ჭერემი, ზიარის ტბა, ზეგაანი

Schedule

Sun Oct 27 2024 at 08:00 am to 10:00 pm

UTC+04:00

Location

საქართველოს ბილიკებზე | Tbilisi, TB

Advertisement
,,საქართველოს ბილიკებზე"
27 ოქტომბერს, კვირას გთავაზობთ ერთ დღიან ულამაზეს ტურს მდინარე ჭერემისხევის ხეობაში.
👀 სანამ საკუთარი თვალით არ იხილავთ, რთულია ფოტოებით იმ სილამაზის გადმოცემა, რაც ჭერემშია.

🚌 მარშრუტკა გამოვა რუსთავიდანაც და დილას მოგიყვანთ რუსთაველზე ველოსიპედის ძეგლთან. საღამოს ისევ რუსთავში დაგაბრუნებთ. ( ხშირად დასმული კითხვა: რუსთავში ხომ არ გაივსება მარშრუტკა და უკანა ადგილები ხომ არ შეგვხვდებაო? არა მეგობრებო ხან საერთოდ არ არიან რუსთავიდან წამომსვლელები ან თუ არიან ერთი ან ორი. ასე რომ ამ საკითხმა არ შეგაფერხოთ ❤️).

1. ზიარის ტბა 🏞
2. ზეგაანის ყველაწმინდა მე-5-9 სს. ულამაზეს ბუნებაში ჩაფლული.
3. ჭერემი - მამა დავითის ეკლესია (მე-6-7 სს.), ღვთისმშობლის საეპისკოპოს ტაძარი (მე-5 ს.), ეპისკოპოსის სასახლის ფრაგმენტი (მე-5 ს.), წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია (გვ. შუა საუკუნეები), წვეროდაბლის წმინდა გიორგი (მე-6-7 სს.), წმ. ბარბარეს ეკლესია (მე-5-7 სს.), ჭერემის ციხე, ვახტანგ გორგასლის სამეფო რეზიდენცია, კვირიკეს ტაძარი.

ჭერემი - უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული სოფელი, ოდესღაც დიდი ქალაქი ყოფილა. როგორც ძველი ქრონიკები გვამცნობენ, დიდებული საეკლესიო და საერო ნაგებობა-საყდრები, ციხე-დარბაზები, საცხოვრებელი პალატები ამშვენებდა მას. ყველა სხვა სოფლიდან მოწყვეტილი, ულამაზეს ტყეში ჩაფლული. ერთ დროს დიდებული ქალაქი, უზარმაზარი სამეფო რეზიდენციით ახლა თითქმის მიტოვებულია. ჭერემი - მე - 5 საუკუნის მეორე ნახევარში მეფე ვახტანგ გორგასალმა დაარსა და ტახტის მემკვიდრეს, დაჩის უბოძა. ამავე პერიოდში დაარსდა ჭერემის საეპისკოპოსო ეპარქია, რომელიც მალევე გახდა კახეთის პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი. ამ ხეობაში ვახტანგ გორგასალმა გადამწყვეტი ბრძოლა გაუმართა ირანელებს, რომელიც მეფის სასიკვდილოდ დაჭრით დასრულდა. უმუხთლა გაგლეჯილმა ჯაჭვის პერანგმა. სიკვდილის წინ ჭერემი თავის მემკვიდრეს, დაჩის უბოძა - აღადგინე და აღამაღლეო.

✔ ტურის ღირებულება: 45 ლარი

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:40 სთ-დან. გავდივართ 8:00 სთ-ზე.
( გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში 💻 ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞 555 40 76 50 ანი
VIBER / WhatsApp - 555407650
instagram: saqartvelosbilikebze

👣 ფეხით სასიარულო ერთი გზა 3კმ. მთელი დღის განმავლობაში ჯამში 6კმ. მარტივი. სწორ რელიეფზე. ჩაიცვით მოხერხებული ფეხსაცმელი 👟

⚠️⚠️⚠️ ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა ⚠️⚠️⚠️
გთხოვთ სანამ ტურზე ჩაგვეწერებით დეტალები წაიკითხოთ სრულად. ასევე მეგობრები თუ მოგყავთ, მათაც გააცანით ტურის დეტალები წინასწარ ❤️

🏃‍♀️ გამყოლს აქვს უფლება, საჭირობისამებრ გადაანაცვლოს სანახავი ადგილები ანუ მიმდევრობა შეუცვალოს. ეს იმას არ ნიშნავს რომ რაიმეს გამოვტოვებთ, ყველაფერს განახებთ რაც ტურში გვიწერია ( გარდა იმ შემთხვევისა თუ სადმე გზა გაფუჭდა ან შეიქმნა ფორსმაჟორული სიტუაცია და ა.შ. ). როცა ყოჩაღი ჯგუფია დამტებით ვნახულობთ კიდევ რამეს.

🌞☁️🌤⛈️ამინდზე ორგანოზატორი არ არის პასუხისმგებელი. ტურზე ჩაწერის წინ თავად გადაამოწმეთ ამინდი და ისე ჩაგვეწერეთ. წვიმის გამო ტურები არ გადაიდება. ტური გადაიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში სამანქანო გზები თუ დაიკეტება.

⚠️ ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

ტურის ღირებულებაში შედის:
🚶‍ გამყოლი (გამყოლი არის ადამიანი, რომელსაც ევალება ტურის ორგანიზება, ასევე ტურზე სანახავ ძეგლებზე და იმ ადგილებზე, სადაც ეს ძეგლები მდებარეობს, მოგიყვებათ კონკრეტულ, მნიშვნელოვან და მთავარ ისტორიებს. თუ ჯგუფს სურვილი ექნება მაგალითად დეტალურად ყველა ეკლესიის ჩუქურთმების, არქიტექტურის, ფრესკების და ა.შ. განხილვა, ამ შემთხვევაში ჯგუფი ქირაობს ადგილობრივ გიდს, რომელიც იმ კონკრეტულ ადგილზე მუშაობს).
🚐 მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშრუტკა)
📸 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

ღირებულებაში არ შედის:
🍔 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 🍔
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი 👟 წინდა 🧦 საწვიმარი ან ქოლგა ☔, თბილი მოსაცმელი, ქუდი ან კეპი 🧢
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 👟🚶‍♂️

🔊 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.

⚠️ ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

🔊 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
🌞☁️🌤⛈️ამინდზე ორგანოზატორი არ არის პასუხისმგებელი. ტურზე ჩაწერის წინ თავად გადაამოწმეთ ამინდი და ისე ჩაგვეწერეთ. წვიმის გამო ტურები არ გადაიდება. ტური გადაიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში სამანქანო გზები თუ დაიკეტება.
💺 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
⌚არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა 📲 (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
🚸 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
🚯 არ ვყრით ნაგავს
🚭 არ ვეწევით მიკროავტობუსში
🍺 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
🥂 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤
Advertisement

Where is it happening?

საქართველოს ბილიკებზე, Republic 24, გიორგი ახვლედიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო,Tbilisi, Georgia

Event Location & Nearby Stays:

\u10e1\u10d0\u10e5\u10d0\u10e0\u10d7\u10d5\u10d4\u10da\u10dd\u10e1 \u10d1\u10d8\u10da\u10d8\u10d9\u10d4\u10d1\u10d6\u10d4

Host or Publisher საქართველოს ბილიკებზე

It's more fun with friends. Share with friends

Discover More Events in Tbilisi

Study Abroad Expo 2024
Sat Oct 26 2024 at 12:30 pm Study Abroad Expo 2024

Holiday Inn Tbilisi

BUSINESS EXHIBITIONS
\u0411\u0410\u0422\u042e\u0428\u041a\u0410 (PL) by Krzysztof Drabikowski | Tbilisi | Elektrowerk
Sat Oct 26 2024 at 07:00 pm БАТЮШКА (PL) by Krzysztof Drabikowski | Tbilisi | Elektrowerk

Elektrowerk

MUSIC ENTERTAINMENT
\u10d8\u10dc\u10e2\u10e0\u10dd \/ INTRO
Sun Oct 27 2024 at 08:00 pm ინტრო / INTRO

Movement Theatre / მოძრაობის თეატრი

ART THEATRE
\u10e4\u10e1\u10d8\u10e5\u10dd\u10d7\u10d4\u10e0\u10d0\u10de\u10d8\u10d8\u10e1\u10d0 \u10d3\u10d0 \u10e4\u10e1\u10d8\u10e5\u10dd\u10d9\u10dd\u10dc\u10e1\u10e3\u10da\u10e2\u10d0\u10ea\u10d8\u10d8\u10e1 \u10d9\u10e3\u10e0\u10e1\u10d8
Wed Oct 30 2024 at 07:00 pm ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტაციის კურსი

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა - National Science Library of Georgia

IX New Look Cup International 2024
Thu Oct 31 2024 at 09:00 am IX New Look Cup International 2024

ტანვარჯიშის არენა / Gymnastics Arena

SPORTS GYMNASTICS
\u10e1\u10d8\u10e7\u10d5\u10d0\u10e0\u10e3\u10da\u10d8\u10e1 \u10d0\u10dc\u10d1\u10d0\u10dc\u10d8
Thu Oct 31 2024 at 06:00 pm სიყვარულის ანბანი

ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი #26ა, 0108 Tbilisi, Georgia

Halloween Party - \u10d3\u10d0\u10d2\u10d3\u10d0\u10d2\u10d0\u10dc\u10d8
Thu Oct 31 2024 at 09:00 pm Halloween Party - დაგდაგანი

MONO HALL

HALLOWEEN HALLOWEEN-PARTIES
Pitch Decks That Get You Funded: The Adamant Approach to Crafting Decks
Fri Nov 01 2024 at 10:00 am Pitch Decks That Get You Funded: The Adamant Approach to Crafting Decks

Luxembourg

WORKSHOPS TRIPS-ADVENTURES

What's Happening Next in Tbilisi?

Discover Tbilisi Events