Reasoning about Being Civilized
ღონისძიება დაეთმობა ცივილიზაციის საფუძვლად ქცეულ იდეებსა და ღირებულებებს, მათ წარმოშობასა და განვითარებას, ასევე იმ იდეოლოგიურ, პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც თანამედროვე საზოგადოებები დგანან.
დისკუსიის ფარგლებში საუბარი შეეხება დასავლური ცივილიზაციის ინტელექტუალურ საფუძვლებს, თავისუფლებას, იდეოლოგიებსა და ადამიანის უფლებებს, ასევე საერთაშორისო პოლიტიკას, ახლო აღმოსავლეთსა და დესპოტიზმის გამოწვევებს.
ღონისძიება ორ თემატურ პანელად წარიმართება.
მონაწილეები:
იარონ ბრუკი (Yaron Brook) - აინ რენდის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე, ავტორი, მოაზროვნე და ობიექტივიზმის ერთ-ერთი ცნობილი თანამედროვე წარმომადგენელი;
გიგი თევზაძე - ფილოსოფოსი და მკვლევარი;
გია ჯანდიერი - ეკონომისტი, ახალი ეკონომიკური სკოლის ვიცე-პრეზიდენტი;
პაატა შეშელიძე - ეკონომისტი, ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი.
დასწრება თავისუფალია. გელოდებით ყველას, ვისაც გაინტერესებთ პოლიტიკური ფილოსოფია, ინდივიდუალიზმი და საერთაშორისო ურთიერთობები!
Where is it happening?
Event Location & Nearby Stays:



















