ჯიპ ტური: ვაჩნაძიანი, კალაური, სანაგირე, ზეგაანი

Schedule

Sun May 17 2026 at 07:00 am to 10:00 pm

UTC+04:00

Location

საქართველოს ბილიკებზე | Tbilisi, TB

Advertisement
,,საქართველოს ბილიკებზე"
17 მაისს, კვირას გთავაზობთ ერთ დღიან ტურს კახეთის ულამაზეს ტყეებში ჩაფლულ მონასტრებში.
ფეხით არ გვაქვს სასიარულო, მივდივართ 7 ადგილიანი მაღალო გამავლობის მანქანით.
☕️ ყავა/ ჩაი უფასოდ
🚐 ტრანსპორტი გამოვა თბილისიდან და რუსთავიდან.
1. ვაჩნაძიანის პალატები მე-9ს. აქ ყოფილა მონასტრის სკოლა, რომლის დამთავრების შემდგომ მოსწავლეებს ათონის ივერთა მონასტერში აგზავნიდნენ. სწორედ აქ მიუღია განათლება
მე-12-13 სს. ქართველ პოეტს ჩახრუხაძეს, რომელსაც მიეწერება „თამარიანის“ ავტორობა.
2. ვაჩნაძიანის ყველაწმინდა - კომპლექსში შედის: სამეკლესიიანი ბაზილიკა (მე-6-7 სს.), ღვთისმშობლის გუმბათოვანი ეკლესია (მე-8-9 სს), სამრეკლო, გალავანი და სხვა (გვიანი შუა სს.) მდებარეობს დაბურულ ტყეში. სამონასტრო კომპლექსში ასევე შედის სამების ეკლესია, რომლიდანაც იშლება ულამაზესი ხედები ალაზნის ველებსა და კავკასიონზე.
3. კალაურის იოანე ნათლისმცემლის ტაძარი მე-9 ს - ჰერეთის მეფის კვირიკე III-ის საფლავი.
4. კალაურის წმინდა გიორგის სახელობის სამეკლესიანი ბაზილიკა მე-8-9სს, აქ არის წმინდა ნინოს უნიკალური ფრესკა, რომელიც მე-16 ს. ეროვნული მხატვრობის ხანის ხატწერის ნიმუშს მიეკუთვნება და თან ახლავს ასომთავრული ქართულით შესრულებული წარწერები, რაც ქართული ხატწერის ისტორიაში იშვიათია.
5. სანაგირე
6. ზეგაანი
👣 ფეხით სასიარულო არ გვაქვს.

✔ ტურის ღირებულება: 80 ლარი


ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში 💻 ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞 555 40 76 50 ანი
VIBER / WhatsApp - 555407650

⚠️ ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა

⏰ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:45 სთ-დან. გავდივართ 7:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

⏰ თბილისში დაბრუნება 22:00 საათისთვის.

ტურის ღირებულებაში შედის:
🚶 გამყოლი ( სერთიფიცირებული გიდი)
🚐 მგაზვრობა დელიკით, მაღალი გამავლობის მანქანა
☕️ ყავა/ ჩაი უფასოდ
📸 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).
🍔 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 🍔
2. პირადი აფთიაქი, პირბადე
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი 👟 წინდა 🧦 საწვიმარი ან ქოლგა ☔, კეპი
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 👟🚶‍♂️

🔊 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
💺 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
🍺 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
🥂 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება მგზავრობისას, ლაშქრობისას, ტურის მიმდინარეობისას. ძალიან მცირე რაოდენობით შესაძლებელია მხოლოდ ტურის ბოლოს პიკნიკის დროს (როცა ტურზე მითითებული ყველა ძეგლი ნანახი გვაქვს და ტრანსპორტთან ვართ). თუ ვინმე არ დაემორჩილება ამ წესს, მეორედ აღარ დაიშვებიან ჩვენს ტურზე.
⚠️ როდესაც, ტური სალაშქრო არის და არ ხართ დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, გთხოვთ ნუ ჩაგვწერებით. ასევე ლაშქრობისას ატარეთ ისეთი ჩანთა, რასაც თავად მოერევით. სხვების იმედად ნუ წამოიღებთ მძიმე ჩანთებს.
⌚არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა 📲 (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
🚸 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
🚯 არ ვყრით ნაგავს
🚭 არ ვეწევით მიკროავტობუსში
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.
🔊 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.
⚠️ ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.
✔ვაჩნაძიანის პალატები - არქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ ვაჩნაძიანის სამხრეთით გუჯიაურებად წოდებულ ტერიტორიაზე. სწორ ადგილზე. განეკუთვნება IX საუკუნეს.მოსახლეობაში გავრცელებული თქმულების თანახმად, აქ წინათ ყოფილა მონასტრის სკოლა, რომლის დამთავრების შემდგომ მოსწავლეებს ათონის ივერთა მონასტერში აგზავნიდნენ სწორედ აქ მიუღია განათლება XII-XIII საუკუნეების ქართველ პოეტს ჩახრუხაძეს, რომელსაც მიეწერება „თამარიანის“ ავტორობა.სასახლე ორსართულიანი ნაგებობაა. სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთით შვიდიოდე მეტრზე დგას სამ ეკლესიანი ბაზილიკის ტიპის ეკლესია რომელიც ისევე როგორც სასახლე IX საუკუნეშია აგებული. XIX საუკუნის ბოლოს იგი განუახლებია თავად ლევან ჯანდიერს პოლკოვნიკ გიორგი იოსების ძე ჯანდიერის მოსახსენებლად, ამ ფაქტის მაუწყებელი წარწერა დაცული ყოფილა ეკლესიის ხის კანკელზე რომელიც ** საუკუნის 30-იან წლების დასაწყისში უკვე აღარ არსებობდა. ვაჩნაძიანის პალატებს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია
✔ ვაჩნაძიანის ყველაწმინდა - ქართული მართლმადიდებლური მონასტერი გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩნაძიანიდან (ყოფ. სოფ. შრომა) 8 კმ-ზე. VI-VII საუკუნეებში იქ სამეკლესიიანი ბაზილიკა მდგარა. ჩამოზვავებულ მიწას ჩაუტანია ნაგებობის დასავლეთი ნახევარი (შემორჩენილია ნანგრევები). შემდეგ, VIII საუკუნის დასასრულსა და IX საუკუნის დასაწყისში, აუგიათ ყვალაწმინდის გუმბათოვანი ეკლესია. ნაშენია რიყის ქვითა (კედლები, ზოგი კამარა, კონქები) და აგურით (ზოგი თაღი და კამარა, გუმბათის ყელი, ტრომპები და სხვა). ძირითადი ნაწილი წარმოადგენს ნავს, რომლის ცენტრში აღმართულია გრძივი კედლის შვერილებზე დაყრდნობილი გუმბათი. შუა ნავის გარშემო გარშემოსავლელი, სადიაკვნე და სამკვეთლოა. წინა დროის ძეგლებთან შედარებით (ჯვარი, წრომი, ატენი), თვალს ხვდება ინტერიერში პროპორციათა სრული შეცვლა: ჩანს ზესწრაფვა, სივრცე დავიწროებული და ამაღლებულია, გრძივი ღერძებიც უფრო მკაფიოდ ხაზგასმული. ჩნდება ახალი კონსტრუქციული ელემენტი - პანდატივები. საერთო აღნაგობა, ნაწილთა ურთიერთშეთანხმება ჰარმონიულია. ვაჩნაძიანი ქართული ხუროთმოძღვრების გარდამავალი ხანის (VIII ს. - X საუკუნის I ნახევარი) ყველაზე მნიშვნელოვან და მაღალმხატვრულ ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება. სამონასტრო ნაგებობათაგან შემორჩენილია აგრეთვე სატრაპეზოსა და სხვა შენობათა ნანგრევები. გუმბათიანი ეკლესიის სამხრეთით რამდენიმე ოთახია, მათგან ერთი - გეგმით კვადრატული, ყრუკედლებიანი სათავსი ზემოდან ნათდებოდა. სავარაუდოა, რომ აქ მონასტრის ბიბლიოთეკა იყო. აქვეა წყაროს კამაროვანი ნაგებობა. მონასტრის მაღალ გალავანს დასავლეთ მხარეს ჰქონდა ჭიშკარი. 2007 წ. სოფ. ვაჩნაძიანიდან 4 კმ-ზე, ტყეში, აღმოჩენილი იქნა დღემდე უცნობი სამონასტრო კომპლექსი, რომელიც დიდი ბაზილიკური ტაძრისა და მორთული სატრაპეზოსგან შედგება. მონასტერი, სავარაუდოდ, IX საუკუნეშია აგებული და ილარიონ ქართველის მოღვაწეობას უკავშირდება.
✔ სოფელი კალაური - ისტორიული წყაროების გადმოცემით, არსებობს ვერსია რომლის მიხედვითაც კალაური (თურქულად ყალაციხე) გამაგრებული ციხე-გალავნის მქონე სოფელი ყოფილა, რომლის ცენტრალურ უბანს ძველად “გალავნის უბანი” ერქვა. XIII საუკუნეში სოფელი ჭერმის ეპარქიაში შედიოდა.
✔ კალაურის იოანე ნათლისმცემლის ტაძარი მე-9 ს - ჰერეთის მეფის კვირიკე III-ის საფლავი. XI საუკუნეში, კვირიკე III-ის მეფობის დროს, ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია დიდი მონასტრის ნაწილი იყო. ტაძრის გარშემო გალავნის და შენობის ნანგრევებია შემორჩენილი, სადაც სავარაუდოდ სატრაპეზო ან საგანმანათლებლო ცენტრი უნდა ყოფილიყო. აღმოჩენილია უძველესი საძვალეც.იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული დარბაზი კვირიკე მეფის რეზიდენცია იყო.არქეოლოგების აზრით, აღნიშნულ ადგილს დიდი დატვირთვა და მნიშვნელობა ჰქონდა. მათი განმარტებით, მეფე კვირიკე მესამე საერო და სასულიერო პირებს აღნიშნულ კომპლექსში მასპინძლობდა.
✔ კალაურის წმინდა გიორგის სახელობის სამეკლესიანი ბაზილიკა მე-8-9სს, აქ არის წმინდა ნინოს უნიკალური ფრესკა, რომელიც მე-16 ს. ეროვნული მხატვრობის ხანის ხატწერის ნიმუშს მიეკუთვნება და თან ახლავს ასომთავრული ქართულით შესრულებული წარწერები, რაც ქართული ხატწერის ისტორიაში იშვიათია.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤
Advertisement

Where is it happening?

საქართველოს ბილიკებზე, Tbilisi, Georgia

Event Location & Nearby Stays:

Icon
Know what’s Happening Next — before everyone else does.
\u10e1\u10d0\u10e5\u10d0\u10e0\u10d7\u10d5\u10d4\u10da\u10dd\u10e1 \u10d1\u10d8\u10da\u10d8\u10d9\u10d4\u10d1\u10d6\u10d4

Host or Publisher საქართველოს ბილიკებზე

Ask AI if this event suits you:

Discover More Events in Tbilisi

\u10d2\u10e3\u10d3\u10d0\u10db\u10d0\u10e7\u10d0\u10e0\u10d8 (16 \u10db\u10d0\u10d8\u10e1\u10d8)
Sat, 16 May at 09:00 am გუდამაყარი (16 მაისი)

გუდამაყარი

\u10db\u10d4\u10ec\u10d0\u10e0\u10db\u10d4\u10dd\u10d1\u10d8\u10e1 \u10e1\u10ec\u10d0\u10d5\u10da\u10d4\u10d1\u10d8\u10e1 \u10d3\u10d8\u10d3\u10d0\u10e5\u10e2\u10d8\u10d9\u10d0
Sat, 16 May at 12:00 pm მეწარმეობის სწავლების დიდაქტიკა

საქართველოს უნივერსიტეტი • The University Of Georgia

\u10ea\u10ee\u10d4\u10dc\u10d4\u10d1\u10d8\u10e1 \u10d3\u10e6\u10d4\u10d4\u10d1\u10d8 \u2022 Horse Days
Sat, 16 May at 12:00 pm ცხენების დღეები • Horse Days

Kiketi, 9 Dzma Kherkheulidze str. 28, Kiket'i, Georgia, 0114

FESTIVALS POP-UPS
\u10d5\u10d8\u10d3\u10d4\u10dd \u10d7\u10d0\u10db\u10d0\u10e8\u10d4\u10d1\u10e1\u10d0 \u10d3\u10d0 \u10d2\u10d0\u10ef\u10d4\u10e2\u10d4\u10d1\u10d6\u10d4 \u10d3\u10d0\u10db\u10dd\u10d9\u10d8\u10d3\u10d4\u10d1\u10e3\u10da\u10d4\u10d1\u10d8\u10e1 \u10db\u10d0\u10e0\u10d7\u10d5\u10d8\u10e1 \u10d9\u10e3\u10e0\u10e1\u10d8
Sat, 16 May at 07:00 pm ვიდეო თამაშებსა და გაჯეტებზე დამოკიდებულების მართვის კურსი

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი N1 , Tbilisi, Georgia

Anna and Lev
Sat, 16 May at 08:00 pm Anna and Lev

Sokhumi State Drama Theatre • სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი

ART THEATRE
\u10e1\u10d0\u10d0\u10d5\u10e2\u10dd\u10e0\u10dd \u10e2\u10e3\u10e0\u10dc\u10d8\u10e0\u10d8 "INVERTING THE PYRAMID 3.0"
Sun, 17 May at 01:30 pm საავტორო ტურნირი "INVERTING THE PYRAMID 3.0"

კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University

\u10e8\u10d0\u10da\u10d5\u10d0 \u10d0\u10db\u10dd\u10dc\u10d0\u10e8\u10d5\u10d8\u10da\u10d8 \u10d7\u10d1\u10d8\u10da\u10d8\u10e1\u10e8\u10d8 - \u10e9\u10d5\u10d4\u10dc \u10d3\u10d0 \u10d1\u10d0\u10d5\u10e8\u10d5\u10d4\u10d1\u10d8
Sun, 17 May at 03:00 pm შალვა ამონაშვილი თბილისში - ჩვენ და ბავშვები

Radisson Blu Iveria Hotel, Tbilisi (Tbilisi, Georgia)

Campus Founder Discovery & Ideathon Sprint
Mon, 18 May at 01:00 pm Campus Founder Discovery & Ideathon Sprint

საქართველოს უნივერსიტეტი • The University Of Georgia

BUSINESS TRIPS-ADVENTURES
\u10e1\u10de\u10dd\u10e0\u10e2ING VoL6
Mon, 18 May at 08:00 pm სპორტING VoL6

BBQ HOUSE

\u10d1\u10e0\u10ec\u10e7\u10d8\u10dc\u10d5\u10d0\u10da\u10d4 \u10d2\u10dd\u10dc\u10d4\u10d1\u10d0
Wed, 20 May at 03:00 pm ბრწყინვალე გონება

Chavchavadze Ave. #1, Tbilisi, Georgia

What's Happening Next in Tbilisi?

Discover Tbilisi Events