობიექტებთან
📅დღე II
⭕ 08:00 ჩასვლა კაპადოკიიაში
🔷 დილიდან ვიწყებთ კაპადოკიის ულამაზესი სამყაროს დათვალიერებას
🔷 სოფელი ჩავუშინი კლდეში ნაკვეთი სოფელი, სადაც მდებარეობს წმინდა იოანე ნათლისმცემლის კლდეში ნაკვეთი ეკლესია
🔷 14:00 Check in - დაბინავება სასტუმროში დასვენება 3 საათი
🔷 გასეირნება საღამოს გორემეში და ტკბობა ზღაპრული მზის ჩასვლით კაპადოკიის ცაზე, დათვალიერება სუვენირების მაღაზიების და სურვილის შემთხვევაში ადგილობრივი ტრადიციული კერძების დაგემოვნება
🛌 დაბრუნება სასტუმროში
📅დღე III
⭕ 05:00 გაღვიძება
🔷 დილას ვიწყებთ კაპადოკიის მთავარი მოვლენით მზის ამოსვლის ფონზე საჰაერო ბურთების გაფრენის ხილვა და ტკბობა ულამაზესი ხედებით სიყვარულის ხეობიდან
(ფრენის სურვილის შემთხვევაში გვატყობინებთ წინასწარ: ფასი დაახლოებით 150-200 ევრო)
🔷 08:30 დაბრუნება სასტუმროში საუზმე
🔷 10:00 გასვლა
🔷 გორემეს ღია ცის ქვეშ მუზეუმი: სადაც მდებარეობს უნიკალური და უძველესი კლდეში ნაკვეთი ეკლესია მონასტრები
🔷 ციხე უჩისარი: რომელიც უნიკალურია იმით რომ მთლიანად კლდეში ნაკვეთი კომპლექსია უძველესი დიადი ისტორიით ასევე ცნობილია იმით რომ კაპადოკიიაში არის ყველაზე მაღალი წერტილი საიდანაც ხელის გულზე მოჩანს მთელი კაპადოკია
🔷 პანორამა მტრედების ხეობა: ულამაზესი პანორამული ხედები უჩისარზე და მტრედების ხეობაზე
🔷 მიწისქვეშა ქალაქი კაიმაკლი: 4000 წელს ითვლის ეს უნიკალური ხეთების დროინდელი ქალაქი რომელიც აშენდა უძველესი ქრისტიანების მიერ მტრებისგან თავის დასაცავად
🔷 ორთაჰისარი: ლეგენდის თანახმად წმინდა ნინოს სოფელი საიდანაც წამოვიდა წმინდა ნინო საქართველოში წინ გველოდება ულამაზესი ხედები და ფოტოსესია
🔷 თურქული საღამო სურვილის შემთხვევაში (45$)
🛌 დაბრუნება სასტუმროში
📅 დღე lV
⭕ 08:00 გაღვიძება საუზმე
🔷 10:00 გასვლა
🔷 თიხის მასტერკლასი სადაც გველოდება უძველესი ადგილობრივი ტრადიციული კერამიკის დამზადების პროცესი სადაც თავადაც შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა და შეიძინოთ სუვენირად საკუთარი ნამუშევრები
🔷 ფაშა- ბაღებში გასეირნება სადაც გველოდება უნიკალური ვულკანური წარმონაქმნი ძეგლები, ასევე ცნობილია ეს ადგილი ასკეტი ბერების ცხოვრების საწყისად
🔷 წარმოსახვითი ხეივანი: სადაც ასევე გველოდება უნიკალური ვულკანური წარმონაქმნი ძეგლები რომლებიც სხვადასხვა ფორმით ქმნიან საოცარ ბუნების სანახაობას
🔷 ურგუპი: კლდეში ნაკვეთი ქალაქი რომელიც რომელიც ასევე შერწყმულია თანამედროვეობის საუკეთესო სავაჭრო გარემოსთან სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ და შეიძინოთ ადგილობრივი ტკბილეული და სუვენირები
🚍 20:00 გამგზავრება ტრაპიზონისკენ ყოველ 3 საათში გაჩერება კვების ობიექტებთან
📅 დღე V
⭕ მთელი დღე მოიცავს გზას საქართველომდე
🔷 08:00 ჩასვლა ტრაპიზონში და უზუნგოლის ტბის მონახულება
🔷 11:00 გამგზავრება სარფის საბაჟოსკენ
🔷 13:00 საბაჟო პროცედურები
🔷 20:00 დაბრუნება თბილისში
🪙 5 დღიანი ტურის ღირებულება 530 ლ

⭕ ღირებულებაში შედის
- მგზავრობა კომფორტული ავტობუსით
(ორი მძღოლით)
- გიდის მომსახურება
- 2 ღამე 5✨ სასტუმროში საუზმით და ვახშმით (შვედური მაგიდა)
- წყალი მგზავრობის დროს
❌ ღირებულებაში არ შედის
-საჰაერო ბურთით ფრენა სურვილის შემთხვევაში (150-200 ევრო)
- მუზეუმების ბილეთები (180 ლ დაახლოებით, ლირაში) ბარათით გადახდაც შესაძლებელია
- თურქული საღამო სურვილის შემთხვევაში (45$)
- სასტუმროში კვების გარდა სხვა კვება
⛑️გასათვალისწინებელი რჩევები
-მოგვაქვს ფერადი ტანისამოსი ლამაზი ფოტოების გადასაღებად
- ტურზე არასრულწლოვანის წამოყვანის შემთხვევაში აუცილებელია თან იქონიოთ მისი პასპორტი და დაბადების მოწმობა
- საზღვრის კვეთის პროცესში აუცილებელია იქონოთ პასპორტი ან ID ბარათი 6+ თვეზე მეტი ვადით (‼️გადაკვეთის შემდეგ მოგცემენ პატარა ფურცელს რომელსაც ინახავთ საქართველოში დაბრუნებამდე)
- საზღვრის კვეთის პროცესში თუ აღმოგაჩნდებათ დარღვევა და ვერ გადაკვეთავთ საზღვარს უკან დაბრუნება მოგიწევთ საკუთარი ხარჯებით კომპანია პასუხს არ აგებს ამ შემთხვევაში და თანხა არ ბრუნდება
- 5 დღიანი მოგზაურობისას ორი ღამის გათევა გვიწევს ავტობუსში ორი ღამე სასტუმროში
📍შეკრების ადგილი
კოსტავას ქუჩა N 73
მეტრო: ტექნიკური უნივერსიტეტი
სპორტის სასახლესთან
🕑 დღე პირველი 05:00 გასვლა
🕑 დღე მეხუთე 23:00 დაბრუნება
დაგვიანებულებს ველოდებით მაქიმუმ 10 წუთი‼️
⭕(ტურის მსვლელობისას ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს საჭიროების და ამინდის მიხედვით სანახაობათა თანმიმდევრობა)
⭕(წვიმიანი ან ძლიერი ქარის შემთხვევაში შესაძლებელია არ იყოს საჰაერო ბურთების ფრენა, თუმცა ძალიან იშვიათია)
‼️ მოგზაურობა რომ იყოს კომფორტული და უსაფრთხო ვითვალისწინებთ შემდეგ რჩევებს და წესებს
- ვემორჩილებით ორგანიზატორს და მის მითითებებს
- აკრძალულია ალკოჰოლის წამოღება და მისი მიღება
- ორგანიზატორის გაუფრთხილებლად გზიდან გადახვევა და სადმე წასვლა
- არ ვანაგვიანებთ გარემოს
(დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იტოვებს უფლებას მოხსნას ტურიდან ურჩი მონაწილე)
-ტურის ორგანიზატორი ასევე უფლებამოსილია შეცვალოს ტურის მსვლელობა ან შეწყვიტოს ტური თუ საფრთხე ემუქრება ადამიანთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას
- ამინდზე ორგანიზატორი არ არის პასუხისმგებელი (თავად შეარჩიეთ სასურველი ამინდი და ასე დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა)
♦️ადგილების დასაჯავშნად მოგვწერეთ @travel man პირად შეტყობინებაში
- სახელი გვარი
- ტელეფონის ნომერი
♦️ ფინანსური საკითხი
- დაჯავშნისას ირიცხება ტურის ღირებულებიდან 150 ლ დანარჩენი თანხა ტურამდე 2 კვირით ადრე იფარება
‼️ (ჯავშნის თანხა უკან არ ბრუნდება გაუქმების შემთხვევაში რადგან ტური არ ჩაიშალოს)
-სრული თანხა ირიცხება წინასწარ ტურამდე მინიმუმ 2 კვირით ადრე
-დანიშნულებაში მიუთითეთ: სახელი გვარი ტურის დასახელება
- საქართველოს ბანკი: GE61BG0000000345905883
-მიმღები : ნოდარ კუძიევი
- ჩარიცხვის შემდეგ გვატყობინებთ
-ტურამდე 14 დღით ადრე უარის თქმის შემთხვევაში თანხა არ ბრუნდება⚠️
___________________________________
ℹ️ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
☎️ 555 007 043 (ნოდარი)
☎️ 599 350 065
"იმოგზაურეთ ოცნებებში,, ჩვენთან ერთად❣️
Advertisement

Where is it happening?

Cappadocia, Turkey, Nevşehir Province in Central Anatolia Region of Turkey,Istanbul, Turkey

Event Location & Nearby Stays:

Travel Man

Host or Publisher Travel Man

It's more fun with friends. Share with friends

Discover More Events in Istanbul

FOTEG ISTANBUL 2025
Wed, 14 May, 2025 at 08:30 am FOTEG ISTANBUL 2025

Istanbul Expo Center / Istanbul Fuar Merkezi / CNR Expo

BUSINESS EXHIBITIONS
Wed, 14 May, 2025 at 08:00 pm Mike Tramp @ IF Performance Hall Beşiktaş in Beşiktaş

IF Performance Hall Beşiktaş

1349, The Ruins of Beverast, Vitriol, Sarcator | \u0130stanbul Konseri
Thu, 15 May, 2025 at 06:30 pm 1349, The Ruins of Beverast, Vitriol, Sarcator | İstanbul Konseri

IF Performance Hall Beşiktaş

Yeni T\u00fcrk\u00fc in I\u0307stanbul
Thu, 15 May, 2025 at 08:30 pm Yeni Türkü in İstanbul

Mall of İstanbul MOİ Sahne

maNga in I\u0307stanbul
Fri, 16 May, 2025 at 09:30 pm maNga in İstanbul

KüçükÇiftlik Park

CONCERTS MUSIC
Miss K8 in Bak\u0131rk\u00f6y
Sat, 17 May, 2025 at 12:00 am Miss K8 in Bakırköy

74 Hall Performance

ENTERTAINMENT CONCERTS

What's Happening Next in Istanbul?

Discover Istanbul Events