Ultrasound Forum 2025 - მომავლის ტენდენციები ულტრაბგერით დიაგნოსტიკაში
Schedule
Sat Mar 01 2025 at 09:00 am to 06:00 pm
UTC+04:00Location
The Biltmore Tbilisi Hotel | Tbilisi, TB
Advertisement
🙌 მოგესალმებით, ძვირფასო კოლეგებო!📣 გვინდა დიდი სიხარულით გაცნობოთ, რომ Ultrasound Academy Georgia, 2025 წლის 1 მარტს, მართავს ღონისძიებას თემით:
👉 “ულტრაბგერის რეგიონული ფორუმი 2025: მომავლის ტენდენციები ულტრაბგერით დიაგნოსტიკაში”
📍კონფერენცია გაიმართება სასტუმრო "ბილტმორ თბილისში, 09:00-18:30;
👉 აღნიშნული ღონისძიების პარტნიორი და სპონსორია თბილისი მედიკი - სამედიცინო აპარატურის ლიდერი დისტრიბუტორი კომპანია საქართველოში და კომპანია SonoScape - მსოფლიოში წამყვანი, თანამედროვე ულტრაბგერითი აპარატურის მწარმოებელი.
👉 აღნიშნული შეხვედრის აკადემიური პარტნიორები გახლავთ:
- თურქეთის წამყვანი ჯანდაცვის ჯგუფი "მედიკანა" Medicana Health Group
- სომხეთის რადიოლოგიის სკოლა - Armenian School of Radiology (ASOR)
- ყაზახეთის საერთაშორისო რადიოლოგიის სკოლა - YesMED
- უკრაინული რეპროდუქციული მედიცინის კლინიკა "რეპროლაიფი" - Reprolife Reproductive Medicine Clinic
- გერმანული "ოსტალგაუ კაუფბოირენის" სამედიცინო ცენტრი - Ostallgäu at Kaufbeuren Clinic Germany
📣 აღნიშნულ ფორუმზე დამსწრე აუდიტორიას საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები ულტრაბგერით დიაგნოსტიკაში.
ფორუმის სამიზნე აუდიტორიაა ულტრაბგერის სპეციალისტები, რადიოლოგები, ენდოკრინოლოგები, კარდიოლოგები, მეან-გინეკოლოგები, ქირურგები და სხვ. ფორუმზე რეგისტრაცია შეუძლიათ ასევე კლინიკურ რეზიდენტებს, დოქტორანტებსა და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
*სტუდენტებისთვის დასწრება უფასოა და განსაზღვრულია შეზღუდული რაოდენობა - მაქსიმუმ 20 ადგილი. სტუდენტების შემთხვევაში მოქმედებს წესი, ვინც პირველი მოასწრებს, ის დარეგისტრირდება.
📣 ფორუმი აკრედიტებული იქნება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ (შეტანილია საბუთები აკრედიტაციის მოთხოვნით, ველოდებით საბჭოს გადაწყვეტილებას) და ფორუმზე დამსწრე ექიმებს მიენიჭებათ უწყვეტი პროფესიული განათლების (უპგ) კრედიტ ქულები.
📣 ფორუმზე დასწრება ფასიანია და რეგისტრაციისთვის აუცილებელია:
📌 სარეგისტრაციო ფორმის შევსება;
📌 დასწრების საფასურის გადარიცხვა ულტრასაუნდ აკადემიის ანგარიშზე;
📌 ფორუმზე რეგისტრაცია ოფიციალურად გაიხსნება 2025 წლის 6 თებერვალს 13:00 სთ-ზე.
ულტრასაუნდ აკადემიის ანგარიშის ნომერი და ფორუმზე დასწრების ღირებულებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია მითითებული იქნება სარეგისტრაციო ფორმის ბოლოს.
👉 იხილეთ რეგისტრაციის ფორმა აქ: https://forms.gle/xu9qof4HmFgqLAgT9
📣 ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. მაქსიმალური რაოდენობაა 250 დელეგატი. რეგისტრაციის პროცესი ოფიციალურად იხურება 20 თებერვალს, თუმცა ადგილების შევსების შემთხვევაში რეგისტრაცია დაიხურება დროზე ადრე, ასე რომ მსურველებმა იჩქარეთ!
ℹ️ დამატებითი ინფორმცია იხ. მითითებულ ბმულზე: https://drive.google.com/file/d/1yjIxnev4k2uFo1dj3ZLLu_JfWh0nNawv/view
Advertisement
Where is it happening?
The Biltmore Tbilisi Hotel, Xeme Bar, თბილისი, საქართველო, Tbilisi, GeorgiaEvent Location & Nearby Stays: