გაბრიელ შირაზის სამუშაო შეხვედრები თბილისში — წყვილების სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია
Schedule
Fri, 28 Feb, 2025 at 09:00 am to Sun, 02 Mar, 2025 at 09:00 pm
UTC+04:00Location
გალაკტიონ ტაბიძის 3/5, Tbilisi, Georgia | Tbilisi, TB
Advertisement
"ჩვენი სივრცე" გიწვევთ სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის სამუშაო შეხვედრებზე, რომელსაც გაუძღვება სხეულზე ორიენტირებულ და ბიოდინამიკურ ფსიქოთერაპიაში ინდივიდუალური, წყვილებისა და ჯგუფების ფსიქოთერაპევტი გაბრიელ შირაზი.🖇️დეტალებისთვის მიჰყევით სარეგისტრაციო ბმულს: https://tinyurl.com/3snn3v52
სამუშაო შეხვედრები განკუთვნილია თერაპევტებისთვის და ყველა დაინტერესებიული პირისთვის, რომლებიც სხვადასხვა სფეროში გამოცდილებას ფლობენ და დაინტერესებულნი არიან პრაქტიკული უნარების განვითარებით ინდივიდუალურ თერაპიაში ურთიერთობის საკითხებზე და/ან წყვილებთან მუშაობისთვის.
შეხვედრებზე ვისწავლით, როგორ ჩავრთოთ ინდივიდუალურ და წყვილების თერაპიაში ცნობიერების, მოძრაობის, შეხებისა და სუნთქვის ტექნიკები, რომლებიც სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიიდან მომდინარეობს.
***
შეხვედრების განრიგი და თემები:
I სამუშაო შეხვედრა 28 თებერვალი: ურთიერთობის დინამიკის სახეები ─ როგორ ამოვიცნოთ და ვიმუშაოთ ურთიერთობის დინამიკის შეცვლასა და გაუმჯობესებაზე.
საჯარო ლექცია 1 მარტი: თერაპიული თანაყოფნა და წყვილის რეზონანსი კრიზისებისა და კონფლიქტების დროს მუშაობის პროცესში.
II სამუშაო შეხვედრა 2 მარტი: მაკურნებელი კომუნიკაცია – თერაპიული ინსტრუმენტები და სავარჯიშოები, რომლებიც ინდივიდებსა და წყვილებს ეხმარება და ასწავლის მნიშვნელობის მქონე და ემოციურ კომუნიკაციას, რასაც, თავის მხრივ, ურთიერთობაში ღრმა ინტიმურობამდე მივყავართ.
***
შეხვედრას გაუძღვება გაბრიელ შირაზი - 1999 წლიდან არის სხეულის ბიოდინამიკურ ფსიქოთერაპიაში ინდივიდუალური, წყვილების და ჯგუფის ფსიქოთერაპევტი, ტრენერი და სუპერვაიზორი.
2001-2008 წლებში რეიდმანის კოლეჯში (ისრაელი) დააფუძნა და მართავდა სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პროგრამას. ამჟამად არის წამყვანი ტრენერი ისრაელისა და ევროპის რამდენიმე ინსტიტუტში. მათ შორის, University of Haifa (ისრაელი) და LSBP (დიდი ბრიტანეთი). მისი სასწავლო კურსები მოიცავს სხეულზე ორიენტირებულ ფსიქოთერაპიის, წყვილების თერაპიისა და სუპერვიზიის ჯგუფების სწავლებას.
🗓️ სამუშაო შეხვედრების დღეები: 28 თებერვალი და 2 მარტი, ლექცია - 1 მარტი
🕖 სამუშაო შეხვედრების დრო: 28 თებერვალი: 9:00 - 15:00 საათი, 2 მარტი: 10:00-16:00 საათი.
🕖 ლექციის დრო: 18:00 - 21:00 საათი
🔖სამუშაო ენა: ინგლისური, უზრუნველყოფილია ქართული თარგმანი
📍 ფორმატი: პირისპირ შეხვედრა "ჩვენს სივრცეში" | გალაკტიონ ტაბიძის 3/5
28 თებერვლისა და 2 მარტის სამუშაო შეხვედრებზე მონაწილეთათვის განკუთვნილი ადგილები შეზღუდულია.
ვორქშოფების დასასრულს მონაწილეები მიიღებენ შესაბამისი რაოდენობის საათების ამსახველ მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს (სრული დასწრების შემთხვევაში 15 საათი).
🖇️დეტალებისთვის მიჰყევით სარეგისტრაციო ბმულს: https://tinyurl.com/3snn3v52
Advertisement
Where is it happening?
გალაკტიონ ტაბიძის 3/5, Tbilisi, GeorgiaEvent Location & Nearby Stays: