„ანარეკლი / Reflection“ - სოფო ლაღიძის პერსონალური ფოტო გამოფენა/გაყიდვა

Schedule

Sat, 06 Jun, 2026 at 12:00 pm to Tue, 09 Jun, 2026 at 07:00 pm

UTC+04:00
Location

Georgian Museum of Fine Arts/ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი | Tbilisi, TB

Advertisement
📸 პერსონალური ფოტო გამოფენა - „ანარეკლი / Reflection“
📍 ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი
📅 6–9 ივნისი
🕛 12:00 საათიდან
„ანარეკლი / Reflection“ - სოფო ლაღიძის პირველი პერსონალური ფოტო გამოფენაა, სადაც წარმოდგენილი იქნება 40 შავ-თეთრი ფოტო ნამუშევარი.
ეს გამოფენა ადამიანების ემოციებზე, სიჩუმესა და იმ უხილავ კავშირზე მოგვითხრობს, რომელიც ფოტოგრაფსა და კამერის წინ მდგომ ადამიანს შორის ჩნდება.
წლების განმავლობაში პორტრეტებზე მუშაობისას, თითოეული ადამიანი ავტორისთვის ერთგვარ სარკედ იქცა. მზერა, გამომეტყველება და დუმილი ხშირად საკუთარ განცდებს უბრუნებდა. სწორედ ამიტომ, „ანარეკლი / Reflection“ მხოლოდ სხვისი ემოციების დაფიქსირება არ არის; თითოეულ ფოტოში ავტორის შინაგანი სამყაროს პატარა ანარეკლიც იგრძნობა.
გამოფენა აერთიანებს ნამუშევრებს, რომლებიც სხვადასხვა დროს შეიქმნა, თუმცა თითოეულ მათგანს ერთი საერთო ხაზი აკავშირებს, ადამიანში იმ ემოციის დანახვა, რომელსაც სიტყვები ხშირად ვერ გადმოსცემს.
გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტო ნამუშევრების შეძენაც იქნება შესაძლებელი. თითოეული ფოტო გაიყიდება ექსკლუზიური ბეჭდვის სახით და მისი გაყიდვის შემდეგ განმეორებით აღარ დაიბეჭდება.
პროექტის სპონსორია Tamari Kachlishvili, რომლის მხარდაჭერამაც ამ გამოფენის რეალობად ქცევა შესაძლებელი გახადა.
Advertisement

Where is it happening?

Georgian Museum of Fine Arts/ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზირი 7, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Event Location & Nearby Stays:

Know what’s Happening Next — before everyone else does.
Sopho Laghidze
Host or PublisherSopho Laghidze

Ask AI if this event suits you