ბავშვთა მხარდაჭერა გლოვისა და დანარაგის დროს

Schedule

Sat Dec 12 2026 at 06:00 pm to 08:30 pm

UTC+04:00
Location

Tbilisi, Georgia | Tbilisi, TB

Advertisement
როცა ბავშვი კარგავს საყვარელ ადამიანს, უფროსები ბევრს ვფიქრობთ:
რა ვუთხრათ მას? როგორ მოვიქცეთ? როდის მივცეთ სივრცე და როდის ვესაუბროთ? როგორ დავეხმაროთ დანაკარგის გადატანაში? როგორ გავხდეთ მისთვის უსაფრთხო და მხარდამჭერი?!.
ჩვენ გვსურს, რომ ბავშვს ტკივილი შევუმსუბუქოთ, მაგრამ ხანდახან შეიძლება უნებლიედ მისი დამალვა ვასწავლოთ…

ტრენინგზე განვიხილავთ:
• რა ასაკში როგორ ესმის ბავშვს “გარდაცვალება”
•რა ხდება მაშინ, როდესაც ბავშვი კარგავს მშობელს, დედმამიშვილს ან სხვა ოჯახის წევრს
• რა შეიძლება იდგეს ბავშვის გაღიზიანების, აგრესიის ან ჩაკეტილობის უკან
• როგორ ვესაუბროთ ბავშვს სიკვდილსა და დანაკარგზე
• რა ვუთხრათ და რა არ ვუთხრათ, როგორ ვუპასუხოთ რთულ კითხვებს
• როგორ შევქმნათ ბავშვისთვის უსაფრთხო სივრცე გლოვის დროს
• როდის არის ბავშვის რეაქცია ბუნებრივი და როდის არის საჭირო სპეციალისტის ჩართვა
• განვიხილავთ რეალურ შემთხვევებს და გავაკეთებთ პრაქტიკულ სავარჯიშოებს

🎯 ტრენინგი განსაკუთრებით საინტერესო იქნება:
მშობლებისთვის
მასწავლებლებისთვის
ფსიქოლოგებისთვის
სკოლის თანამშრომლებისთვის აღმზრდელებისთვის
ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის

❗️❗️❗️ჩვენ ვერ გავაქრობთ ბავშვის ტკივილს, მაგრამ სწორი თანადგომა მას შეამსუბუქებს ❗️❗️❗️
ტრენინგს გაუძღვებიან:
✨ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების მაგისტრი, ფსიქოთერაპევტი - მარიამ ტურაშვილი
✨ ICTA სერტიფიცირებული ჰოლისტიკური და ტრანსფორმაციული მასტერ ქოუჩი
სერტიფიცირებული ენეაგრამა მასტერი, ფსიქოთერაპევტი - სოფო ჯორბენაძე
✨ფსიქოლოგი, არტ თერაპევტი, ფსიქოთერაპევტი - თაკო ნავერიანი
📅 თარიღი: 12 დეკემბერი
⏰ დრო: 18:00
⏳ ხანგრძლივობა: 2,5 საათი
🎟️ ღირებულება: 80 ლარი
📌რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
https://forms.gle/pfqy4Mh2AwZfDpY79
📞 დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 501998772
Advertisement

Where is it happening?

Tbilisi, Georgia

Event Location & Nearby Stays:

Know what’s Happening Next — before everyone else does.
Authentica \u2022 \u10d0\u10e3\u10d7\u10d4\u10dc\u10e2\u10d8\u10d9\u10d0
Host or PublisherAuthentica • აუთენტიკა

Ask AI if this event suits you