Reflection on Security and Sense of Security in the Context of Identifying Sources of Threats and De
✍️The lecture will focus on personal security, the perception of potential threats, and preparedness for emergencies, presenting a comparative perspective on Polish and Georgian students.
The discussion will explore how individuals perceive security, identify potential threats, and plan and undertake actions to enhance their personal safety. It will also highlight the importance of security awareness and preparedness in strengthening individual and social resilience.
Join us to explore the role of security awareness in responding to contemporary challenges through a Polish - Georgian comparative perspective.
🔉 29 ოქტომბერს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „უსაფრთხოებაზე რეფლექსია და უსაფრთხოების განცდა საფრთხის წყაროების იდენტიფიცირების, უსაფრთხოების გეგმების შემუშავებისა და შესაბამისი ქმედებების განხორციელების კონტექსტში - პოლონეთისა და საქართველოს შედარებითი ანალიზი“.
✍️ლექცია შეეხება პირადი უსაფრთხოების საკითხებს, პოტენციური საფრთხეების აღქმასა და საგანგებო სიტუაციებისთვის მზაობას. განხილული იქნება აღნიშნული საკითხები პოლონელი და ქართველი სტუდენტების შედარებითი კვლევის ჭრილში.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები უსაფრთხოებას, როგორ ამოიცნობენ შესაძლო საფრთხეებს და როგორ გეგმავენ და ახორციელებენ პირადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ქმედებებს. ასევე, განხილული იქნება უსაფრთხოების ცნობიერებისა და მზაობის მნიშვნელობა ინდივიდუალური და საზოგადოებრივი მდგრადობის გაძლიერების პროცესში.
შემოგვიერთდით და გაეცანით, რა როლს ასრულებს უსაფრთხოების შესახებ ცნობიერება თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებაში პოლონეთისა და საქართველოს შედარებითი კვლევის საფუძველზე.
📍კალისტრატე ქუთათელაძის 3
Where is it happening?
Event Location & Nearby Stays:

















