EXTRA TIME: ტური III

Schedule

Mon, 26 Oct, 2026 at 08:00 pm

UTC+04:00
Location

Maracana Sport-Cafe | Tbilisi, TB

Advertisement
EXTRA TIME გრძელდება 🔥🔥🔥
თამაშის გენერალური სპონსორია belive, რომელმაც სეზონის ბოლოს, გამარჯვებულთათვის განსაკუთრებული პრიზები დააწესა:
🥇 I ადგილი — 2500 ლარი 🔥
🥈 II ადგილი — 1500 ლარი ✨
🥉 III ადგილი — 1000 ლარი 👏

მთავარ პრიზთან ერთად, ჩვენი სპონსორები ყოველი ტურის ბოლოს დააჯილდოვებენ გამარჯვებულ გუნდებსა და გამორჩეულ მოთამაშეებს:
♟️ Strategon — გამარჯვებულ გუნდს გადასცემს სხვადასხვა სამაგიდო თამაშს.
🎽 Sportmiambe Shop — 90+ რაუნდის MVP-ს დააჯილდოვებს მათთვის სასურველი სპორტული მაისურით.
📚 გამომცემლობა "არტანუჯი" — საუკეთესო ორ გუნდს გადასცემს სპორტული თემატიკის წიგნებსა და უახლეს გამოცემებს. 📖
🍟 FRIXX — გამარჯვებულ გუნდებს გადასცემს გემრიელ და ხრაშუნა ჩიფსებს. 🤤
🎲 სამაგიდო თამაშების გილდია — დააწესებს ერთდღიან სრულ აბონემენტს სივრცეში, სადაც 200-ზე მეტი დასახელების თამაშია ხელმისაწვდომი.
სეზონის მსვლელობისას შემოგვიერთდებიან სხვა სპონსორებიც.
ფორმატი:
I - SPRINT (გასახურებელი რაუნდი) : 🏃‍♂️
რაუნდი მოიცავს 15 თემატურ შეკითხვას, რომელთაგან თითოეულზე მოსაფიქრებლად გუნდებს 30 წამი ეძლევათ. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი — 0 ქულით.
II - ფოტორაუნდი: 📸
მოთამაშეებმა 30-წამიან დროის ლიმიტში უნდა უპასუხონ ფოტომასალაზე დაფუძნებულ 15 შეკითხვას. თითოეული სწორი პასუხი გუნდს 1 ქულას მოუტანს, არასწორი კი — 0 ქულას.
III - SURVIVAL რაუნდი: 💀
ამ რაუნდში თანმიმდევრობით დაისმება მაქსიმუმ 10 შეკითხვა, სადაც თითოეული სწორი პასუხი 1 ქულით ფასდება. გუნდები ასპარეზობენ პირველ შეცდომამდე — არასწორი პასუხის ან ვერსიის არჩაბარების შემთხვევაში ისინი მომენტალურად ეთიშებიან თამაშს.
IV - ბრეინბოლი: 🧠
რაუნდი შედგება 10 ლოგიკური და სააზროვნო შეკითხვისგან, რომელთაგან თითოეულზე მოსაფიქრებლად 1 წუთია გამოყოფილი. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი — 0 ქულით.
V - რაუნდი "90+" ⏱️
რეიტინგის ოთხი საუკეთესო გუნდის წარმომადგენლები ერთმანეთს ინდივიდუალურად უპირისპირდებიან 6 სხვადასხვა თემაში, რომელთაგან თითოეული 3 შეკითხვას მოიცავს. სწორი პასუხი მოთამაშეს შესაბამისი ნომინალის პლუს ქულას (1, 2 ან 3) უწერს, ხოლო არასწორი პასუხი — შესაბამის მინუს ქულას.

💵 თამაშის ღირებულება: გუნდზე 150 ₾ [50₾ მიდის ბარის დეპოზიტზე სნექის დაფებისთვის]
💡 შემოქმედებითი ჯგუფი: გიგა ჩალიგავა და ცოტნე გვასალია.
🗣 წევრების რაოდენობა გუნდში: 6 მოთამაშე
📍 სპორტ-კაფე "მარაკანა"
https://maps.app.goo.gl/MsTxCb6V1FFFsy1X6
🧾 სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/XBU1hnXUy5VzQ6fc7

Advertisement

Where is it happening?

Maracana Sport-Cafe, Tbilisi, Georgia

Event Location & Nearby Stays:

Know what’s Happening Next — before everyone else does.
Giga Chaligava
Host or PublisherGiga Chaligava

Ask AI if this event suits you