Testing Cup 2026

Schedule

Tue, 08 Sep, 2026 at 10:00 am

UTC+04:00
Location

BTU • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი | Tbilisi, TB

Advertisement
თუ ერთხელ მაინც გქონია მომენტი, რომ შენს მიერ ბოლო წამს ნაპოვნმა შეცდომამ მთელ გუნდს დიდი თავსატეხი აარიდa ან თუ უბრალოდ გიჟდები იმ მომენტზე, როცა ყველაზე ჩახლართულ ლოგიკაში პოულობ ხარვეზს, რომელსაც სხვამ ვერავინ მიაგნო, მაშინ კალენდარში 8 სექტემბერი უნდა მონიშნო.
რა ხდება 8 სექტემბერს? Tester’s Day-ს ფარგლებში, ქვეყნის ისტორიაში პირველად ტარდება Testing Cup - ყველაზე აზარტული, მასშტაბური და რეალური პროფესიული გამოწვევა QA ინჟინრებისთვის.
ვინ ვიწვევთ გამოწვევაში?
წამყვანი კომპანიების ტექ გუნდებს დაამტკიცეთ, რომ სწორედ თქვენი გუნდი ფლობს ქვეყანაში ხარისხის მართვის უმაღლეს სტანდარტს. დაიცავით თქვენი ბრენდის სახელი და აჩვენეთ ყველას, რისი უნარი აქვთ თქვენს ინჟინრებს!
დამოუკიდებელი QA პროფესიონალებს: გსურთ საკუთარი თავის გამოცდა, ძალების მოსინჯვა და ინდუსტრიის ტოპ-სპეციალისტებთან კონკურენცია? ეს თქვენი შანსია, გამოაჩინოთ თქვენი ნიჭი და მოხვდეთ ყველას ყურადღების ცენტრში.
სტუდენტები და დამწყები ტესტერები: ფიქრობთ, რომ ჩემპიონატისთვის ჯერ „ადრეა“? პირიქით! ეს არის საუკეთესო შანსი, თეორია პირდაპირ საქმეში გადაიტანოთ, რეალურ ქეისებს შეეჯახოთ და დაინახოთ, როგორ მუშაობს ინდუსტრია. ვინ იცის, იქნებ სწორედ აქედან დაიწყოს თქვენი დიდი კარიერული ნაბიჯი და მომავალმა დამსაქმებელმაც აქვე შეგამჩნიოთ?
რატომ უნდა ჩაერთო?
ჭკვიანი და თანამედროვე გამოწვევები: დავალებები მაქსიმალურად ინოვაციურია და ასახავს იმ რეალურ თასქებს, რომლებსაც ყოველდღიურად ვუპირისპირდებით ტექ-სამყაროში.
ნეთვორქინგი და გამოცდილების გაზიარება: იმაზე უკეთესი არაფერია, როცა შენი სფეროს ადამიანებთან ერთად განიხილავ ახალ მიდგომებს, კოდის წერის თუ ტესტირების ხრიკებს.
და რა თქმა უნდა ისტორიული ტიტული: პირველი ყოველთვის განსაკუთრებულია. გამარჯვებულებს გელით არა მხოლოდ აღიარება ინდუსტრიაში, არამედ ტიტული საქართველოს პირველი Testing Cup-ის ჩემპიონები და შანსი 2026 წლის დეკემბერში გახდეთ Worlds Best Tester- ის მონაწილე
მზად ხარ გამოწვევისთვის? შეკრიბე მეგობრები, მოამზადე ლეპტოპი და დაიკავე ადგილი წლის ყველაზე ინოვაციურ ტექ-გამოწვევაში!
👉 დაარეგისტრირე შენი გუნდი ან შემოგვიერთდი ინდივიდუალურად აქ: https://shorturl.at/fURsZ
Advertisement

Where is it happening?

BTU • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 75/9, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Event Location & Nearby Stays:

Know what’s Happening Next — before everyone else does.
GeoSTQB
Host or PublisherGeoSTQB

Ask AI if this event suits you