„ფსიქოლოგიური უსაფრთხოება და სამუშაო გარემო" - მაია ხოსიტაშვილი
Schedule
Fri, 07 Nov, 2025 at 08:00 pm
UTC+04:00Location
თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო | Tbilisi, TB
Advertisement
📌 აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, „ორგანიზაციული კეთილდღეობა:მართვის ფსიქოლოგიური ასპექტები" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები მაია ხოსიტაშვილთან.🌟 თემა: „ფსიქოლოგიური უსაფრთხოება და სამუშაო გარემო"
🔹 ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობა ორგანიზაციაში განსაკუთრებით საყურადღებო გახდა პანდემიის შემდეგ. ორგანიზაციისა და გუნდების მართვაში ჩართულმა პროფესიონალებმა ნათლად დაინახეს მჭიდრო კავშირი ბიზნესის ინდიკატორებსა და თანამშრომელთა კეთილდღეობის მდგომარეობას შორის.
🔹 კვლევების თანახმად, მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევები თანამშრომელთა დაბალი პროდუქტიულობის გავლით ბიზნესის შედეგებსა და ფინანსურ დანაკარგებში აისახება.
🔹 შეხვედრაზე განვიხილავთ, ერთი მხრივ, რა განსაზღვრავს ადამიანების კეთილდღეობას, ხოლო მეორე მხრივ — რა არის მნიშვნელოვანი ორგანიზაციული ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობისთვის. საბოლოოდ კი ვიპოვით პასუხს კითხვაზე: როგორ შევუთავსოთ სამუშაოს ეფექტიანობა ადამიანურ კეთილდღეობას.
👇 რას განვიხილავთ ვორქშოპზე:
🔸 სამუშაო გარემო და მენტალური ჯანმრთელობის ძირითადი გამოწვევები;
🔸 რა არის ფსიქოლოგიური უსაფრთხოება და როგორ გავლენას ახდენს ის თანამშრომელთა მოტივაციასა და ჩართულობაზე;
🔸 მენტალური ჯანმრთელობის საკითხის დესტიგმატიზაციის აუცილებლობა;
🔸 როგორ ამოვიცნოთ ტოქსიკური სამუშაო გარემოს ნიშნები და ავირიდოთ პროფესიული გადაწვა (burnout);
🔸 როგორ შეგვიძლია, როგორც ლიდერებმა, ასევე გუნდის წევრებმა, შევქმნათ ნდობაზე, მხარდაჭერასა და ღიაობაზე დაფუძნებული ჯანსაღი სამუშაო კულტურა, სადაც შეცდომა სასჯელი კი არა — განვითარების შესაძლებლობაა;
🔸 როგორ უკავშირდება ფსიქოლოგიური უსაფრთხოება ISO 45003 სტანდარტს — პროფესიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის კონტექსტში.
📅 შეხვედრის თარიღი: 7 ნოემბერი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
💻 დასწრება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
🔖დასწრების საფასური: 50 ლარი
🔖 სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება.
📍 მისამართი: თინა იოსებიძის #57
✅ რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/cr8bKvZs
🔗 სრულ ციკლზე რეგისტრაცისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/frB7yV2A
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
Advertisement
Where is it happening?
თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, Tbilisi, GeorgiaEvent Location & Nearby Stays:
Know what’s Happening Next — before everyone else does.







