იოაკიმ ტრიერის რეტროსპექტივა
Schedule
Fri, 15 May, 2026 at 07:00 pm to Sun, 17 May, 2026 at 08:00 pm
UTC+04:00Location
კინოს სახლის კინოდარბაზი/Cinema House | Tbilisi, TB
cinexpress და ნორვეგიის საელჩო საქართველოში, საქართველოს კინოაკადემიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, წარმოგიდგენთ "იოაკიმ ტრიერის რეტროსპექტივას".
ღონისძიება გაიმართება 15-16-17 მაისს კინოს სახლის ლურჯ დარბაზში (ძმები კაკაბაძეების 2).
კინოჩვენებები გაიმართება ორიგინალ ენაზე, ქართულ-ინგლისური სუბტიტრებით.
დასწრება თავისუფალია.
———
15 მაისი, 19:00 საათი: Reprise (2006)
ამბავი ორი ახალგაზრდა მწერლისა, რომელთა პროფესიული ამბიციები და იდენტობის ძიება ერთანეთზეა გადაჯაჭვული. ფილმის ნარატივი დინამიკურად ნაცვლდება ობიექტურ რეალობასა და მომავლის შესაძლო ვერსიებს შორის. ეს ნამუშევარი წარმოადგენს ერთგვარ კვლევას, რომელიც ახალგაზრდულ ენერგიასა და ცხოვრებისეული მარცხებისგან გამოწვეულ შიშებს აფიქსირებს.
16 მაისი, 17:00 საათი: Oslo, August 31st (2011)
ერთი დღის ეგზისტენციალური ქრონიკა კაცზე, რომელიც რეაბილიტაციის ცენტრიდან დროებით გამოდის და ქალაქში ბრუნდება. ძველი მეგობრები, წარსულის გადაუჭრელი კონფლიქტები და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები მას საკუთარი ცხოვრების სიცარიელესთან აპირისპირებს. რეჟისორი გვთავაზობს მარტოობის, დეპრესიისა და დროის წარმავლობის ფაქიზ კვლევას.
17 მაისი, 17:00 საათი: Louder Than Bombs (2015)
ოჯახური დრამა, რომელიც დედის, ცნობილი ფოტოგრაფის გარდაცვალების მიერ მიღებული ტრავმის გადააზრებას ეძღვნება. სხვადასხვა პერსპექტივით ნაჩვენები ამბავი, რომელიც ფოკუსირებულია მეხსიერებაზე, დუმილსა და ურთიერთობების სირთულეზე.
———
იოაკიმ ტრიერი 1974 წელს კოპენჰაგენში კინემატოგრაფისტების ოჯახში დაიბადა. გაიზარდა ოსლოში და ადრეული ასაკიდანვე მისი ინტერესის არეალში მოექცა კინო, ლიტერატურა და ვიზუალური ხელოვნება. ახალგაზრდობაში პროფესიონალი სკეიტბორდისტი იყო და ხშირად იღებდა ვიდეოებს, რაც მოგვიანებით მის შემოქმედებაში მოძრაობისა და მონტაჟის მიმართ განსაკუთრებულ შეგრძნებად გარდაიქმნა. სწავლობდა ლონდონის ეროვნული კინოსა და ტელევიზიის სკოლაში (National Film and Television School). ტრიერის შემოქმედებაზე უდიდეს გავლენას ახდენს, ერთი მხრივ, ევროპული საავტორო კინო, მეორე მხრივ, ამერიკული დამოუკიდებელი კინო და მისი ტრადიცია.
———
Cinexpress and the Norwegian Embassy in Georgia, in collaboration with the Georgian Film Academy, present the "Joachim Trier Retrospective."
The event will be held on May 15, 16, and 17 at the Cinema House Blue Hall (2 Brothers Kakabadze St.).
The screenings will be held in the original language with Georgian and English subtitles.
Attendance is free.
———
15 May, 19:00: Reprise (2006)
A story of two young writers whose professional ambitions and search for identity are deeply intertwined. The film dynamically shifts between objective reality and imagined futures, capturing youthful energy alongside the fear of failure.
16 May, 17:00: Oslo, August 31st (2011)
An existential one-day chronicle of a man temporarily released from a rehabilitation center, returning to the city. Encounters with old friends, unresolved past conflicts, and missed opportunities confront him with the emptiness of his life. A delicate study of loneliness, depression, and the passage of time.
17 May, 17:00: Louder Than Bombs
A family drama centered on the aftermath of the death of a renowned war photographer. Told from multiple perspectives, the film explores memory, silence, and the complexities of human relationships.
———
Joachim Trier was born in 1974 in Copenhagen into a family of filmmakers and grew up in Oslo. From an early age, he was drawn to cinema, literature, and visual art. As a teenager, he was a professional skateboarder and frequently shot videos — an experience that later shaped his distinctive sense of movement and editing.
He studied at the National Film and Television School in London. Trier’s work is influenced both by European auteur cinema and the traditions of American independent film.
Where is it happening?
კინოს სახლის კინოდარბაზი/Cinema House, ე. გაბაშვილის ქუჩა 3, თბილისი, საქართველო, Tbilisi, GeorgiaEvent Location & Nearby Stays:
